ავტორი:

"გონივრული ნაბიჯია, ქართველებმა არ მისცეს საშუალება, რომ მათი ქვეყანა დასავლეთის მარიონეტი გამხდარიყო“ - რუსეთის დუმაში თბილისში მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან

"გონივრული ნაბიჯია, ქართველებმა არ მისცეს საშუალება, რომ მათი ქვეყანა დასავლეთის მარიონეტი გამხდარიყო“ - რუსეთის დუმაში თბილისში მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან

"ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება 2028 წლამდე შეაჩეროn ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, გონივრულია. ქართველებმა არ მისცეს საშუალება, რომ მათი ქვეყანა დასავლეთის მარიონეტი გამხდარიყო“, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.

"ქართველები ჭკვიანურად მოიქცნენ, როცა უკრაინულ ჭურჭელზე არ დააბიჯეს და არ მისცეს საშუალება, რომ თავიანთი ქვეყანა დასავლეთის მარიონეტი გამხდარიყო.

მათ ღირსეული და პატივმოყვარე პასუხი გასცეს ყველას პასუხი ყველას, ვინც დიპლომატიის ნაცვლად იყენებს მუქარას და ძალას, ორმაგ სტანდარტებს და სანქციებს“, -წერს სლუცკი "ტელეგრამის" არხზე.

მანვე აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში არ ერევა.

"რუსეთი არ ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში. როგორც ვლადიმერ პუტინმა თქვა, "ჩვენ უბრალოდ არ ვეხებით". მაგრამ ჩვენ პრაგმატული და პატიოსანი მიდგომის მომხრე ვართ ორმხრივ ურთიერთობებში, მათ შორის ყველაზე მწვავე პრობლემების გადაწყვეტაში“, - დასძინა სლუცკიმ.