ავტორი:

არსებული ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულებს შორისაა ექიმი კახა ეცადაშვილი - "დაისაჯოს ყველა ის პირუტყვი, ვინც მასზე ხელი აწია"

არსებული ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულებს შორისაა ექიმი კახა ეცადაშვილი - "დაისაჯოს ყველა ის პირუტყვი, ვინც მასზე ხელი აწია"

ექიმ ზაზა თელიას ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულებს შორისაა მისი კოლეგა კახა ეცადაშვილი. თელია ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ პატიმრობიდან უწესიერესი და ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალი ექიმი ჩვენი კოლეგა კახა ეცადაშვილი, ასევე დაუყოვნებლივ დაისაჯოს უმკაცრესად ყველა ის პირუტყვი, ვინც მასზე ხელი აწია და ტრავმები მიაყენა. ყველა ზღვარი გადალახულია!!!!" - წერს თელია.

ცნობისთვის, ბოლო ორი აქციისას შსს-მ 107 მომიტინგე დააკავა. ისინი იზოლატორებში არიან გადაყვანილი. უფლებადამცველები აცხადებენ, ყველა დაკავებული ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს.

ექიმის დაკავებაზე დღეს უფლებადამცველი ლაშა ცუცქირიძე საუბრობდა.

"დაკავებულებს შორისაა ექიმიც, რომელიც ჰიმნის სიმღერის დროს აიყვანეს. ძალიან ნერვიულობს, საოპერაციო პაციენტები ჰყავს მისაღები“, - აცხადებდა ცუცქირიძე.

წაიკითხეთ ასევე: