მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამაყი ერი ხართ, იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ - არ მისცეთ უფლება მომავალი მოგპარონ" - დმიტრო კულება ქართველებს
"ამაყი ერი ხართ, იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ - არ მისცეთ უფლება მომავალი მოგპარონ" - დმიტრო კულება ქართველებს

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ თა­ვი­სი რუ­სე­თის მი­მართ მცო­ცა­ვი დათ­მო­ბე­ბი იმ და­პი­რე­ბით და­ფა­რა, რომ თა­ვი­დან აი­ცი­ლებ­და ეგ­რეთ წო­დე­ბულ „უკ­რა­ი­ნულ სცე­ნარს“, რა­შიც გუ­ლის­ხმობ­და რუ­სე­თის შეჭ­რას უკ­რა­ი­ნა­ში. სა­უ­ბე­დუ­როდ, რისი მოწ­მე­ე­ბიც დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვართ, არის ზუს­ტად უკ­რა­ი­ნუ­ლი სცე­ნა­რი - მაგ­რამ სხვა სა­ხის, - ამის შე­სა­ხებ უკრა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, დმიტ­რო კუ­ლე­ბა სო­ცი­ა­ლურ პლატ­ფორ­მა X-ზე წერს.

"სა­ქარ­თვე­ლო 2024 წლის ნო­ემ­ბერ­ში ასა­ხავს უკ­რა­ი­ნას 2013 წლის ნო­ემ­ბერ­ში. ივა­ნიშ­ვი­ლი, ისე­ვე რო­გორც მა­შინ­დე­ლი ია­ნუ­კო­ვი­ჩი, იგი­ვე გეგ­მას მიჰ­ყვე­ბა. ზუს­ტად 11 წლის წინ, უკ­რა­ი­ნის ღირ­სე­ბის რე­ვო­ლუ­ცია და­ი­წყო 2013 წლის ნო­ემ­ბერ­ში, რო­დე­საც ია­ნუ­კო­ვიჩ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ არ მო­ა­წერ­და ხელს ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბას, რა­მაც გა­მო­იწ­ვია საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მთელ ქვე­ყა­ნა­ში. მა­შინ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ფეხ­ზე დად­გნენ, უარი თქვეს იმა­ზე, რომ მათ­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა წა­ერ­თმი­ათ და მათ­მა ბრძო­ლამ შეც­ვა­ლა ის­ტო­რი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა“, - აცხა­დებს კუ­ლე­ბა.

მისი თქმით, სქე­მა ნა­თე­ლია: ჯერ თა­ვი­სუფ­ლე­ბას წა­გარ­თმე­ვენ, მერე და­გი­წყე­ბენ ცე­მას, შემ­დეგ კე­თილ­დღე­ო­ბა ქრე­ბა და რუ­სე­თი გშთან­თქავს.

"თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში მყო­ფებს: თქვე­ნი დღე­ვან­დე­ლი ბრძო­ლა იმა­ზე მე­ტია, ვიდ­რე ის, რომ იყო პრო­ევ­რო­პე­ლი ან პრო­რუ­სი. სა­უ­ბა­რია თა­ვი­სუფ­ლად ცხოვ­რე­ბის ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბა­ზე. ამა­ყი ერი ხართ. იბ­რძო­ლეთ და გა­ი­მარ­ჯვეთ - არ მის­ცეთ უფ­ლე­ბა მო­მა­ვა­ლი მოგ­პა­რონ“, - წერს კუ­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

"ამაყი ერი ხართ, იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ - არ მისცეთ უფლება მომავალი მოგპარონ" - დმიტრო კულება ქართველებს

"ამაყი ერი ხართ, იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ - არ მისცეთ უფლება მომავალი მოგპარონ" - დმიტრო კულება ქართველებს

საქართველოს მთავრობამ თავისი რუსეთის მიმართ მცოცავი დათმობები იმ დაპირებით დაფარა, რომ თავიდან აიცილებდა ეგრეთ წოდებულ „უკრაინულ სცენარს“, რაშიც გულისხმობდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში. საუბედუროდ, რისი მოწმეებიც დღეს საქართველოში ვართ, არის ზუსტად უკრაინული სცენარი - მაგრამ სხვა სახის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, დმიტრო კულება სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

"საქართველო 2024 წლის ნოემბერში ასახავს უკრაინას 2013 წლის ნოემბერში. ივანიშვილი, ისევე როგორც მაშინდელი იანუკოვიჩი, იგივე გეგმას მიჰყვება. ზუსტად 11 წლის წინ, უკრაინის ღირსების რევოლუცია დაიწყო 2013 წლის ნოემბერში, როდესაც იანუკოვიჩმა გამოაცხადა, რომ არ მოაწერდა ხელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რამაც გამოიწვია საპროტესტო აქციები მთელ ქვეყანაში. მაშინ უკრაინელები ფეხზე დადგნენ, უარი თქვეს იმაზე, რომ მათთვის თავისუფლება წაერთმიათ და მათმა ბრძოლამ შეცვალა ისტორიის მიმდინარეობა“, - აცხადებს კულება.

მისი თქმით, სქემა ნათელია: ჯერ თავისუფლებას წაგართმევენ, მერე დაგიწყებენ ცემას, შემდეგ კეთილდღეობა ქრება და რუსეთი გშთანთქავს.

"თბილისის ქუჩებში მყოფებს: თქვენი დღევანდელი ბრძოლა იმაზე მეტია, ვიდრე ის, რომ იყო პროევროპელი ან პრორუსი. საუბარია თავისუფლად ცხოვრების ფუნდამენტურ უფლებაზე. ამაყი ერი ხართ. იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ - არ მისცეთ უფლება მომავალი მოგპარონ“, - წერს კულება.