ავტორი:

ვენაში დაბადებული შვილები, აქციები APPLE-სა და META-ში, საინტერესო კარიერა და ქონებრივი დეკლარაცია - რა არის ცნობილი აფხაზ თარაშ პაპასქუაზე, კორეაში საქართველოს ელჩზე?

ვენაში დაბადებული შვილები, აქციები APPLE-სა და META-ში, საინტერესო კარიერა და ქონებრივი დეკლარაცია - რა არის ცნობილი აფხაზ თარაშ პაპასქუაზე, კორეაში საქართველოს ელჩზე?

"ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო" - ამის შესახებ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, თარაშ პაპასქუა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა სჭირდება.

"დღეს, როცა რუსეთი: აგრძელებს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას; აწარმოებს დამანგრეველ ომს უკრაინის წინააღმდეგ; ებრძვის ევროპას, დემოკრატიულ სამყაროს და საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას...

ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო; გვჭირდება მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა! #საქართველოარისევროპა“, - წერს თარაშ პაპასქუა სოციალურ ქსელში.

როგორია თარაშ პაპასქუა გზა დიპლომატიაში

თარაშ პაპასქუა არის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კორეის რესპუბლიკაში. იგი დაიბადა ქალაქ გალში და განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც დაამთავრა საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი. მოგვიანებით დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი, სადაც მიენიჭა მაგისტრის ხარისხი.

მისი კარიერა მრავალფეროვანია:

მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის პოლონეთისა და ავსტრიის საელჩოებში. 2019 წლიდან იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2024 წელს დაინიშნა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად, სადაც აქტიურად მუშაობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე - ვკითხულობთ მის ბიოგრაფიაში.

  • თარაშ პაპასქუას შესახებ უფრო მეტი მისი დეკლარაციიდან შევიტყვეთ, რომელიც 2024 წლის აპრილში შეავსო.

დიპლომატი კორეაში მეუღლე თამარ ჩაჩუასთან და ორ შვილთან დემეტრესთან და სალომესთან ერთად ცხოვრობს. ბავშვები 2015 და 2017 წლებში ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დაიბადნენ.

ოჯახთან ერთად

თამარ ჩაჩუა გორის რაიონში და საგურამოში საცხოვრებელ ბინებს ფლობს, რომლებიც ჩუქებით გადაეცა. ასევე 2020 წელს ჩუქებით ორი მიწის ნაკვეთი მიიღო თბილისში. დიპლომატის ცოლის უძრავი ქონება ამით არ სრულდება. ჩიჩუას 2017 წელს დუშეთის რაიონში კიდევ ერთი ბინა აჩუქეს, 2015 წელს კი თბილისის ცენტრში, ჩიტაძის ქუჩაზე 179,2 კვ.მ ბინა.

თარაშ პაპასქუა კი მხოლოდ ერთ ბინას ფლობს, გლდანში, ანგია ბოჭორიშვილის ქუჩაზე, რომელიც დიპლომატს 2019 წელს აჩუქეს.

2022 წელს ელჩმა მსუბუქი ავტომობილი ჰიუნდაი კონა 25 000 დოლარად შეიძინა.

წყვილის ქორწილის კადრები

თარაშ პაპასქუა ფლობს კომპანიაში აქციებს, მათ შორისაა APPLE, AMAZON და META. ისინი ძირითადად 2023-2024 წლებში შეიძინა.

ელჩმა კორეაში ბინის ყოველთვიურ ქირაში 4900 დოლარი გადაიხადა. შვილების, სალომესა და დემეტრეს სწავლაში კი 2332 და 1992 დოლარი. თარაშ პაპასქუამ 2023 წელს ანაზღაურების სახით 185 844 დოლარი მიიღო.