მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკავებების სერია, წყლის ჭავლი მომიტინგეების წინააღმდეგ და ცრემლსადენი გაზი - პარლამენტის მიმდებარედ დააკავეს ადვოკატი ბექა ბასილაია
დაკავებების სერია, წყლის ჭავლი მომიტინგეების წინააღმდეგ და ცრემლსადენი გაზი - პარლამენტის მიმდებარედ დააკავეს ადვოკატი ბექა ბასილაია

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მა­სი­უ­რად აკა­ვე­ბენ. და­კა­ვე­ბუ­ლია ათო­ბით პირი - მთელს პე­რი­მეტრზე გა­უშ­ვეს ცრემლსა­დე­ნი გაზი.

პე­რი­ო­დუ­ლად ად­გი­ლი აქვს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას.

პა­რა­ლე­ლუ­რად, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის მთელს პე­რი­მეტრზე მა­სი­უ­რად უშ­ვე­ბენ ცრემლსა­დენ გაზს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თა­ვად სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი ნიღ­ბე­ბით არი­ან აღ­ჭურ­ვი­ლი.

00:00 / 00:00

  • პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რედ და­ა­კა­ვეს ად­ვო­კა­ტი ბექა ბა­სი­ლა­ია

ამ დრო­ის­თვის, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩებ­ზე ვი­თა­რე­ბა და­ძა­ბუ­ლია.

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ცოტა ხნის წინ ვი­თა­რე­ბა და­ი­ძა­ბა. სპეც­რაზმმა მო­მი­ტინ­გე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წყლის ჭავ­ლი გა­მო­ი­ყე­ნა. პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩე­ბი და წინა ტე­რი­ტო­რია დე­მონ­სტრან­ტე­ბის­გან უკვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

00:00 / 00:00

წყლის ჭავლს უშ­ვე­ბენ რო­გორც ჭი­ჭი­ნა­ძის ქუ­ჩი­დან, ისე თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის მხა­რი­დან.

ად­გილ­ზე პე­რი­ო­დუ­ლად ხდე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შო­რის. პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩე­ბი და წინა ტე­რი­ტო­რია დე­მონ­სტრან­ტე­ბის­გან უკვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

მო­მი­ტინ­გე­ებ­მა გა­და­ი­ნაც­ვლეს შევ­ჩენ­კოს ქუ­ჩი­სა და პირ­ვე­ლი გიმ­ნა­ზი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

მო­მი­ტინ­გე­ე­ბი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, “ცის­ფერ გა­ლე­რე­ას­თან“ ნაგ­ვის ურ­ნე­ბის, სკა­მე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ბა­რი­კა­დებს აგე­ბენ.

  • აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, კერ­ძოდ, “ცის­ფერ გა­ლე­რე­ას­თან“ ნაგ­ვის ურ­ნე­ბი, სკა­მე­ბი და სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბი მი­აქვთ და ბა­რი­კა­დებს აგე­ბენ.

დე­მონ­სტრან­ტე­ბი ამ ფორ­მით ცდი­ლო­ბენ, ხელი შე­უ­შა­ლონ სპეც­რაზმს, რო­მე­ლიც რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­გან სრუ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ცდი­ლობს.

ფოტო: IPN

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

დაკავებების სერია, წყლის ჭავლი მომიტინგეების წინააღმდეგ და ცრემლსადენი გაზი - პარლამენტის მიმდებარედ დააკავეს ადვოკატი ბექა ბასილაია

დაკავებების სერია, წყლის ჭავლი მომიტინგეების წინააღმდეგ და ცრემლსადენი გაზი - პარლამენტის მიმდებარედ დააკავეს ადვოკატი ბექა ბასილაია

რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს მასიურად აკავებენ. დაკავებულია ათობით პირი - მთელს პერიმეტრზე გაუშვეს ცრემლსადენი გაზი.

პერიოდულად ადგილი აქვს სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას.

პარალელურად, რუსთაველის გამზირის მთელს პერიმეტრზე მასიურად უშვებენ ცრემლსადენ გაზს. აღსანიშნავია, რომ თავად საპოლიციო ძალების წარმომადგენლები სპეციალური ნიღბებით არიან აღჭურვილი.

  • პარლამენტის მიმდებარედ დააკავეს ადვოკატი ბექა ბასილაია

ამ დროისთვის, პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩებზე ვითარება დაძაბულია.

რუსთაველის გამზირზე ცოტა ხნის წინ ვითარება დაიძაბა. სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. პარლამენტის მიმდებარე ქუჩები და წინა ტერიტორია დემონსტრანტებისგან უკვე გაათავისუფლეს.

წყლის ჭავლს უშვებენ როგორც ჭიჭინაძის ქუჩიდან, ისე თავისუფლების მოედნის მხარიდან.

ადგილზე პერიოდულად ხდება დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის. პარლამენტის მიმდებარე ქუჩები და წინა ტერიტორია დემონსტრანტებისგან უკვე გაათავისუფლეს.

მომიტინგეებმა გადაინაცვლეს შევჩენკოს ქუჩისა და პირველი გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მომიტინგეები რუსთაველის გამზირზე, “ცისფერ გალერეასთან“ ნაგვის ურნების, სკამებისა და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით ბარიკადებს აგებენ.

  • აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე, კერძოდ, “ცისფერ გალერეასთან“ ნაგვის ურნები, სკამები და სხვადასხვა ნივთები მიაქვთ და ბარიკადებს აგებენ.

დემონსტრანტები ამ ფორმით ცდილობენ, ხელი შეუშალონ სპეცრაზმს, რომელიც რუსთაველის გამზირის აქციის მონაწილეებისგან სრულად გათავისუფლებას ცდილობს.

ფოტო: IPN

იხილეთ ასევე: