სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განიხილება თუ არა უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტა? - ევროკავშირის ელჩის პასუხი
განიხილება თუ არა უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტა? - ევროკავშირის ელჩის პასუხი

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავს 27 წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო მო­ახ­ლო­ე­ბულ სა­გა­რეო საქ­მე­თა საბ­ჭოს შეხ­ვედ­რა­ზე 16 დე­კემ­ბერს, ყვე­ლა ვა­რი­ან­ტი მა­გი­და­ზეა, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს­თან უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მის შე­წყვე­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა, პა­ველ ჰერ­ჩინ­სკიმ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რო­დე­საც უპა­სუ­ხა შე­კი­თხვას, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის რე­ა­გი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით და გა­ნი­ხი­ლე­ბა თუ არა პერ­სო­ნა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის სა­კი­თხი, ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს­თან უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მის შე­წყვე­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხი რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნი­ხი­ლეს ბოლო დროს. სა­ქარ­თვე­ლოს სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავს 27 წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო მო­ახ­ლო­ე­ბულ სა­გა­რეო საქ­მე­თა საბ­ჭოს შეხ­ვედ­რა­ზე 16 დე­კემ­ბერს. ვფიქ­რობ, მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­გი­ზი­ა­რებთ ამ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ.

რისი თქმაც შე­მიძ­ლია არის ის, რომ ყვე­ლა ვა­რი­ან­ტი მა­გი­და­ზეა. ეს არის ის, რა­საც ბევ­რი თვეა ვამ­ბობთ და ეს ვა­რი­ან­ტე­ბი ასე­ვე მო­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლოს­თან უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მის შე­წყვე­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მაგ­რამ ამას გა­ნი­ხი­ლავს და გა­და­წყვეტს ევ­რო­კავ­ში­რის 27 წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო“, - აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

მისი თქმით, ქარ­თველ­მა ხალ­ხმა თა­ვად უნდა გა­და­წყვი­ტოს, სად სურს მათი ქვე­ყა­ნა იყოს.

"ჩემი გზავ­ნი­ლი იქ­ნე­ბა, ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ ქარ­თველ ხალ­ხს, ჩვენ და­გე­ლო­დე­ბით. ეს არის თქვე­ნი ქვე­ყა­ნა, თქვენ უნდა გა­და­წყვი­ტოთ, სად გსურთ ის იყოს. პი­რა­დად ჩემ­თვის ეს არის ნამ­დვი­ლად გულ­სატ­კე­ნია. მახ­სოვს, 2 წლის წინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოვ­დი­ო­დი, ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და: „სა­ქარ­თვე­ლო ეკუთ­ვნის ევ­რო­კავ­შირს, ევ­რო­კავ­ში­რი სრულ­ყო­ფი­ლი არ იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­შე“. ეს იყო ჩვე­ნი აქ მუ­შა­ო­ბის, ჩემი, რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის აქ მუ­შა­ო­ბის გზამ­კვლე­ვი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ვა­მა­ყობ­დი, რომ ევ­რო­კავ­შირ­მა კარი გა­უ­ღო სა­ქარ­თვე­ლოს, ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს მი­ვა­ნი­ჭეთ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნის კან­დი­და­ტი სტა­ტუ­სი და რაც გუ­შინ მოხ­და აშ­კა­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს წინა მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კას, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა წინა მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კას, ის ასე­ვე ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბის სურ­ვილს. მაგ­რამ, რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლო არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა, სუ­ვე­რე­ნუ­ლი ქვე­ყა­ნა და სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­სა­წყვე­ტია, სურს თუ არა მიჰ­ყვეს ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზას, ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო და გულ­სატ­კე­ნია“, - აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა და სამ­თავ­რო­ბო გუნ­დის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სა­კი­თხზე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა.

კერ­ძოდ, მმარ­თვე­ლი გუნ­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო 2028 წლის ბო­ლომ­დე დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნებს ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნის სა­კითხს. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო, ასე­ვე, 2028 წლის ბო­ლომ­დე უარს ამ­ბობს ყო­ველ­გვარ სა­ბი­უ­ჯე­ტო გრანტზე ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

განიხილება თუ არა უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტა? - ევროკავშირის ელჩის პასუხი

განიხილება თუ არა უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტა? - ევროკავშირის ელჩის პასუხი

საქართველოს საკითხს განიხილავს 27 წევრი სახელმწიფო მოახლოებულ საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე 16 დეკემბერს, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორი იქნება ევროკავშირის რეაგირება საქართველოსთან დაკავშირებით და განიხილება თუ არა პერსონალური სანქციების დაწესების საკითხი, ასევე, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობა.

"საქართველოს საკითხი რამდენჯერმე განიხილეს ბოლო დროს. საქართველოს საკითხს განიხილავს 27 წევრი სახელმწიფო მოახლოებულ საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე 16 დეკემბერს. ვფიქრობ, მეტ ინფორმაციას გაგიზიარებთ ამ შეხვედრის შემდეგ.

რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ეს არის ის, რასაც ბევრი თვეა ვამბობთ და ეს ვარიანტები ასევე მოიცავს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობას, მაგრამ ამას განიხილავს და გადაწყვეტს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, სად სურს მათი ქვეყანა იყოს.

"ჩემი გზავნილი იქნება, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, ჩვენ დაგელოდებით. ეს არის თქვენი ქვეყანა, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, სად გსურთ ის იყოს. პირადად ჩემთვის ეს არის ნამდვილად გულსატკენია. მახსოვს, 2 წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდი, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საჯაროდ განაცხადა: „საქართველო ეკუთვნის ევროკავშირს, ევროკავშირი სრულყოფილი არ იქნება საქართველოს გარეშე“. ეს იყო ჩვენი აქ მუშაობის, ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის აქ მუშაობის გზამკვლევი 2 წლის განმავლობაში. ვამაყობდი, რომ ევროკავშირმა კარი გაუღო საქართველოს, ჩვენ საქართველოს მივანიჭეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატი სტატუსი და რაც გუშინ მოხდა აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს წინა მთავრობის პოლიტიკას, საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას, ის ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სურვილს. მაგრამ, რა თქმა უნდა, საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული ქვეყანა და საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა მიჰყვეს ევროპული ინტეგრაციის გზას, ჩემი აზრით, ძალიან სამწუხარო და გულსატკენია“, - აღნიშნა ელჩმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა.

კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

წაიკითხეთ ასევე: