ავტორი:

"აბა, გაბედეთ ევროპაში ან ამერიკაში პოლიციელს ვინმე დაელაპარაკოს ისე, როგორც აქციის ზოგიერთი მონაწილე, ძვლებში დაამტვრევენ" - კალაძე

"აბა, გაბედეთ ევროპაში ან ამერიკაში პოლიციელს ვინმე დაელაპარაკოს ისე, როგორც აქციის ზოგიერთი მონაწილე, ძვლებში დაამტვრევენ" - კალაძე

აბა, გაბედეთ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ან ამერიკაში პოლიციელს ვინმე დაელაპარაკოს ისე, როგორც გუშინ ზოგიერთი აქციის მონაწილე, ნახეთ, რას უზამენ, ძვლებში დაამტვრევენ - არ იფიქროთ, რომ დღეს არის, ბოდიში და შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლება. დღეს, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც იცავს კანონს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა 28 ნოემბრის აქციის დაშლაზე.

კალაძის აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იცავენ წესრიგს და უზრუნველყოფენ ადამიანების უსაფრთხოებას.

„არავის არ აქვს უფლება, რომ პოლიციელს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს იცავს, მივიდეს, შეაგინოს, შეაფურთხოს, ბოთლები და ქვები ესროლოს, არავის არ აქვს ამის უფლება. ამას ყოველთვის შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. აბა, გაბედეთ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ან ამერიკაში პოლიციელს ვინმე დაელაპარაკოს ისე, როგორც გუშინ ზოგიერთი აქციის მონაწილე, ნახეთ რას უზამენ, ძვლებში დაამტვრევენ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან პოლიციის მიერ ნაცემი ჟურნალისტების შესახებ დასმულ შეკითხვას, კალაძემ ასე უპასუხა: „ჟურნალისტი არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი იკადრო და ვიღაცებს მიაყენოთ შეურაცხყოფა“.

  • ამასთან, თბილისის მერმა „სისულელე“ უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, წყლის ჭავლში, რომელიც შსს-მ მომიტინგეთა დასარბევად გამოიყენა, სავარაუდოდ გარეული იყო ქიმიური საშუალებები.

"რეებს იგონებთ, რა ქიმიური, რაღაც სისულელეებს ნუ ლაპარაკობთ ხოლმე, ერთი წუთი, რა. აქციის ჩატარება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია. ყველას აქვს იმის უფლება, რომ მისი პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატოს, მაგრამ ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში. ვინც არ უნდა იყოს, ჟურნალისტი იქნება, ბიზნესმენი იქნება, თუნდაც პოლიტიკოსი გასცდება კანონის ჩარჩოებს ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. მშვიდობიან პროტესტს არ აქვს არანაირი პრობლემა, მაგრამ როგორც კი ჩნდებიან ადამიანები, ვინც შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციას, აგინებენ, ესვრიან ბოთლს, ქვებს. თქვენ როგორ ფიქრობთ?ეს დარჩება რეაგირების გარეშე? ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული და ასევე, რა თქმა უნდა, ამას აქვს თავის ჩარჩოები, არსებობს კანონი, როგორც კი გავცდებით ამას ყველაფერს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კალაძემ.

რეპლიკაზე, რომ სპეცრაზმელები აქციაზე ჟურნალისტების სახელებსა დაგვარებს პირდაპირ ასახელებდნენ, კალაძემ სარკაზმით იკითხა: „რუსულად, თუ ქართულად?“ კიდევ კარგი, კიდევ კარგი [ქართულად] ისე მაგარია, რუსულიც თუ იცით? შეიძლება ინგლისურადაც“, - უპასუხა კალაძემ ჟურნალისტს.

ამასთან, მისი თქმით, არსებობს კადრები, სადაც ასახულია,რომ პოლიციას შეურაცხყოფას აყენებენ.

"გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ პოლიციელს მიაყენო შეურაცხყოფა. ამის უამრავი კადრი არსებობს. რა თქმა უნდა, ამას რეაგირება ყოველთვის მოჰყვება და პასუხის გაუცემელი არცერთი გადაცდომა არ დარჩება. თქვენ არ იფიქროთ, რომ დღეს არის, ბოდიში და შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლება. დღეს, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც იცავს კანონს, ადამიანის უფლებებს, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიციელს გადაუარო, შეურაცხყოფა მიაყენო აგინო, ბოთლები, ქვები ესროლო. არ გამოვა ასე, მეგობრებო. ყველაფერს აქვს საზღვარი“, - აცხადებს კალაძე.