სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა წულუკიძემ თიკო სადუნიშვილს პირდაპირ ეთერში "ზასაობა" არ მოუწონა
ნიკა წულუკიძემ თიკო სადუნიშვილს პირდაპირ ეთერში "ზასაობა" არ მოუწონა

ნიკა წუ­ლუ­კი­ძი­სა და თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლის მე­გობ­რო­ბა დიდი ხნის წინ და­ი­წყო. გაც­ნო­ბის დრო და ად­გი­ლი არც ერთს არ ახ­სოვს, მაგ­რამ ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო დღე აქვთ ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი. ერ­თმა­ნე­თის არც კრი­ტი­კას ერი­დე­ბი­ან და არც ქება-დი­დე­ბას.

რო­გორც იცით, მე­გობ­რებ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი ცალ-ცალ­კე ჩავ­წე­რეთ იმის გა­სარ­კვე­ვად, და­ემ­თხვე­ო­და თუ არა მათი პა­სუ­ხე­ბი ერ­თმა­ნეთს. უნდა ით­ქვას, რომ ნიკა ზედ­მე­ტად ცნო­ბის­მოყ­ვა­რე გა­მოდ­გა, სა­ნამ თი­კოს ინ­ტერ­ვი­უს ვწერ­დით, ორ­ჯერ შე­მო­ა­ღო ოთა­ხის კარი. რამ­დენ­ჯერ­მე ითხო­ვა კი­დეც, და­ვეს­წრე­ბი ინ­ტერ­ვი­უსო, მაგ­რამ მტკი­ცე უარი რომ მი­ი­ღო, ბედს შე­ე­გუა და მოთ­მი­ნე­ბით და­ე­ლო­და გა­ნა­ჩენს.

-სად გა­ი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი?

ნიკა:

-სა­ერ­თო სა­მე­გობ­რო წრე გვყავს და დიდი ხა­ნია ვიც­ნობთ ერ­თმა­ნეთს. ზუს­ტად გაც­ნო­ბის დღე ნამ­დვი­ლად არ მახ­სოვს.

თიკო:

-ასე კონ­კრე­ტუ­ლად არ მახ­სოვს. ერ­თმა­ნეთს სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბის წყა­ლო­ბით ვხვდე­ბო­დით. გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო 2 წე­ლია ვმე­გობ­რობთ. ბა­თუმ­ში საკ­მა­ოდ დიდი პე­რი­ო­დი გა­და­ვა­გო­რეთ ერ­თად, მე "თბი­ლი­სი ლა­ი­ვის" გა­და­ღე­ბე­ბი მქონ­და, ნი­კაც იქ იყო, ის­ვე­ნებ­და სე­რი­ა­ლის­გან, იგა­ვე­ბის­გან. სა­ღა­მო­ო­ბით ლი­ტე­რა­ტუ­რულ კა­ფე­ში ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს. ვი­ღა­ცე­ბი მიდი-მო­დი­ოდ­ნენ, მე და ნიკა სულ იქ ვი­ყა­ვით (იცი­ნის).

-რა მოგ­წონს და რა არა მას­ში? რო­გორ გგო­ნია, ის რას ფიქ­რობს ამ მხრივ შენ­ზე?

ნიკა:

-ისე­თი ერ­თგუ­ლია, რო­გორც ცოტა ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლა­ნა­ი­რად მხარ­ში ამო­გიდ­გე­ბა. ცოტა ადა­მი­ა­ნი უყ­ვარს გულ­ში. ვგრძნობ, რომ იმ ცო­ტა­ში მეც ვარ. ხა­ლი­სი­ა­ნია, ორი­გი­ნა­ლუ­რი. ვერ ვი­ტან ერ­თნა­ირ ადა­მი­ა­ნებს, თი­კოს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი აქვს, ვი­ღა­ცას მოს­წონს ეს, ვი­ღა­ცას -არა. ჩემ­თვის ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნია. რა არ მომ­წონს? ხან­და­ხან ისე მო­გახ­ლის რა­ღა­ცას, გულს გა­გი­ხეთ­ქავს. ამა­ზე სულ ვსაყ­ვე­დუ­რობ. ეს პირ­და­პი­რო­ბა ზოგ­ჯერ კარ­გია, ზოგ­ჯერ ცუდი. თუ გინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის კე­თილ­გან­წყო­ბა და­იმ­სა­ხუ­რო, მა­ინც ჯო­ბია, ზო­მი­ე­რე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნო ამ მხრივ... ჩემ შე­სა­ხებ აზრი ალ­ბათ ჯო­ბია, მას ჰკი­თხო, მე ამა­ზე ლა­პა­რა­კი გა­მი­ჭირ­დე­ბა.

