მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს - რა წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში
აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს - რა წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში

აშშ აჩე­რებს სა­ქარ­თვე­ლოს­თან სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბას, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, შე­ა­ჩე­როს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სი, ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ასა­ხულ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის მი­ცე­მულ და­პი­რე­ბას ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში სრუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის მუ­შა­ო­ბა­ზე.

  • სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბით "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ უარ­ყო ევ­რო­პას­თან უფრო ახლო კავ­ში­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და სა­ქარ­თვე­ლო კრემ­ლის­თვის მო­წყვლა­დი გა­ხა­და. ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უდი­დე­სი უმ­რავ­ლე­სო­ბა მხარს უჭერს ევ­რო­პა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას.

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი გმობს პო­ლი­ცი­ის მიერ ქარ­თვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას, რომ­ლე­ბიც შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბას იყე­ნე­ბენ, მათ შო­რის მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტის თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ყვე­ლა მხა­რეს მო­ვუ­წო­დებთ, რომ პრო­ტეს­ტი მშვი­დო­ბი­ა­ნი დარ­ჩეს.

  • "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სხვა­დას­ხვა ანტი-დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა ქმე­დე­ბებ­მა და­არ­ღვია ჩვე­ნი აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის ძი­რი­თა­დი საყ­რდე­ნე­ბი, რაც ეყ­რდნო­ბო­და სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის და ანტი-კო­რუფ­ცი­უ­ლი ძა­ლის­ხმე­ვე­ბი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბას. შე­დე­გად, შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა ეს მე­ქა­ნიზ­მი შე­ა­ჩე­რა.

"ჩვენ ვი­მე­ო­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სად­მი მო­წო­დე­ბას, და­უბ­რუნ­დეს თა­ვის ევრო-ატ­ლან­ტი­კურ გზას, გამჭვირ­ვა­ლედ გა­მო­ი­ძი­ოს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ყვე­ლა დარ­ღვე­ვა და გა­იწ­ვი­ოს ანტი-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კა­ნო­ნე­ბი, რომ­ლე­ბის ზღუ­და­ვენ შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბებს," - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ 29 ნო­ემ­ბრის ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო აჩე­რებს ევ­რო­კავ­შირ­თან გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნას 2028 წლამ­დე, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პრო­ტეს­ტის მი­ზე­ზი გახ­და. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი ქვეყ­ნის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში ერ­თდრო­უ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს, პა­რა­ლე­ლუ­რად, თა­ნამ­დე­ბო­ბებს ტო­ვე­ბენ სხვა­დას­ხვა უწყე­ბის სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი და ასე­ვე მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, მათ შო­რის, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ით წარ­გზავ­ნი­ლი ელ­ჩე­ბი.

ბოლო სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან­მა ელჩმა ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­ში, და­ვით სო­ლო­მო­ნი­ამ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან­მა ელჩმა ლი­ე­ტუ­ვა­ში სა­ლო­მე შა­ფა­ქი­ძემ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან­მა ელჩმა ბულ­გა­რეთ­ში ოთარ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა, ასე­ვე სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ასზე მეტ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს - რა წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში

აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს - რა წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში

აშშ აჩერებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

"ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ეწინააღმდეგება კონსტიტუციაში ასახულ ქართველი ხალხისთვის მიცემულ დაპირებას ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციისთვის მუშაობაზე.

  • საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით "ქართულმა ოცნებამ“ უარყო ევროპასთან უფრო ახლო კავშირების შესაძლებლობა და საქართველო კრემლისთვის მოწყვლადი გახადა. ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპაში ინტეგრაციას.

შეერთებული შტატები გმობს პოლიციის მიერ ქართველების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენებას, რომლებიც შეკრებისა და გამოხატვის უფლებას იყენებენ, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლებას. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ პროტესტი მშვიდობიანი დარჩეს.

  • "ქართული ოცნების“ სხვადასხვა ანტი-დემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია ჩვენი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საყრდენები, რაც ეყრდნობოდა საერთო ღირებულებებსა და დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის და ანტი-კორუფციული ძალისხმევებისადმი ერთგულებას. შედეგად, შეერთებულმა შტატებმა ეს მექანიზმი შეაჩერა.

"ჩვენ ვიმეორებთ საქართველოს მთავრობისადმი მოწოდებას, დაუბრუნდეს თავის ევრო-ატლანტიკურ გზას, გამჭვირვალედ გამოიძიოს საპარლამენტო არჩევნების ყველა დარღვევა და გაიწვიოს ანტი-დემოკრატიული კანონები, რომლების ზღუდავენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს," - ნათქვამია განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 29 ნოემბრის ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას 2028 წლამდე, საზოგადოებაში ხელისუფლების გადაწყვეტილება პროტესტის მიზეზი გახდა. საპროტესტო აქციები ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობს, პარალელურად, თანამდებობებს ტოვებენ სხვადასხვა უწყების საჯარო მოხელეები და ასევე მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყანაში დიპლომატიური მისიით წარგზავნილი ელჩები.

ბოლო სამი დღის განმავლობაში დიპლომატიური თანამდებობა დატოვა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში, დავით სოლომონიამ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვაში სალომე შაფაქიძემ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბულგარეთში ოთარ ბერძენიშვილმა, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ასზე მეტმა თანამშრომელმა.