"ვგმობთ სასტიკ ძალადობას, რომელიც დემონსტრანტების მიმართ განხორციელდა. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას" - "ბიბლუსის" განცახდება"

"ვგმობთ სასტიკ ძალადობას, რომელიც დემონსტრანტების მიმართ განხორციელდა. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას" - "ბიბლუსის" განცახდება"

"ბიბლუსი" ეხმაურება ქვეყანაში დაწყებულ პროტესტს, რაც მოჰყვა ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერებას, ასევე მშვიდობიანი მანიფესტაციების დარბევას.

"ვგმობთ სასტიკ ძალადობას, რომელიც დემონსტრანტების მიმართ განხორციელდა.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი გზა განათლებული, წიგნიერი და პასუხისმგებლობით სავსე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად.საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი. ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი შეუქცევადია. სიმბოლურად, კომპანია "ბიბლუსის" მაღაზიების შესასვლელთან, საქართველოს და ევროკავშირის დროშებს გამოვფენთ", - ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.

იხილეთ ასევე: