ავტორი:

"რუსი მარიონეტების წინააღმდეგ, რომლებიც ქართველ ხალხს თავს ესხმიან, სანქციები უნდა დავაწესოთ" - ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის განცხადება

"რუსი მარიონეტების წინააღმდეგ, რომლებიც ქართველ ხალხს თავს ესხმიან, სანქციები უნდა დავაწესოთ" - ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის განცხადება

არალეგიტიმური რუსი მარიონეტების წინააღმდეგ, რომლებიც ქართველ ხალხს თავს ესხმიან, სანქციები უნდა დავაწესოთ, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.

"ჩვენ არალეგიტიმური რუსი მარიონეტების წინააღმდეგ, რომლებიც ქართველ ხალხს თავს ესხმიან და მათ სუვერენიტეტს უარყოფენ, სანქციები უნდა დავაწესოთ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. მოხარული ვარ, რომ ამის შესახებ მოწოდება „რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის“ 2020 წლის ანგარიშში, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, მაიკ ჯონსონთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან, მაიკ უოლცთან ერთად გავაკეთე“, - წერს ჯო უილსონი.

ასევე წუხელ ჯო უილსონმა და კონგრესმენმა სტივ კოენმა (დემოკრატიული პარტია) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

  • განცხადებაში ისინი "მძაფრად გმობენ" მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ “ექსტრემალური ძალადობის“ ფორმას.

“ხუთშაბათს ქართველები თბილისში და მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში გავიდნენ, რათა ხმა ამოიღონ "ქართული ოცნების" პარტიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანება. ამ მშვიდობიან პროტესტებს ექსტრემალური ძალადობით დახვდნენ. ჩვენ ამ პასუხს ყველაზე მძაფრი ფორმით ვგმობთ.

არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები იმისა, რომ "ქართული ოცნების" მთავრობამ გააყალბა ქვეყნის ოქტომბრის არჩევნები, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს და კიდევ ერთხელ უგულებელყოს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მისწრაფებები. ამ კვირის დასაწყისში, "ქართულმა ოცნებამ" ახალი მთავრობა დასვა ოპოზიციის სრული ბოიკოტის ფონზე და პრეზიდენტის ნებართვის გარეშე, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, ეს მთავრობა არალეგიტიმურია. ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ და მოვუწოდებთ ამჟამინდელ და მომავალ ადმინისტრაციებს, დაუბრუნდეს ქართველების მხარდაჭერას მათ ბრძოლაში - აღადგინონ საკუთარ ქვეყანაში დემოკრატია და თავისუფლება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა დასაჯონ ისინი, ვინც პასუხისმგებელნი არიან ქართველების მშვიდობიანი პროტესტისა და საკუთარი ლიდერების არჩევის უფლების დარღვევაზე", - ნათქვამია აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონისა (რესპუბლიკური პარტია) და ერთ-ერთი ლიდერის, კონგრესმენი სტივ კოენის (დემოკრატიული პარტია) ერთობლივ განცხადებაში.

წაიკითხეთ ასევე: