"მოამბის" ჟურნალისტმა ნოდარ ჩაჩუამ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" დატოვა. ინფორმაცია ჟურნალისტმა "მედიაჩეკერთან" დაადასტურა. მისი თქმით, ის ტელევიზიის თანამშრომელი ოფიციალურად 22 ნოემბრიდან აღარ არის.
"ბუნებრივია, "მოამბის“ ყველა თანამშრომელი ქვეყნის ევროპული კურსის ერთგულია, მე ასე მჯერა, ისევე როგორც მე“, - ამბობს ნოდარ ჩაჩუა.
ცნობისთვის, დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2” ორმა ჟურნალისტმა, მარიამ ჯანელიძემ და ბექა პატურაშვილმა დატოვა.
“ჩვენი შეხედულებების გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილება… ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე”, - განუცხადა მარიამ ჯანელიძემ „რადიო თავისუფლებას“.
წაიკითხეთ ასევე: