მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იუსტიციის სახლის 500-ზე მეტი თანამშრომლის პროტესტი - რა წერია ერთობლივ განცხადებაში
იუსტიციის სახლის 500-ზე მეტი თანამშრომლის პროტესტი - რა წერია ერთობლივ განცხადებაში

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც ემიჯ­ნე­ბი­ან.

  • შე­სა­ბა­მის გან­ცხა­დე­ბას ხელს 500-ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი აწერს. ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი აქვთ შე­ტა­ნი­ლი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში და შე­სა­ბა­მი­სად, ამ პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბა მათ­თვის "მე­ტად მტკივ­ნე­უ­ლია".

"სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის - იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ვა­ცხა­დებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა სცდე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბის სა­კითხს.

იგი ცალ­სა­ხად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­ცხა­დე­ბულ მი­ზანს.

იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი გვაქვს შე­ტა­ნი­ლი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ამ პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბა ჩვენ­თვის მე­ტად მტკივ­ნე­უ­ლია.

გვჯე­რა, რომ სწო­რედ ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­აა ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის გან­მტკი­ცე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ნა­თე­ლი მო­მა­ვა­ლი! ვემ­სა­ხუ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს და უპი­რო­ბოდ ვი­ცავთ მის კონ­სტი­ტუ­ცი­ას!" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს და გა­ე­მიჯ­ნონ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბას. მათ შო­რის არის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. ასე­ვე მო­სა­მარ­თლე­ე­ბიც ნა­წი­ლი ემიჯ­ნე­ბა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის პო­ზი­ცი­ას.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

იუსტიციის სახლის 500-ზე მეტი თანამშრომლის პროტესტი - რა წერია ერთობლივ განცხადებაში

იუსტიციის სახლის 500-ზე მეტი თანამშრომლის პროტესტი - რა წერია ერთობლივ განცხადებაში

"ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას საქართველოს იუსტიციის სახლის თანამშრომლებიც ემიჯნებიან.

  • შესაბამის განცხადებას ხელს 500-ზე მეტი თანამშრომელი აწერს. ისინი აცხადებენ, რომ იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში და შესაბამისად, ამ პროცესის შეჩერება მათთვის "მეტად მტკივნეულია".

"საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის თანამშრომლები ვაცხადებთ, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება სცდება პოლიტიკური გემოვნების საკითხს.

იგი ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გაცხადებულ მიზანს.

იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მნიშვნელოვანი წვლილი გვაქვს შეტანილი ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში. შესაბამისად, ამ პროცესის შეჩერება ჩვენთვის მეტად მტკივნეულია.

გვჯერა, რომ სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცების ერთადერთი გზა, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი! ვემსახურებით საქართველოს და უპირობოდ ვიცავთ მის კონსტიტუციას!" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ რამდენიმე სახელმწიფო უწყების თანამშრომლებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და გაემიჯნონ "ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას. მათ შორის არის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და განათლების სამინისტროს თანამშრომლები. ასევე მოსამართლეებიც ნაწილი ემიჯნება მმართველი პარტიის პოზიციას.

წაიკითხეთ ასევე: