ავტორი:

საპოლიციო ძალები რუსთაველის გამზირს მომიტინგეებისგან ათავისუფლებენ - მიმდინარეობს დაკავებები

საპოლიციო ძალები რუსთაველის გამზირს მომიტინგეებისგან ათავისუფლებენ - მიმდინარეობს დაკავებები

სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გათავისუფლება დაიწყეს.

საპოლიციო ძალები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო - "რუსთაველიდან" და "თავისუფლების მოედნიდან" ერთდროულად დაიძრნენ და მომიტინგეები ალყაში მოაქციეს. მიმდინარეობს დაკავებები.

სპეცრაზმი შლის რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების მიერ აღმართულ ბარიკადებს.

მანამდე მომიტინგეებმა ბარიკადები კიდევ ერთ მონაკვეთზე - ბესიკის ქუჩაზე აღმართეს

პარალელურად, მომიტინგეებმა ახალი ბარიკადები სხვადასხვა ნივთების გამოყენებით აღმართეს ბესიკის ქუჩაზე. აქციის მონაწილეებმა გზა ავტომობილით ჩახერგეს.

შეგახსენებთ, 29 ნოემბერს, საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 19:00 საათზე დაიწყო. ადგილზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის. მომიტინგეების დაშლა სპეცრაზმმა დაახლოებით, ღამის, 12:00 საათისთვის დაიწყო. დემონსტრანტების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენეს წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალებები. თავის მხრივ დემონსტრანტები საპოლიციო ძალების მისამართით პიროტექნიკას და სხვადასხვა საგნებს ისროდნენ, მომიტინგეები ცდილობდნენ სხვადასხვა კონსტრუქციით ბარიკადების აღმართვასაც, რათა სპეცრაზმისთვის გზა ჩაეხერგათ. სამართალდამცველები აქციის მიმდინარეობისას პერიოდულად აკავებდნენ მომიტინგეებს, არიან დაშავებულებიც, თუმცა მათი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

ბოლო ორი დღის განმავლობაში მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას - საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

იხილეთ ასევე: