პარტნიორები:
    ავტორი:

    "შესაძლოა ამის დრო არაა, მაგრამ "აზიური ოსკარი" ავიღე... შენ გიძღვნი საქართველო" - ქართული კინოს წარმატება და ია სუხიტაშვილის ფოტოები დაჯილდოების ცერემონიიდან

    "შესაძლოა ამის დრო არაა, მაგრამ "აზიური ოსკარი" ავიღე... შენ გიძღვნი საქართველო" - ქართული კინოს წარმატება და ია სუხიტაშვილის ფოტოები დაჯილდოების ცერემონიიდან

    ქართულმა დრამატულმა ფილმმა „აპრილი“, რომლის რეჟისორიც დეა კულუმბეგაშვილია, აზიურ "ოსკარად" წოდებულ დაჯილდოებაზე APSA – ASIA PACIFIC SCREEN AWARS ორი მთავარი ჯილდო მოიპოვა: "საუკეთესო ფილმი" და "საუკეთესო შესრულება", სადაც მსახიობმა ია სუხიტაშვილმა გაიმარჯვა.

    კადრი ფილმიდან

    ფილმი ასახავს მეან-გინეკოლოგის რთულ ბრძოლას, რომელსაც ახალშობილის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ. „აპრილი“ თავდაპირველად ვენეციისა და ტორონტოს კინოფესტივალებზე წარსდგა. ვენეციაში მან სპეციალური ჟიურის პრიზი მოიპოვა, ხოლო სან სებასტიანის კინოფესტივალზე „Zabaltegi-Tabakalera“-ს კონკურსში გაიმარჯვა.

    • დაჯილდოების ცერემონიას ავსტრალიის ქალაქ გოლდ კოსტში, მსახიობი ია სუხიტაშვილი ესწრებოდა, სადაც მან პირადად ჩაიბარა ორივე ჯილდო.

    ასევე, APSA-ზე წარმატება მოიპოვა ტატო კოტეტიშვილმა, რომელმაც ფილმისთვის „წმინდა ელექტროენერგია“ „საუკეთესო რეჟისორის“ ჯილდო მიიღო.

    "შესაძლოა ამის დრო არაა, მაგრამ საუკეთესო შესრულებისთვის, საუკეთესო მსახიობის ჯილდო "აზიური ოსკარი" ავიღე - ფილმი "აპრილი". შენ გიძღვნი საქართველო“ - წერს ია სუხიტაშვილი და სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს.