საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ ამერიკელები მაინც ცდილობენ სიტუაციის არევას საქართველოში... ბრძოლაში ჩართულია უკანასკნელი რეზერვი - სალომე ზურაბიშვილი" - თინა კანდელაკი
"არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ ამერიკელები მაინც ცდილობენ სიტუაციის არევას საქართველოში... ბრძოლაში ჩართულია უკანასკნელი რეზერვი - სალომე ზურაბიშვილი" - თინა კანდელაკი

პუ­ტი­ნის პრო­პა­გან­დის­ტი თინა კან­დე­ლა­კი ტე­ლეგ­რამ­ზე ახალ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს აფა­სებს. კან­დე­ლა­კი წერს, რომ ამე­რი­კე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თვის ახლა უკა­ნას­კნე­ლი იმე­დი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც პი­რა­დად მო­ნა­წი­ლე­ობს არე­უ­ლო­ბებ­ში

"ვა­ღი­ა­რებ, გა­მიკ­ვირ­და, როცა არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ყო­ფი­ლა "მა­ი­და­ნის" მსგავ­სი პრო­ტეს­ტის მო­წყო­ბის მცდე­ლო­ბა. მაგ­რამ შემ­დეგ მივ­ხვდი, რა­ტომ – უბ­რა­ლოდ ყვე­ლა ამე­რი­კე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი იყო სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც უშე­დე­გოდ ცდი­ლობ­დნენ, რომ ტრამ­პი არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო.

  • ეს მათ ვერ მო­ა­ხერ­ხეს, და აი ახლა, არ­ჩევ­ნე­ბი­დან ერთი თვის შემ­დეგ, ისი­ნი მა­ინც ცდი­ლო­ბენ სი­ტუ­ა­ცი­ის არე­ვას სა­ქარ­თვე­ლო­ში. ბრძო­ლა­ში ჩარ­თუ­ლია უკა­ნას­კნე­ლი რე­ზერ­ვი – ოდეს­ღაც საფ­რან­გე­თი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც პი­რა­დად მო­ნა­წი­ლე­ობს არე­უ­ლო­ბებ­ში და ახლა ევ­რო­პელ ლი­დე­რებს „მკაც­რი რე­აქ­ცი­ის­კენ“ მო­უ­წო­დებს თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე. სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი? ქვეყ­ნის შიდა საქ­მე? მსგავ­სი სი­ტყვე­ბი, რო­გორც ჩანს, მის პროგ­რა­მა­ში არ არის ჩა­წე­რი­ლი.

ვა­მა­ყობ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 2028 წლის ბო­ლომ­დე ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ. რა სარ­გე­ბე­ლი აქვს დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის­გან? - და­რი­გე­ბე­ბი, მუ­ქა­რა და შან­ტა­ჟი. ეს ვის და რა­ტომ სჭირ­დე­ბა? ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­პა­უ­ზე­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა.

და, რა თქმა უნდა, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სიბ­რძნით. უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ძა­ლის­ხმე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, „მა­სობ­რი­ვი პრო­ტეს­ტი“ არ გა­მო­უ­ვათ. ბრა­ვო,მე­გობ­რე­ბო!" - წერს კან­დე­ლა­კი.

ცნო­ბის­თვის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ 28 ნო­ემ­ბერს მმარ­თვე­ლი გუნ­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლომ 2028 წლის ბო­ლომ­დე დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნებს ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის სა­კითხს. ამის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში მა­სობ­რი­ვი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე ამ დრო­ის­თვის 107 ადა­მი­ა­ნი ჰყავს და­კა­ვე­ბუ­ლი შსს-ს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ ამერიკელები მაინც ცდილობენ სიტუაციის არევას საქართველოში... ბრძოლაში ჩართულია უკანასკნელი რეზერვი - სალომე ზურაბიშვილი" - თინა კანდელაკი

"არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ ამერიკელები მაინც ცდილობენ სიტუაციის არევას საქართველოში... ბრძოლაში ჩართულია უკანასკნელი რეზერვი - სალომე ზურაბიშვილი" - თინა კანდელაკი

პუტინის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი ტელეგრამზე ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აფასებს. კანდელაკი წერს, რომ ამერიკელი სპეციალისტებისთვის ახლა უკანასკნელი იმედი სალომე ზურაბიშვილია, რომელიც პირადად მონაწილეობს არეულობებში

"ვაღიარებ, გამიკვირდა, როცა არჩევნების შემდეგ საქართველოში არ ყოფილა "მაიდანის" მსგავსი პროტესტის მოწყობის მცდელობა. მაგრამ შემდეგ მივხვდი, რატომ – უბრალოდ ყველა ამერიკელი სპეციალისტი ძალიან დაკავებული იყო საკუთარ ქვეყანაში, სადაც უშედეგოდ ცდილობდნენ, რომ ტრამპი არ დაბრუნებულიყო.

  • ეს მათ ვერ მოახერხეს, და აი ახლა, არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ, ისინი მაინც ცდილობენ სიტუაციის არევას საქართველოში. ბრძოლაში ჩართულია უკანასკნელი რეზერვი – ოდესღაც საფრანგეთიდან გამოგზავნილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პირადად მონაწილეობს არეულობებში და ახლა ევროპელ ლიდერებს „მკაცრი რეაქციისკენ“ მოუწოდებს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე. სუვერენიტეტი? ქვეყნის შიდა საქმე? მსგავსი სიტყვები, როგორც ჩანს, მის პროგრამაში არ არის ჩაწერილი.

ვამაყობ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ. რა სარგებელი აქვს დღეს საქართველოს ევროკავშირისგან? - დარიგებები, მუქარა და შანტაჟი. ეს ვის და რატომ სჭირდება? ასეთ შემთხვევაში ურთიერთობების დაპაუზება შესანიშნავი გადაწყვეტილებაა.

და, რა თქმა უნდა, აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის სიბრძნით. უცხოელი სპეციალისტების ძალისხმევის მიუხედავად, „მასობრივი პროტესტი“ არ გამოუვათ. ბრავო,მეგობრებო!" - წერს კანდელაკი.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ამის შემდეგ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. თბილისში მიმდინარე აქციაზე ამ დროისთვის 107 ადამიანი ჰყავს დაკავებული შსს-ს.

წაიკითხეთ ასევე: