"ქართული ოცნების" წარმომადგენელი, მამუკა მდინარაძე აშშ-ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:
"პირველი ექვსი წინადადება, მოსმენილი მეთიუ მილერის განცხადებაზე სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით:
1. ტრამპის ინაუგურაციამდე ასწრებენ.
2. აქციას მუხტი მოაკლდა და ეხმარებიან.
3. რა შეგვიჩერეს, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა თუ პირდაპირი ფრენები?
4. ახლა ჩვენ არ დავეთანხმოთ აღდგენაზე უვიზო მიმოსვლის, თავისუფალი ვაჭრობის და პირდაპირი ფრენების გარეშე.
5. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს.
6. მართლა რამხელა ამბები ყოფილა დაგეგმილი დეკემბერში.რა ნაცების ტოპტვინები…" - წერს მამუკა მდინარაძე.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, მეთიუ მილერმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება.