პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა გორგოძე, ვაკო ყაზაიშვილი, დავით ხოჭოლავა და სხვები - როგორ ეხმიანებიან ქართველი სპორტსმენები თბილისში განვითარებულ მოვლენებს
მამუკა გორგოძე, ვაკო ყაზაიშვილი, დავით ხოჭოლავა და სხვები - როგორ ეხმიანებიან ქართველი სპორტსმენები თბილისში განვითარებულ მოვლენებს

სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ევ­რო­კავ­შირ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბას, ხოლო შემ­დეგ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე სპეც­რაზ­მის მიერ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას სპორ­ტსმე­ნე­ბიც ეხ­მი­ა­ნე­ბი­ან და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სთო­რე­ბით პრო­ტესტს გა­მოთ­ქვა­მენ.

ვნა­ხოთ, ვინ რო­გორ ეხ­მი­ა­ნე­ბა მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს:

ქარ­თუ­ლი რაგ­ბის ლე­გენ­დის, მა­მუ­კა გორ­გო­ძის სთო­რი ინ­სტაგ­რამ­ზე:

ფეხ­ბურ­თელ ვაკო ყა­ზა­იშ­ვი­ლის სთო­რი "ინ­სტაგ­რამ­ზე":

წყალ­ბურ­თე­ლი სან­დრო ადე­იშ­ვი­ლი თვი­თონ­ვე არის აქ­ცი­ე­ბის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე და დე­მონ­სტრა­ცი­ი­დან მას არა­ერ­თი ვი­დეო აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. ეს კი მისი ერთ-ერთი სთო­რი:

  • ავ­ტომრბო­ლე­ლი მევ­ლუდ მე­ლა­ძე წერს:

"ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის და ჩე­ვე­ნი მა­მა­ცი ხალ­ხის სო­ლი­და­რო­ბის­თვის ვა­ა­ჩე­რებ ყვე­ლა სა­ხის საწ­ვრთნელ პროგ­რა­მას!"

  • ფეხ­ბურ­თე­ლი და­ვით ხო­ჭო­ლა­ვა პუ­ტი­ნის იმ გან­ცხა­დე­ბას აზი­ა­რებს, სა­დაც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" აქებს და წერს:

"გი­ლო­ცავთ .ყ..მ შე­გა­ქოთ "

შე­გახ­სე­ნებთ, თბი­ლის­ში 28 ნო­ემ­ბერს, საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მმარ­თვე­ლი გუნ­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლომ 2028 წლის ბო­ლომ­დე დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნებს ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის სა­კითხს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი თბი­ლის­ში ორი ლო­კა­ცი­ა­ზე - გორ­გას­ლის ქუ­ჩა­ზე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­თან და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან შე­იკ­რიბ­ნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით აქ­ცია გა­ერ­თი­ან­და პარ­ლა­მენ­ტის წინ, სა­დაც ვი­თა­რე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის არა­ერ­თხელ და­ი­ძა­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით, ღა­მის 2:00 სა­ა­თის, შემ­დეგ სა­პო­ლი­ციო ძა­ლებ­მა დე­მონ­სტრან­ტე­ბის გაფრ­თხი­ლე­ბის შემ­დეგ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დაშ­ლა და­ი­წყეს. სპეც­რაზმმა მო­მი­ტინ­გე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წყლის ჭავ­ლი არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ყე­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მხოლოდ 5 თვეში, თბილისში მილიარდ 200 მილიონი დოლარის ბინები გაიყიდა
ავტორი:

მამუკა გორგოძე, ვაკო ყაზაიშვილი, დავით ხოჭოლავა და სხვები - როგორ ეხმიანებიან ქართველი სპორტსმენები თბილისში განვითარებულ მოვლენებს

მამუკა გორგოძე, ვაკო ყაზაიშვილი, დავით ხოჭოლავა და სხვები - როგორ ეხმიანებიან ქართველი სპორტსმენები თბილისში განვითარებულ მოვლენებს

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, ხოლო შემდეგ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმის მიერ ძალის გამოყენებას სპორტსმენებიც ეხმიანებიან და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სთორებით პროტესტს გამოთქვამენ.

ვნახოთ, ვინ როგორ ეხმიანება მიმდინარე მოვლენებს:

ქართული რაგბის ლეგენდის, მამუკა გორგოძის სთორი ინსტაგრამზე:

ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის სთორი "ინსტაგრამზე":

წყალბურთელი სანდრო ადეიშვილი თვითონვე არის აქციების აქტიური მონაწილე და დემონსტრაციიდან მას არაერთი ვიდეო აქვს გამოქვეყნებული. ეს კი მისი ერთ-ერთი სთორი:

  • ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე წერს:

"ქვეყანაში განვითარებული მოვლენების და ჩევენი მამაცი ხალხის სოლიდარობისთვის ვააჩერებ ყველა სახის საწვრთნელ პროგრამას!"

  • ფეხბურთელი დავით ხოჭოლავა პუტინის იმ განცხადებას აზიარებს, სადაც რუსეთის პრეზიდენტი "ქართულ ოცნებას" აქებს და წერს:

"გილოცავთ .ყ..მ შეგაქოთ "

შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი არაერთხელ გამოიყენა.