სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაკავებულებს შორისაა ექიმიც... ნერვიულობს, საოპერაციო პაციენტები ჰყავს მისაღები" - გადავსებული იზოლატორები თბილისში: რას ჰყვებიან ადვოკატები
"დაკავებულებს შორისაა ექიმიც... ნერვიულობს, საოპერაციო პაციენტები ჰყავს მისაღები" - გადავსებული იზოლატორები თბილისში: რას ჰყვებიან ადვოკატები

ად­ვო­კა­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბულ ად­ვო­კატ­ზე, ბექა ბა­სი­ლა­ი­ა­ზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და. ის ქა­ლა­ქის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­უბ­რობს. მათი უმე­ტე­სო­ბა იზო­ლა­ტო­რებ­ში ად­გი­ლის არ არ­სე­ბო­ბის გამო შე­სახ­ლე­ბის რიგ­ში სა­პო­ლი­ციო მან­ქა­ნებ­ში იმ­ყო­ფე­ბა. ად­ვო­კა­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი თვალ­ნათ­ლივ ეტყო­ბათ. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლებს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სა­ხი­სა და თა­ვის არე­ში აქვთ.

უფ­ლე­ბა­დამ­ცველ ლაშა ცუც­ქი­რი­ძის გან­მარ­ტე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი წუ­ხელ, 9 აპ­რი­ლის ქუ­ჩა­ზე იმ დროს და­ა­კა­ვეს, როცა ნა­თე­სა­ვის და­ბა­დე­ბის დღე­ზე მი­დი­ო­და.

"თეთ­რებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი და­ა­კა­ვეს, პარ­ლა­მენ­ტის უკან ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში მივ­დი­ო­დი, 9 აპ­რი­ლით ავე­დი, წრე აღარ მო­ვარ­ტყიო და და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რი­საა ექი­მიც, რო­მე­ლიც ჰიმ­ნის სიმ­ღე­რის დროს აიყ­ვა­ნეს. ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობს, სა­ო­პე­რა­ციო პა­ცი­ენ­ტე­ბი ჰყავს მი­სა­ღე­ბი“, - აცხა­დებს ცუც­ქი­რი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­კა­ვე­ბულ ძმე­ბი­დან ერთ-ერთს ისე­თი ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს, რის გა­მოც, მისი კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა გახ­და სა­ჭი­რო, ის კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრშია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

  • ცნო­ბის­თვის, 28-29 ნო­ემ­ბერს, პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე 150 პირი სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მიერ პო­ლი­ცი­ე­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბი­სა და წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166 და 173-ე მუხ­ლე­ბით და­ა­კა­ვეს.

ამას­თან, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353 -ე პრი­მა და 187-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლე­ბი­თაც მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ ასე­ვე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მხრი­დან აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბით სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"დაკავებულებს შორისაა ექიმიც... ნერვიულობს, საოპერაციო პაციენტები ჰყავს მისაღები" - გადავსებული იზოლატორები თბილისში: რას ჰყვებიან ადვოკატები

"დაკავებულებს შორისაა ექიმიც... ნერვიულობს, საოპერაციო პაციენტები ჰყავს მისაღები" - გადავსებული იზოლატორები თბილისში: რას ჰყვებიან ადვოკატები

ადვოკატების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ადვოკატზე, ბექა ბასილაიაზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. ის ქალაქის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში უფლებადამცველები აცხადებენ, ყველა დაკავებული ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. მათი უმეტესობა იზოლატორებში ადგილის არ არსებობის გამო შესახლების რიგში საპოლიციო მანქანებში იმყოფება. ადვოკატები ამბობენ, რომ მათ დაზიანებები თვალნათლივ ეტყობათ. მათივე ინფორმაციით, დაკავებულებს დაზიანებები სახისა და თავის არეში აქვთ.

უფლებადამცველ ლაშა ცუცქირიძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წუხელ, 9 აპრილის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როცა ნათესავის დაბადების დღეზე მიდიოდა.

"თეთრებში გამოწყობილი დააკავეს, პარლამენტის უკან ერთ-ერთ რესტორანში მივდიოდი, 9 აპრილით ავედი, წრე აღარ მოვარტყიო და დააკავეს. დაკავებულებს შორისაა ექიმიც, რომელიც ჰიმნის სიმღერის დროს აიყვანეს. ძალიან ნერვიულობს, საოპერაციო პაციენტები ჰყავს მისაღები“, - აცხადებს ცუცქირიძე.

მისივე თქმით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ძმებიდან ერთ-ერთს ისეთი ფიზიკური დაზიანებები აქვს, რის გამოც, მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო, ის კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.

  • ცნობისთვის, 28-29 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 150 პირი სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებით დააკავეს.

ამასთან, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებითაც მიმდინარეობს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ასევე გამოძიება დაწყებულია სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.