თიკო:

-ყვე­ლა­ზე მე­ტად ნი­კას იუ­მო­რი მომ­წონს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნებ­ში იუ­მო­რის ნაკ­ლე­ბო­ბაა. ნი­კას იუ­მორს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ იუ­მორს ვუ­წო­დებ და ძა­ლი­ან მომ­წონს. არ არ­სე­ბობს, მას­თან სა­ღა­მო გა­ა­ტა­რო და სი­ცი­ლის­გან ცუ­დად არ გახ­დე. ვა­ფა­სებ იმას, რომ ერ­თგუ­ლია, სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე შე­მიძ­ლია მას­თან სა­უ­ბა­რი. ძა­ლი­ან ცო­ტაა ის, რაც არ მომ­წონს მის ხა­სი­ათ­ში. მე მისი ნაკ­ლი ნამ­დვი­ლად არ მა­წუ­ხებს. ნიკა ჩემ­თვის ძა­ლი­ან კომ­პე­ტენ­ტუ­რია, რო­გორც გა­და­ცე­მის­თვის, ისე პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თვის. მის­გან ყო­ველ­თვის კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი კრი­ტი­კა მო­დის. თუ არ მოს­წონს, მიხ­სნის რა­ტომ არ მოს­წონს და პი­რი­ქით, თუ მოს­წონს, ამა­საც მი­სა­ბუ­თებს. არ მოს­წონს ჩემი ბევ­რი საქ­ცი­ე­ლი, მა­გა­ლი­თად, სა­ა­ხალ­წლო კოც­ნა არ მო­ე­წო­ნა. მო­ე­წო­ნა ჩემი ბოლო გა­და­ცე­მა, ვი­ნა­ი­დან შე­და­რე­ბით შე­მეც­ნე­ბი­თი გა­მო­ვი­და.

-რამ­დე­ნი წლის არის? შენ?

ნიკა:

-ჩემ­ზე ერთი წლით უფ­რო­სია, თუ არ ვცდე­ბი. მე 24 წლის ვარ.

თიკო:

-24-ის. მე 26_ის.

-რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წ­ინო აუ­ცი­ლებ­ლად მას­თან ურ­­თი­ერ­თო­ბი­სას? შენ­თან ურ­­თი­ე­რ­თო­ბი­სას რა არის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი?

ნიკა:

-ეს სწო­რედ ის ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­თა­ნაც არაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა არ გჭირ­დე­ბა და ამი­ტო­მაც მი­ად­ვილ­დე­ბა მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია: ზრდი­ლო­ბა, ინ­ტე­ლექ­ტი, ოჯა­ხიშ­ვი­ლო­ბა. ვერ ვი­ტან მო­ღა­ლა­ტე და მა­ტყუ­ა­რა ადა­მი­ა­ნებს. თუ შე­ვა­ტყვე ადა­მი­ანს, რომ ტყუ­ი­ლი უყ­ვარს, ის ჩემ­თვის აღარ არ­სე­ბობს.

თიკო:

-არ უყ­ვარს შტე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი. მე რომ ვიყო სუ­ლე­ლი ქე­რათ­მი­ა­ნი გოგო, არ მო­მინ­დე­ბო­და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ასეთ ადა­მი­ა­ნებს ძა­ლი­ან უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დებს. ერთხელ მახ­სოვს ჩემი მსუ­ქა­ნი მე­გო­ბა­რი ძა­ლი­ან უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დო. "ელას­ტი­კი" ეცვა და შო­რი­დან უყ­ვი­რო­და, -ვა­ი­მე, შვი­ლო, გამ­შვე­ნებს ეგ "ელას­ტი­კიო". ძა­ლი­ან პირ­და­პი­რია და ბევ­რს ეს პირ­და­პი­რო­ბა აღი­ზი­ა­ნებს. მე ვა­ფა­სებ პირ­და­პი­რო­ბას, იმი­ტომ, რომ ქარ­თვე­ლებს სჩ­ვე­ვი­ათ ზურგს უკან ლა­პა­რა­კი და პირ­ფე­რო­ბა... ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სი­ლა­ღე და სი­სუფ­თა­ვეა აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ვი­თომ მე­გობ­რებ­სა და პირ­ფე­რო­ბას ვერ ვი­ტან. ნიკა ძა­ლი­ან ალა­ლია, თა­მა­ში არ შე­უძ­ლია. "მა­ფი­ო­ზო­ბა­ნას" რომ ვთა­მა­შობ­დით, მა­ფი­ო­ზი იყო და პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე "და­იწ­ვა".

-რა აღი­ზი­ა­ნებს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქეს­ში? შენ?

ნიკა:

-თი­კოს იმ­დე­ნად უყ­ვარს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სი, რომ არა­ფე­რი აღარ აღი­ზი­ა­ნებს (იცი­ნის). მე მგო­ნია, რომ გა­ა­ღი­ზი­ა­ნებს თას­მა, რო­მე­ლიც წინ­და­ში ექ­ნე­ბა ჩა­ტა­ნე­ბუ­ლი მა­მა­კაცს. მე ვულ­გა­რუ­ლო­ბა მა­ღი­ზი­ა­ნებს. ქალ­მა თა­ვი­სი ინ­ტი­მუ­რო­ბი­თა და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლო­ბით უნდა მოგ­ხიბ­ლოს. მუხ­ლი რომ გა­მო­უჩ­ნდე­ბა ქალს, ის ქალი უფრო მე­სექ­სუ­ა­ლუ­რე­ბა და მინ­დე­ბა, ვიდ­რე სულ ტიტ­ვე­ლი. ვერ ვი­ტან, ქალი ბევ­რს რომ ლა­პა­რა­კობს, ყვე­ლა­ფერ­ზე კომ­პე­ტენ­ტუ­რი აზრი რომ აქვს. მე რომ მი­თხრა ახლა, ჩი­ნე­თის კედ­ლის ინ­სტრუქ­ცი­ა­ზე მე­სა­უბ­რეო, აუ­ცი­ლებ­ლად გავ­ჩუმ­დე­ბი. ყვე­ლა არ გა­ჩუმ­დე­ბა, მოჰ­ყვე­ბა ათას სი­სუ­ლე­ლეს. ასეთ ქა­ლებს ვერ ვი­ტან.

თიკო:

-ვულ­გა­რუ­ლო­ბა. ქალ­ში ქა­ლუ­რო­ბა მოს­წონს, თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბი­სა და ტრა­დი­ცი­უ­ლო­ბის სინ­თე­ზი. მე ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის მი­მართ სხვა­დას­ხვა მო­თხოვ­ნა მაქვს. მე­გო­ბარ­თან სხვა, საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან სხვა. ყვე­ლას­გან ერ­თსა და იმა­ვეს არ მო­ვი­თხოვ.

-რო­გო­რია, როცა უყ­ვარს? შენ?

ნიკა:

-ნე­ტავ მა­გას უყ­ვარ­დეს ვინ­მე (იღი­მის). მე არ შევ­სწრე­ბი­ვარ მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდს. არ მი­ნა­ხავს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. მე სულ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ. ღმერ­თმა არ ქნას, გა­თენ­დეს დღე და არ ვიყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. როცა მიყ­ვარს, კე­თილ­შო­ბი­ლი ვარ, ანუ მუდ­მი­ვად კე­თილ­შო­ბი­ლი ვარ.

თიკო:

-მე მხო­ლოდ ნი­კას ერთი პა­ტა­რა რო­მა­ნის მომსწრე გავ­ხდი. თვა­ლებ­ზეც ეტყო­ბა, საქ­ცი­ელ­ზეც. ეს სე­რი­ალ­სა და მის იგა­ვებს არ ეტყო­ბა, მაგ­რამ აშ­კა­რად დაბ­ნე­უ­ლია ამ დროს. მე როცა მიყ­ვარს დავფრი­ნავ, 10 სან­ტი­მეტ­რით და­შო­რე­ბუ­ლი ვარ მი­წი­დან.

-ახლა რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხარ?

-მი­წა­ზე მყა­რად ვდგა­ვარ (იღი­მის), შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ვარ.

-რო­გორ გა­მო­ხა­ტავს გაბ­რა­ზე­ბას? შენ?

ნიკა:

-არ მი­ნა­ხავს გაბ­რა­ზე­ბუ­ლი. რამ­დე­ნა­დაც მიმ­წო­ლი ჩანს, იმ­დე­ნად გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი და სევ­დი­ა­ნია. თი­კოს ასე­თი სახე ბევ­რს არ წარ­მო­უდ­გე­ნია, მაგ­რამ და­მი­ჯე­რეთ, ასე­თი თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი კი­დევ უფრო საყ­ვა­რე­ლია. ჩემი გაბ­რა­ზე­ბა მტრის კარს! გა­და­ვი­რე­ვი, გავ­გიჟ­დე­ბი, მაგ­რამ მე­ო­რე დღეს არ მახ­სოვს რაზე ვყვი­რო­დი.

-ტე­ლე­ფო­ნი არ და­გიმ­ტვრე­ვია გაბ­რა­ზე­ბულ გულ­ზე?

-არა­სო­დეს. ჩემი ტე­ლე­ფო­ნი ვი­ღა­ცის გამო რა­ტომ უნდა და­ვამ­ტვრიო?! მე ისე მიყ­ვარს ჩემი ნივ­თე­ბი, არას­დროს არ ვამ­ტვრევ.

თიკო:

-მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნია, თა­ვის შე­კა­ვე­ბა შე­უძ­ლია, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი არ მი­ნა­ხავს. არ არ­სე­ბობს იყ­ვი­როს. მე უფრო ემო­ცი­უ­რი ვარ. ძა­ლი­ან რთუ­ლია ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა, მაგ­რამ გაბ­რა­ზე­ბულ გულ­ზე და­მიმ­ტვრე­ვია კი­დეც.

-რა გი­სახ­სოვ­რა ბო­ლოს და­ბა­დე­ბის დღე­ზე? შენ რა უსახ­სოვ­რე?

ნიკა:

-ჩემი წიგ­ნი ვა­ჩუ­ქე -"მო­ხუ­ცი ჯამ­ბა­ზე­ბი", თი­კომ სუ­ნა­მო მა­ჩუ­ქა ერთხელ, მაგ­რამ და­ბა­დე­ბის დღე იყო თუ არა, აღარ მახ­სოვს. სა­ერ­თოდ თი­კოს ძა­ლი­ან უყ­ვარს სი­ურპრი­ზე­ბი. იმ­დე­ნი სი­ურპრი­ზი გა­მი­კე­თა. ერთხელ სტრიპ­ტი­ზკ­ლუბ­შიც კი წა­მიყ­ვა­ნა თვა­ლახ­ვე­უ­ლი ტიტ­ველ ქა­ლებ­ში (იცი­ნის). რომ შე­ვე­დით შიგ­ნით, თო­ნე­ში მე­გო­ნა თავი, თა­ვი­დან ქა­ლის მკერდს რომ მოვ­კი­დე ხელი, მე­გო­ნა, ცო­მის გუნ­და­ში ჩავ­ყა­ვი ხელი, მერე კარ­გად რომ მოვ­სინ­ჯე, მივ­ხვდი რაც იყო. ოღონდ ვფი­ცავ ყვე­ლა­ფერს, მარ­თლა არ ვი­ცო­დი სად მივ­დი­ო­დით.

თიკო:

-არ მახ­სოვს. წელს და­ბა­დე­ბის დღე­ზე არა­ვის არა­ფე­რი არ უჩუ­ქე­ბია, ალი­ნა არ­ვე­ლა­ძემ მა­ჩუ­ქა მარ­ტო ტორ­ტი. არ გა­და­მიხ­დია, გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვი. მეც არ ვი­ყა­ვი მის და­ბა­დე­ბის დღე­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, არა­ფე­რი მი­ჩუ­ქე­ბია.

-რო­გო­რია მთვრა­ლი? შენ?

ნიკა:

-თიკო არ სვამს. აკონ­ტრო­ლებს თავს. მგო­ნი, ძილი ურ­ჩევ­ნია, აბუნ­ტე­ბუ­ლი თიკო არ მახ­სოვს. ჩემ­ნა­ი­რი კარ­გი მთვრა­ლი ერთი-ორი კაცი თუ და­დის თბი­ლის­ში. ყვე­ლას ვე­ფე­რე­ბი, ვე­სიყ­ვა­რუ­ლე­ბი.

თიკო:

-ქარ­თვე­ლი მო­ქე­ი­ფე ბი­ჭია. გემ­რი­ე­ლი სიმ­თვრა­ლე აქვს. მახ­სოვს, ბა­თუმ­ში თაფ­ლის ჭაჭა ჰქონ­და, ვი­ღა­ცამ ჩა­მო­უ­ტა­ნა და სვამ­და ხოლ­მე. მთვრა­ლი ნიკა ფხი­ზე­ლის­გან დი­დად არ გან­სხვავ­დე­ბა. მე გა­აჩ­ნია, რა დოზა მაქვს მი­ღე­ბუ­ლი. თუ ბევ­რი დავ­ლიე, შე­იძ­ლე­ბა და­ვი­ძი­ნო იქვე ან ძა­ლი­ან ვიხ­მა­უ­რო.

-ად­ვი­ლად სწყინს? შენ?

ნიკა:

-თი­კოს წყო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა ძა­ლი­ან ძნე­ლია. არა­სო­დეს არ გა­ბუ­ტუ­ლა ჩემ­თან. ისე­თი დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მი გვაქვს, სად გვცა­ლია ბუ­ტია-შე­რი­გე­ბის­თვის?! მე უყუ­რა­დღე­ბო­ბას ვერ ვი­ტან. თუ მიყ­ვარ­ხარ, ე.ი. მინ­და ხში­რად გნა­ხო. თუ ვერ გნა­ხუ­ლობ, და­გი­რე­კავ და მო­გი­კი­თხავ. იმა­ვეს ვი­თხოვ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, ვინც მე მიყ­ვარს. თუ ვერ ვი­ღებ, მწყინს.

თიკო:

-კი. ბუ­ტი­აა, ოღონდ დიდ­ხანს არ მიჰ­ყვე­ბა წყე­ნა. ამას წი­ნათ რამ­დე­ნი­მე კვი­რა ვერ ვნა­ხეთ ერ­თმა­ნე­თი და ცოტა ნა­წყე­ნი იყო. მე არ მწყინს ად­ვი­ლად, ვერც ვი­მახ­სოვ­რებ ხოლ­მე დიდ­ხანს, რამე თუ მე­წყი­ნა, თან გულ­ში წყე­ნას არ და­ვი­ტო­ვებ. ვი­ტყვი ხმა­მაღ­ლა და გა­მოთ­ქმით.

-რო­მე­ლი თქვენ­გა­ნი თმობს ხოლ­მე?

ნიკა:

-მე უკომ­პრო­მი­სო ვარ. თუ მი­მაჩ­ნია, რომ მარ­თა­ლი ვარ, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ დავ­თმობ. თუ მო­და­ზე ვლა­პა­რა­კობთ, რა თქმა უნდა, თი­კოს ვერ შე­ვე­კა­მა­თე­ბი.

თიკო:

-თუ ვიცი, რომ მე უფრო კომ­პე­ტენ­ტუ­რი ვარ ამა თუ იმ სა­კი­თხში, რქე­ბით ვაწ­ვე­ბი ხოლ­მე. ისიც არ თმობს ად­ვი­ლად.

-ბო­ლოს რაზე იკა­მა­თეთ?

ნიკა:

-ახალ წელს იმ ბიჭს რომ აკო­ცა, იმა­ზე. პირ­და­პირ და ძა­ლი­ან ცუ­დად ვუ­თხა­რი, არ მო­მე­წო­ნა, ეს არ უნდა გექ­ნა-მეთ­ქი. ჩვენს დი­ა­ლოგს კახა მი­ქი­აშ­ვი­ლი და­ეს­წრო და მი­თხრა, ასე­თი რა­დი­კა­ლუ­რო­ბაც არ შე­იძ­ლე­ბო­დაო. მე მივ­ხვდი, რომ თი­კოს ეწყი­ნა, შე­ე­ტყო. უხე­შად ვუ­თხა­რი, მაგ­რამ რა მექ­ნა, უნდა მეთ­ქვა, რა იყო ეს?! ნა­მე­ტა­ნი არა­ფე­რი არ მომ­წონს. მგო­ნი, მე ერ­თა­დერ­თი ვი­ყა­ვი, ვინც ეს პირ­ში მი­ვა­ხა­ლე.

თიკო:

-რა­დი­ო­ში მი­მიყ­ვა­ნა დი­ლის 7 სა­ათ­ზე 3 სი­ტყვის სათ­ქმე­ლად და ამა­ზე (იღი­მის). დი­ლი­დან ვემ­ზა­დე­ბო­დი და გა­მარ­ჯო­ბა და მო­კი­თხვით შე­მო­ი­ფარ­გლა ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი. ამის­თვის მო­მიყ­ვა­ნე, არ გა­პა­ტი­ებ-მეთ­ქი, ვუ­თხა­რი.

-რო­გო­რი ნე­ბის­ყო­ფა აქვს?

ნიკა:

-აქვს. დე­ტა­ლე­ბის მო­ყო­ლა არ მინ­და, მაგ­რამ თი­კოს შე­ეძ­ლო, ხელი წას­ცდე­ნო­და რა­ღა­ცებ­ზე, მაგ­რამ თავი შე­ი­კა­ვა. ეს მოხ­და ბა­თუმ­ში, ჩვენ ერ­თად ვის­ვე­ნებ­დით. ამის შემ­დეგ კი­დევ უფრო და­ვა­ფა­სე.

-რაზე უნდა წას­ცდე­ნო­და ხელი?

-არა, ამას ვერ გე­ტყვით... მეც მაქვს ნე­ბის­ყო­ფა. ნე­ბის­ყო­ფა მარ­ტო დი­ე­ტით არ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, თუმ­ცა ესეც არ მი­ჭირს.

თიკო:

-არ აქვს. გოგო რომ მო­ე­წო­ნე­ბა შე­უძ­ლია, პირ­და­პირ უთხრას. უყ­ვარს კარ­გი ჭამა-სმა. მეც არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი დი­დად ნე­ბის­ყო­ფით.

-რას უკონ­ტრო­ლებთ ერ­თმა­ნეთს?

ნიკა:

-სულ მე­უბ­ნე­ბა გახ­დიო. ჩემს მე­გობ­რებს ძა­ლი­ან აწუ­ხებთ ჩემი წო­ნის პრობ­ლე­მა. სა­ლო­მე არ­შბა ყო­ველ სა­ღა­მოს მი­რე­კავ­და და მე­კი­თხე­ბო­და, რა ქენი, ჭამე დღე­სო. ბუ­ფეტ­ში თუ და­მი­ნა­ხავ­და, სულ მე­ჩხუ­ბე­ბო­და. მეც მინ­და, გამ­ხდა­რი ვიყო, მაგ­რამ...

-შენ არ უკონ­ტრო­ლებ თი­კოს თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს?

-არა. ერთხელ ვთქვი, ქა­ლი­სა და კა­ცის მე­გობ­რო­ბა ცე­ცხლი­სა და ნავ­თის მე­ზობ­ლო­ბაა. როცა ცე­ცხლი და ნავ­თი გა­დაკ­ვეთს ერ­თმა­ნეთს, იქ აუ­ცი­ლებ­ლად ცე­ცხლი გაჩ­ნდე­ბა-მეთ­ქი. არის რა­ღა­ცე­ბი, რა­ზეც კაც­მა და ქალ­მა არ უნდა ილა­პა­რა­კონ. კაცი რომ იტყვის ქალ­ზე -ჩემი და­ქა­ლი­კო, გული მე­რე­ვა ამა­ზე. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ქალი კა­ცის და­ქა­ლი იყოს?! გო­გო­ნე­ბი ჩემ­თვის ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან.

თიკო:

-არა­ფერს, სრულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვაძ­ლევთ ერ­თმა­ნეთს.

-რო­გორ გგო­ნია, რამ­დე­ნად და­ემ­თხვე­ვა თქვე­ნი პა­სუ­ხე­ბი ერ­თმა­ნეთს?

ნიკა:

-არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა და­ემ­თხვეს.

თიკო:

-არ ვიცი, ინ­ტე­რე­სით ველი.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ნიკა წულუკიძემ თიკო სადუნიშვილს პირდაპირ ეთერში "ზასაობა" არ მოუწონა

ნიკა წულუკიძემ თიკო სადუნიშვილს პირდაპირ ეთერში "ზასაობა" არ მოუწონა

ნიკა წულუკიძისა და თიკო სადუნიშვილის მეგობრობა დიდი ხნის წინ დაიწყო. გაცნობის დრო და ადგილი არც ერთს არ ახსოვს, მაგრამ ძალიან ბევრი საინტერესო დღე აქვთ ერთად გატარებული. ერთმანეთის არც კრიტიკას ერიდებიან და არც ქება-დიდებას.

როგორც იცით, მეგობრებთან ინტერვიუები ცალ-ცალკე ჩავწერეთ იმის გასარკვევად, დაემთხვეოდა თუ არა მათი პასუხები ერთმანეთს. უნდა ითქვას, რომ ნიკა ზედმეტად ცნობისმოყვარე გამოდგა, სანამ თიკოს ინტერვიუს ვწერდით, ორჯერ შემოაღო ოთახის კარი. რამდენჯერმე ითხოვა კიდეც, დავესწრები ინტერვიუსო, მაგრამ მტკიცე უარი რომ მიიღო, ბედს შეეგუა და მოთმინებით დაელოდა განაჩენს.

-სად გაიცანით ერთმანეთი?

ნიკა:

-საერთო სამეგობრო წრე გვყავს და დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. ზუსტად გაცნობის დღე ნამდვილად არ მახსოვს.

თიკო:

-ასე კონკრეტულად არ მახსოვს. ერთმანეთს საერთო მეგობრების წყალობით ვხვდებოდით. განსაკუთრებით ბოლო 2 წელია ვმეგობრობთ. ბათუმში საკმაოდ დიდი პერიოდი გადავაგორეთ ერთად, მე "თბილისი ლაივის" გადაღებები მქონდა, ნიკაც იქ იყო, ისვენებდა სერიალისგან, იგავებისგან. საღამოობით ლიტერატურულ კაფეში ვხვდებოდით ერთმანეთს. ვიღაცები მიდი-მოდიოდნენ, მე და ნიკა სულ იქ ვიყავით (იცინის).

-რა მოგწონს და რა არა მასში? როგორ გგონია, ის რას ფიქრობს ამ მხრივ შენზე?

ნიკა:

-ისეთი ერთგულია, როგორც ცოტა ადამიანი, ყველანაირად მხარში ამოგიდგება. ცოტა ადამიანი უყვარს გულში. ვგრძნობ, რომ იმ ცოტაში მეც ვარ. ხალისიანია, ორიგინალური. ვერ ვიტან ერთნაირ ადამიანებს, თიკოს ინდივიდუალიზმი აქვს, ვიღაცას მოსწონს ეს, ვიღაცას -არა. ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანია. რა არ მომწონს? ხანდახან ისე მოგახლის რაღაცას, გულს გაგიხეთქავს. ამაზე სულ ვსაყვედურობ. ეს პირდაპირობა ზოგჯერ კარგია, ზოგჯერ ცუდი. თუ გინდა, საზოგადოების კეთილგანწყობა დაიმსახურო, მაინც ჯობია, ზომიერება შეინარჩუნო ამ მხრივ... ჩემ შესახებ აზრი ალბათ ჯობია, მას ჰკითხო, მე ამაზე ლაპარაკი გამიჭირდება.

თიკო:

-ყველაზე მეტად ნიკას იუმორი მომწონს. საქართველოში ადამიანებში იუმორის ნაკლებობაა. ნიკას იუმორს ინტელექტუალურ იუმორს ვუწოდებ და ძალიან მომწონს. არ არსებობს, მასთან საღამო გაატარო და სიცილისგან ცუდად არ გახდე. ვაფასებ იმას, რომ ერთგულია, საინტერესო თემებზე შემიძლია მასთან საუბარი. ძალიან ცოტაა ის, რაც არ მომწონს მის ხასიათში. მე მისი ნაკლი ნამდვილად არ მაწუხებს. ნიკა ჩემთვის ძალიან კომპეტენტურია, როგორც გადაცემისთვის, ისე პირადი ცხოვრებისთვის. მისგან ყოველთვის კონსტრუქციული კრიტიკა მოდის. თუ არ მოსწონს, მიხსნის რატომ არ მოსწონს და პირიქით, თუ მოსწონს, ამასაც მისაბუთებს. არ მოსწონს ჩემი ბევრი საქციელი, მაგალითად, საახალწლო კოცნა არ მოეწონა. მოეწონა ჩემი ბოლო გადაცემა, ვინაიდან შედარებით შემეცნებითი გამოვიდა.

-რამდენი წლის არის? შენ?

ნიკა:

-ჩემზე ერთი წლით უფროსია, თუ არ ვცდები. მე 24 წლის ვარ.

თიკო:

-24-ის. მე 26_ის.

-რა უნდა გაითვალის­წ­ინო აუცილებლად მასთან ურ­­თიერთობისას? შენთან ურ­­თი­ე­რ­თობისას რა არის გასათვალისწინებელი?

ნიკა:

-ეს სწორედ ის ადამიანია, რომელთანაც არაფრის გათვალისწინება არ გჭირდება და ამიტომაც მიადვილდება მასთან ურთიერთობა. ჩემთან ურთიერთობისას გასათვალისწინებელია: ზრდილობა, ინტელექტი, ოჯახიშვილობა. ვერ ვიტან მოღალატე და მატყუარა ადამიანებს. თუ შევატყვე ადამიანს, რომ ტყუილი უყვარს, ის ჩემთვის აღარ არსებობს.

თიკო:

-არ უყვარს შტერი ადამიანები. მე რომ ვიყო სულელი ქერათმიანი გოგო, არ მომინდებოდა მასთან ურთიერთობა. ასეთ ადამიანებს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს. ერთხელ მახსოვს ჩემი მსუქანი მეგობარი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. "ელასტიკი" ეცვა და შორიდან უყვიროდა, -ვაიმე, შვილო, გამშვენებს ეგ "ელასტიკიო". ძალიან პირდაპირია და ბევრს ეს პირდაპირობა აღიზიანებს. მე ვაფასებ პირდაპირობას, იმიტომ, რომ ქართველებს სჩვევიათ ზურგს უკან ლაპარაკი და პირფერობა... ჩემთან ურთიერთობაში სილაღე და სისუფთავეა აუცილებელი. ვითომ მეგობრებსა და პირფერობას ვერ ვიტან. ნიკა ძალიან ალალია, თამაში არ შეუძლია. "მაფიოზობანას" რომ ვთამაშობდით, მაფიოზი იყო და პირველივე ჯერზე "დაიწვა".

-რა აღიზიანებს საწინააღმდეგო სქესში? შენ?

