სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივმართავ მოქალაქეებს, სადაც და რა ფორმითაც შეგვიძლია, მშვიდობიანად გამოვხატოთ პროტესტი" - გახარია
"მივმართავ მოქალაქეებს, სადაც და რა ფორმითაც შეგვიძლია, მშვიდობიანად გამოვხატოთ პროტესტი" - გახარია

მივ­მარ­თავ და მო­ვი­თხოვ სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­გან, გვერ­დით და­უდ­გნენ ქარ­თველ ხალ­ხს, არ მის­ცენ ლე­გი­ტი­მა­ცია გა­ყალ­ბე­ბულ არ­ჩევ­ნებს - გა­მო­ი­ყე­ნონ მათ ხელ­თარ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ინ­სტრუ­მენ­ტი, მათ შო­რის სან­ქცი­ე­ბი, იმ ადა­მი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან არ­ჩევ­ნე­ბის მო­პარ­ვა­ში, დე­მოკ­რა­ტი­ულ უკუს­ვლა­ში და იმ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში, რომ­ლე­ბიც გუ­შინ ქვეყ­ნის ევ­რო­პულ მო­მა­ვალს იცავ­დნენ,- ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერ­მა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, იმი­სათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნა "დაბ­რუნ­დეს ევ­რო­პუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე" სა­ჭი­როა, ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის თა­რი­ღი და კონ­კრე­ტუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ე­ბის ცვლი­ლე­ბა.

"რა თქმა უნდა, ჩვე­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის უპირ­ვე­ლე­სი ვა­ლია, გა­ვერ­თი­ან­დეთ. ყვე­ლამ ერ­თად უნდა ვიშ­რო­მოთ, ვიზ­რუ­ნოთ და ვიბ­რძო­ლოთ იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა და­ვაბ­რუ­ნოთ ნორ­მა­ლუ­რი, ევ­რო­პუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე. მინ­და გი­თხრათ, რომ ამ გზა­ზე ჩვე­ნი მი­ზა­ნია:

მი­ვი­ღოთ ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის თა­რი­ღი;

პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­სენ­სუ­სის სა­ფუძ­ველ­ზე, მი­ვაღ­წი­ოთ და აირ­ჩეს ცეს­კო-ს, სუს-ის, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის, პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რის და სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ე­ბი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლა შემ­დგომ არ­ჩევ­ნებს აზრი არ ექ­ნე­ბა. ჩვენ ერ­თა­დერ­თი გზა გვაქვს - და­ვიბ­რუ­ნოთ არ­ჩევ­ნე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი, მხო­ლოდ ამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ე­ბის ცვლი­ლე­ბით.

ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად, მივ­მარ­თავ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს და ყვე­ლას მო­გი­წო­დებთ, სა­დაც და რა ფორ­მი­თაც შეგ­ვიძ­ლია, მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­მოვ­ხა­ტოთ ჩვე­ნი პრო­ტეს­ტი, რათა ეს პრო­ტეს­ტი იყოს მრა­ვა­ლი, სის­ტე­მუ­რი და მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით.

მივ­მარ­თავ სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებს და მო­ვი­თხოვ, გვერ­დით და­უდ­გნენ ქარ­თველ ხალ­ხს და არ მის­ცენ ლე­გი­ტი­მა­ცია გა­ყალ­ბე­ბულ არ­ჩევ­ნებს, უმაღ­ლეს პო­ლი­ტი­კურ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე უკა­ნო­ნოდ და­ნიშ­ნულ პი­რებს. გა­მო­ი­ყე­ნონ მათ ხელ­თარ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ინ­სტრუ­მენ­ტი, მათ შო­რის სან­ქცი­ე­ბი. არა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ. მა­გა­ლი­თად, ვგუ­ლის­ხმობ, უვი­ზო რე­ჟი­მის შე­ჩე­რე­ბას. არა­მედ გა­მო­ი­ყე­ნონ, კონ­კრე­ტუ­ლად და პერ­სო­ნა­ლუ­რად იმ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან არ­ჩევ­ნე­ბის მო­პარ­ვა­ში, არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­ში, დე­მოკ­რა­ტი­ულ უკუს­ვლა­ში და რაც მთა­ვა­რია, სა­ქარ­თვე­ლოს იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ძა­ლა­დო­ბა­ში, რომ­ლე­ბიც გუ­შინ თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ქვეყ­ნის ევ­რო­პულ მო­მა­ვალს იცავ­დნენ“,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"მივმართავ მოქალაქეებს, სადაც და რა ფორმითაც შეგვიძლია, მშვიდობიანად გამოვხატოთ პროტესტი" - გახარია

"მივმართავ მოქალაქეებს, სადაც და რა ფორმითაც შეგვიძლია, მშვიდობიანად გამოვხატოთ პროტესტი" - გახარია

მივმართავ და მოვითხოვ საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან, გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს, არ მისცენ ლეგიტიმაცია გაყალბებულ არჩევნებს - გამოიყენონ მათ ხელთარსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის სანქციები, იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც დამნაშავეები არიან არჩევნების მოპარვაში, დემოკრატიულ უკუსვლაში და იმ მოქალაქეებზე ძალადობაში, რომლებიც გუშინ ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავდნენ,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანა "დაბრუნდეს ევროპული განვითარების გზაზე" საჭიროა, ახალი არჩევნების თარიღი და კონკრეტული ადმინისტრაციების ცვლილება.

"რა თქმა უნდა, ჩვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის უპირველესი ვალია, გავერთიანდეთ. ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ, ვიზრუნოთ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ ნორმალური, ევროპული განვითარების გზაზე. მინდა გითხრათ, რომ ამ გზაზე ჩვენი მიზანია:

მივიღოთ ახალი არჩევნების ჩატარების თარიღი;

პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე, მივაღწიოთ და აირჩეს ცესკო-ს, სუს-ის, სახალხო დამცველის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორის და სახელმწიფო აუდიტის ადმინისტრაციები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა შემდგომ არჩევნებს აზრი არ ექნება. ჩვენ ერთადერთი გზა გვაქვს - დავიბრუნოთ არჩევნები, საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენი უფლებები, მხოლოდ ამ ადმინისტრაციების ცვლილებით.

ამ მიზნის მისაღწევად, მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს და ყველას მოგიწოდებთ, სადაც და რა ფორმითაც შეგვიძლია, მშვიდობიანად გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი, რათა ეს პროტესტი იყოს მრავალი, სისტემური და მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მივმართავ საქართველოს დასავლელ პარტნიორებს და მოვითხოვ, გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს და არ მისცენ ლეგიტიმაცია გაყალბებულ არჩევნებს, უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე უკანონოდ დანიშნულ პირებს. გამოიყენონ მათ ხელთარსებული ყველა ინსტრუმენტი, მათ შორის სანქციები. არა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მაგალითად, ვგულისხმობ, უვიზო რეჟიმის შეჩერებას. არამედ გამოიყენონ, კონკრეტულად და პერსონალურად იმ რამდენიმე ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც დამნაშავეები არიან არჩევნების მოპარვაში, არჩევნების გაყალბებაში, დემოკრატიულ უკუსვლაში და რაც მთავარია, საქართველოს იმ მოქალაქეების ძალადობაში, რომლებიც გუშინ თბილისის ქუჩებში ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავდნენ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.