პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფიტული მიიტანეს და ცეცხლი წაუკიდეს.
ბიძინა ივანიშვილის ფიტულის დაწვას აქციაზე მყოფი სხვა მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ.
ამასთან, ამ წუთებში, აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის წინ აღმართულ ჯებირზე პროტესტის ნიშნად ხელებს აბრახუნებენ.