ნიკა:

-თიკოს იმდენად უყვარს საწინააღმდეგო სქესი, რომ არაფერი აღარ აღიზიანებს (იცინის). მე მგონია, რომ გააღიზიანებს თასმა, რომელიც წინდაში ექნება ჩატანებული მამაკაცს. მე ვულგარულობა მაღიზიანებს. ქალმა თავისი ინტიმურობითა და მოკრძალებულობით უნდა მოგხიბლოს. მუხლი რომ გამოუჩნდება ქალს, ის ქალი უფრო მესექსუალურება და მინდება, ვიდრე სულ ტიტველი. ვერ ვიტან, ქალი ბევრს რომ ლაპარაკობს, ყველაფერზე კომპეტენტური აზრი რომ აქვს. მე რომ მითხრა ახლა, ჩინეთის კედლის ინსტრუქციაზე მესაუბრეო, აუცილებლად გავჩუმდები. ყველა არ გაჩუმდება, მოჰყვება ათას სისულელეს. ასეთ ქალებს ვერ ვიტან.

თიკო:

-ვულგარულობა. ქალში ქალურობა მოსწონს, თანამედროვეობისა და ტრადიციულობის სინთეზი. მე ყველა ადამიანის მიმართ სხვადასხვა მოთხოვნა მაქვს. მეგობართან სხვა, საყვარელ ადამიანთან სხვა. ყველასგან ერთსა და იმავეს არ მოვითხოვ.

-როგორია, როცა უყვარს? შენ?

ნიკა:

-ნეტავ მაგას უყვარდეს ვინმე (იღიმის). მე არ შევსწრებივარ მისი შეყვარებულობის პერიოდს. არ მინახავს შეყვარებული. მე სულ შეყვარებული ვარ. ღმერთმა არ ქნას, გათენდეს დღე და არ ვიყო შეყვარებული. როცა მიყვარს, კეთილშობილი ვარ, ანუ მუდმივად კეთილშობილი ვარ.

თიკო:

-მე მხოლოდ ნიკას ერთი პატარა რომანის მომსწრე გავხდი. თვალებზეც ეტყობა, საქციელზეც. ეს სერიალსა და მის იგავებს არ ეტყობა, მაგრამ აშკარად დაბნეულია ამ დროს. მე როცა მიყვარს დავფრინავ, 10 სანტიმეტრით დაშორებული ვარ მიწიდან.

-ახლა რა მდგომარეობაში ხარ?

-მიწაზე მყარად ვდგავარ (იღიმის), შეყვარებული არ ვარ.

-როგორ გამოხატავს გაბრაზებას? შენ?

ნიკა:

-არ მინახავს გაბრაზებული. რამდენადაც მიმწოლი ჩანს, იმდენად გულჩათხრობილი და სევდიანია. თიკოს ასეთი სახე ბევრს არ წარმოუდგენია, მაგრამ დამიჯერეთ, ასეთი თიკო სადუნიშვილი კიდევ უფრო საყვარელია. ჩემი გაბრაზება მტრის კარს! გადავირევი, გავგიჟდები, მაგრამ მეორე დღეს არ მახსოვს რაზე ვყვიროდი.

-ტელეფონი არ დაგიმტვრევია გაბრაზებულ გულზე?

-არასოდეს. ჩემი ტელეფონი ვიღაცის გამო რატომ უნდა დავამტვრიო?! მე ისე მიყვარს ჩემი ნივთები, არასდროს არ ვამტვრევ.

თიკო:

-მიუხედავად იმისა, რომ ემოციური ადამიანია, თავის შეკავება შეუძლია, გაბრაზებული არ მინახავს. არ არსებობს იყვიროს. მე უფრო ემოციური ვარ. ძალიან რთულია ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა, მაგრამ გაბრაზებულ გულზე დამიმტვრევია კიდეც.

-რა გისახსოვრა ბოლოს დაბადების დღეზე? შენ რა უსახსოვრე?

ნიკა:

-ჩემი წიგნი ვაჩუქე -"მოხუცი ჯამბაზები", თიკომ სუნამო მაჩუქა ერთხელ, მაგრამ დაბადების დღე იყო თუ არა, აღარ მახსოვს. საერთოდ თიკოს ძალიან უყვარს სიურპრიზები. იმდენი სიურპრიზი გამიკეთა. ერთხელ სტრიპტიზკლუბშიც კი წამიყვანა თვალახვეული ტიტველ ქალებში (იცინის). რომ შევედით შიგნით, თონეში მეგონა თავი, თავიდან ქალის მკერდს რომ მოვკიდე ხელი, მეგონა, ცომის გუნდაში ჩავყავი ხელი, მერე კარგად რომ მოვსინჯე, მივხვდი რაც იყო. ოღონდ ვფიცავ ყველაფერს, მართლა არ ვიცოდი სად მივდიოდით.

თიკო:

-არ მახსოვს. წელს დაბადების დღეზე არავის არაფერი არ უჩუქებია, ალინა არველაძემ მაჩუქა მარტო ტორტი. არ გადამიხდია, გადაღებაზე ვიყავი. მეც არ ვიყავი მის დაბადების დღეზე, შესაბამისად, არაფერი მიჩუქებია.

-როგორია მთვრალი? შენ?

ნიკა:

-თიკო არ სვამს. აკონტროლებს თავს. მგონი, ძილი ურჩევნია, აბუნტებული თიკო არ მახსოვს. ჩემნაირი კარგი მთვრალი ერთი-ორი კაცი თუ დადის თბილისში. ყველას ვეფერები, ვესიყვარულები.

თიკო:

-ქართველი მოქეიფე ბიჭია. გემრიელი სიმთვრალე აქვს. მახსოვს, ბათუმში თაფლის ჭაჭა ჰქონდა, ვიღაცამ ჩამოუტანა და სვამდა ხოლმე. მთვრალი ნიკა ფხიზელისგან დიდად არ განსხვავდება. მე გააჩნია, რა დოზა მაქვს მიღებული. თუ ბევრი დავლიე, შეიძლება დავიძინო იქვე ან ძალიან ვიხმაურო.

