მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკავშირის ელჩის პირველი კომენტარი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე - "ეს არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი, უკიდურესად სამწუხარო"
ევროკავშირის ელჩის პირველი კომენტარი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე - "ეს არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი, უკიდურესად სამწუხარო"

სა­ქარ­თვე­ლო აღა­რაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მიჰ­ყვეს ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზას მო­მა­ვა­ლი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სუ­ვე­რე­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ეს არის უკი­დუ­რე­სად იმედ­გა­მაც­რუ­ე­ბე­ლი, უკი­დუ­რე­სად სამ­წუ­ხა­რო, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა პა­ველ ჰერ­ჩინ­სკიმ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

"ჩვენ გა­ვუ­ღეთ ჩვე­ნი კარი, ევ­რო­კავ­ში­რის კარი სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნას, მოლ­დო­ვას, უკ­რა­ი­ნა და მოლ­დო­ვა სწრა­ფად მი­დი­ან წინ. რო­გორც ჩვენ გუ­შინ მო­ვის­მი­ნეთ, სა­ქარ­თვე­ლო აღა­რაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მიჰ­ყვეს ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზას მო­მა­ვა­ლი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სუ­ვე­რე­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ეს არის უკი­დუ­რე­სად იმედ­გა­მაც­რუ­ე­ბე­ლი, უკი­დუ­რე­სად სამ­წუ­ხა­რო“, - აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

მისი თქმით, ქარ­თველ­მა ხალ­ხმა თა­ვად უნდა გა­და­წყვი­ტოს, სად სურს მათი ქვე­ყა­ნა იყოს.

"ჩემი გზავ­ნი­ლი იქ­ნე­ბა, ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ ქარ­თველ ხალ­ხს, ჩვენ და­გე­ლო­დე­ბით. ეს არის თქვე­ნი ქვე­ყა­ნა, თქვენ უნდა გა­და­წყვი­ტოთ, სად გსურთ ის იყოს. პი­რა­დად ჩემ­თვის ეს არის ნამ­დვი­ლად გულ­სატ­კე­ნია. მახ­სოვს, 2 წლის წინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოვ­დი­ო­დი, ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და: „სა­ქარ­თვე­ლო ეკუთ­ვნის ევ­რო­კავ­შირს, ევ­რო­კავ­ში­რი სრულ­ყო­ფი­ლი არ იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­შე“. ეს იყო ჩვე­ნი აქ მუ­შა­ო­ბის, ჩემი, რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის აქ მუ­შა­ო­ბის გზამ­კვლე­ვი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ვა­მა­ყობ­დი, რომ ევ­რო­კავ­შირ­მა კარი გა­უ­ღო სა­ქარ­თვე­ლოს, ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს მი­ვა­ნი­ჭეთ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნის კან­დი­და­ტი სტა­ტუ­სი და რაც გუ­შინ მოხ­და აშ­კა­რად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს წინა მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კას, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა წინა მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კას, ის ასე­ვე ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბის სურ­ვილს. მაგ­რამ, რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლო არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა, სუ­ვე­რე­ნუ­ლი ქვე­ყა­ნა და სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­სა­წყვე­ტია, სურს თუ არა მიჰ­ყვეს ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზას, ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო და გულ­სატ­კე­ნია“, - აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბი­სა და სამ­თავ­რო­ბო გუნ­დის შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სა­კი­თხზე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა.

კერ­ძოდ, მმარ­თვე­ლი გუნ­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო 2028 წლის ბო­ლომ­დე დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნებს ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნის სა­კითხს. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო, ასე­ვე, 2028 წლის ბო­ლომ­დე უარს ამ­ბობს ყო­ველ­გვარ სა­ბი­უ­ჯე­ტო გრანტზე ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ევროკავშირის ელჩის პირველი კომენტარი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე - "ეს არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი, უკიდურესად სამწუხარო"

ევროკავშირის ელჩის პირველი კომენტარი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე - "ეს არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი, უკიდურესად სამწუხარო"

საქართველო აღარაა დაინტერესებული მიჰყვეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას მომავალი 4 წლის განმავლობაში. ეს არის საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილება, ეს არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი, უკიდურესად სამწუხარო, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჩვენ გავუღეთ ჩვენი კარი, ევროკავშირის კარი საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, უკრაინა და მოლდოვა სწრაფად მიდიან წინ. როგორც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, საქართველო აღარაა დაინტერესებული მიჰყვეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას მომავალი 4 წლის განმავლობაში. ეს არის საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილება, ეს არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი, უკიდურესად სამწუხარო“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, სად სურს მათი ქვეყანა იყოს.

"ჩემი გზავნილი იქნება, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, ჩვენ დაგელოდებით. ეს არის თქვენი ქვეყანა, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, სად გსურთ ის იყოს. პირადად ჩემთვის ეს არის ნამდვილად გულსატკენია. მახსოვს, 2 წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდი, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საჯაროდ განაცხადა: „საქართველო ეკუთვნის ევროკავშირს, ევროკავშირი სრულყოფილი არ იქნება საქართველოს გარეშე“. ეს იყო ჩვენი აქ მუშაობის, ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის აქ მუშაობის გზამკვლევი 2 წლის განმავლობაში. ვამაყობდი, რომ ევროკავშირმა კარი გაუღო საქართველოს, ჩვენ საქართველოს მივანიჭეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატი სტატუსი და რაც გუშინ მოხდა აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს წინა მთავრობის პოლიტიკას, საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას, ის ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სურვილს. მაგრამ, რა თქმა უნდა, საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული ქვეყანა და საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა მიჰყვეს ევროპული ინტეგრაციის გზას, ჩემი აზრით, ძალიან სამწუხარო და გულსატკენია“, - აღნიშნა ელჩმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა.

კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

წაიკითხეთ ასევე: