სოციალურ ქსელში ვრცელდება სპეცრაზმის მიერ ნაცემი ზვიად მაისაშვილის ფოტო.
"ზვიომ შემოგვითვალა, რომ ერთი სული აქვს როდის დადგება ისევ ჩვენ გვერდით", - წერს თორნიკე რაზმაძე სოციალურ ქსელში და საზოგადოებას ფოტოს უზიარებს.
სპეცრაზმის მიერ ზვიად მაისაშვილის ცემის კადრები მედიაში გავრცელდა.
მაისაშვილი ინგოროყვას კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას. მას ცხვირი აქვს გატეხილი. ეტყობა სისხლჩაქცევების კვალი სახეზე და დაზიანებები ტანზე.
"დილით დაახლოებით 5 საათისთვის შემოყვანილი იქნა, 23 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა ცხვირის ძვლების ფრაგმენტული მოტეხილობა. მოხდა თაბაშირის ნახვევით და ცხვირში ტამპონაჟით მოტეხილი ფრაგმენტების ფიქსაცია. დაზიანებები არის ცხვირის ძვლის მოტეხილობა, ექსკორიაციები რბილ ქსოვილებზე, კანქვეშა სისხლ ნაჟღენთების სახის არეში. ამ წუთას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დარჩება ორშაბათამდე მეთვალყურეობის ქვეშ. უნდა მოხდეს 14 დღის განმავლობაში თაბაშირის დატოვება, შემდგომ ყბა-სახის ქირურგი გადაწყვეტს მის მდგომარეობას", - ამბობს ექიმი.