-ადვილად სწყინს? შენ?

ნიკა:

-თიკოს წყობიდან გამოყვანა ძალიან ძნელია. არასოდეს არ გაბუტულა ჩემთან. ისეთი დატვირთული რეჟიმი გვაქვს, სად გვცალია ბუტია-შერიგებისთვის?! მე უყურადღებობას ვერ ვიტან. თუ მიყვარხარ, ე.ი. მინდა ხშირად გნახო. თუ ვერ გნახულობ, დაგირეკავ და მოგიკითხავ. იმავეს ვითხოვ იმ ადამიანებისგან, ვინც მე მიყვარს. თუ ვერ ვიღებ, მწყინს.

თიკო:

-კი. ბუტიაა, ოღონდ დიდხანს არ მიჰყვება წყენა. ამას წინათ რამდენიმე კვირა ვერ ვნახეთ ერთმანეთი და ცოტა ნაწყენი იყო. მე არ მწყინს ადვილად, ვერც ვიმახსოვრებ ხოლმე დიდხანს, რამე თუ მეწყინა, თან გულში წყენას არ დავიტოვებ. ვიტყვი ხმამაღლა და გამოთქმით.

-რომელი თქვენგანი თმობს ხოლმე?

ნიკა:

-მე უკომპრომისო ვარ. თუ მიმაჩნია, რომ მართალი ვარ, არავითარ შემთხვევაში არ დავთმობ. თუ მოდაზე ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, თიკოს ვერ შევეკამათები.

თიკო:

-თუ ვიცი, რომ მე უფრო კომპეტენტური ვარ ამა თუ იმ საკითხში, რქებით ვაწვები ხოლმე. ისიც არ თმობს ადვილად.

-ბოლოს რაზე იკამათეთ?

ნიკა:

-ახალ წელს იმ ბიჭს რომ აკოცა, იმაზე. პირდაპირ და ძალიან ცუდად ვუთხარი, არ მომეწონა, ეს არ უნდა გექნა-მეთქი. ჩვენს დიალოგს კახა მიქიაშვილი დაესწრო და მითხრა, ასეთი რადიკალურობაც არ შეიძლებოდაო. მე მივხვდი, რომ თიკოს ეწყინა, შეეტყო. უხეშად ვუთხარი, მაგრამ რა მექნა, უნდა მეთქვა, რა იყო ეს?! ნამეტანი არაფერი არ მომწონს. მგონი, მე ერთადერთი ვიყავი, ვინც ეს პირში მივახალე.

თიკო:

-რადიოში მიმიყვანა დილის 7 საათზე 3 სიტყვის სათქმელად და ამაზე (იღიმის). დილიდან ვემზადებოდი და გამარჯობა და მოკითხვით შემოიფარგლა ჩვენი საუბარი. ამისთვის მომიყვანე, არ გაპატიებ-მეთქი, ვუთხარი.

-როგორი ნებისყოფა აქვს?

ნიკა:

-აქვს. დეტალების მოყოლა არ მინდა, მაგრამ თიკოს შეეძლო, ხელი წასცდენოდა რაღაცებზე, მაგრამ თავი შეიკავა. ეს მოხდა ბათუმში, ჩვენ ერთად ვისვენებდით. ამის შემდეგ კიდევ უფრო დავაფასე.

-რაზე უნდა წასცდენოდა ხელი?

-არა, ამას ვერ გეტყვით... მეც მაქვს ნებისყოფა. ნებისყოფა მარტო დიეტით არ განისაზღვრება, თუმცა ესეც არ მიჭირს.

თიკო:

-არ აქვს. გოგო რომ მოეწონება შეუძლია, პირდაპირ უთხრას. უყვარს კარგი ჭამა-სმა. მეც არ გამოვირჩევი დიდად ნებისყოფით.

-რას უკონტროლებთ ერთმანეთს?

ნიკა:

-სულ მეუბნება გახდიო. ჩემს მეგობრებს ძალიან აწუხებთ ჩემი წონის პრობლემა. სალომე არშბა ყოველ საღამოს მირეკავდა და მეკითხებოდა, რა ქენი, ჭამე დღესო. ბუფეტში თუ დამინახავდა, სულ მეჩხუბებოდა. მეც მინდა, გამხდარი ვიყო, მაგრამ...

-შენ არ უკონტროლებ თიკოს თაყვანისმცემლებს?

-არა. ერთხელ ვთქვი, ქალისა და კაცის მეგობრობა ცეცხლისა და ნავთის მეზობლობაა. როცა ცეცხლი და ნავთი გადაკვეთს ერთმანეთს, იქ აუცილებლად ცეცხლი გაჩნდება-მეთქი. არის რაღაცები, რაზეც კაცმა და ქალმა არ უნდა ილაპარაკონ. კაცი რომ იტყვის ქალზე -ჩემი დაქალიკო, გული მერევა ამაზე. როგორ შეიძლება, ქალი კაცის დაქალი იყოს?! გოგონები ჩემთვის ახლობელი ადამიანები არიან.

თიკო:

-არაფერს, სრულ თავისუფლებას ვაძლევთ ერთმანეთს.

-როგორ გგონია, რამდენად დაემთხვევა თქვენი პასუხები ერთმანეთს?

ნიკა:

-არ ვიცი, შეიძლება დაემთხვეს.

თიკო:

-არ ვიცი, ინტერესით ველი.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები