კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არასდროს, არასდროს დანებდე" - რა კადრებს აქვეყნებს ქართველი ტოპ მოდელი, მატილდა გვარლიანი
"არასდროს, არასდროს დანებდე" - რა კადრებს აქვეყნებს ქართველი ტოპ მოდელი, მატილდა გვარლიანი

ქარ­თვე­ლი ტოპ მო­დე­ლი მა­ტილ­და გვარ­ლი­ა­ნი თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს და თა­ვის პრო­ტესტს "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი "სთო­რე­ბით" გა­მო­ხა­ტავს.

მა­ტილ­და იმ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რომ­ლე­ბიც ღიად გა­მოთ­ქვა­მენ თა­ვი­ანთ პო­ზი­ცი­ას. მას ამ­ჯე­რად ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ცნო­ბი­ლი ვი­დეო აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, სა­დაც ჟვა­ნია ამ­ბობს:

"არის მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა თქვა მკა­ფიო არა, არის მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა უთხრას ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, შენ ვერ წა­მარ­თმევ მე იმ უფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც მე ღმერ­თმა მომ­ცა იმ მო­მენ­ტში, რო­დე­საც გა­მა­ჩი­ნა ადა­მი­ა­ნად. თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამას ვერ მო­ა­ხერ­ხებს, თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­სო­ლი­და­ცია ვერ ხერ­ხდე­ბა ამ მთა­ვა­რი "არას" სათ­ქმე­ლად, მა­შინ ის სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვე­რა­სო­დეს ვერ გა­ი­მარ­ჯვებს, ის იქ­ნე­ბა და­მო­ნე­ბუ­ლი, ის იქ­ნე­ბა ყო­ველ­თვის მა­რი­ო­ნე­ტის, გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი მა­სა­ლის როლ­ში თა­ვი­სი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში".

  • გარ­და ამი­სა, მა­ტილ­და აზი­ა­რებს ფო­ტოს, სა­დაც წე­რია - "არას­დროს, არას­დროს და­ნებ­დე". ქარ­თველ ტოპ მო­დელს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ფო­ტოც აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, სა­დაც ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სპეც­რაზმთან მის­ვლის კად­რია აღ­ბეჭ­დი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, თბი­ლის­ში 28 ნო­ემ­ბერს, საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მმარ­თვე­ლი გუნ­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლომ 2028 წლის ბო­ლომ­დე დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნებს ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის სა­კითხს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი თბი­ლის­ში ორი ლო­კა­ცი­ა­ზე - გორ­გას­ლის ქუ­ჩა­ზე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­თან და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან შე­იკ­რიბ­ნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით აქ­ცია გა­ერ­თი­ან­და პარ­ლა­მენ­ტის წინ, სა­დაც ვი­თა­რე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის არა­ერ­თხელ და­ი­ძა­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით, ღა­მის 2:00 სა­ა­თის, შემ­დეგ სა­პო­ლი­ციო ძა­ლებ­მა დე­მონ­სტრან­ტე­ბის გაფრ­თხი­ლე­ბის შემ­დეგ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დაშ­ლა და­ი­წყეს. სპეც­რაზმმა მო­მი­ტინ­გე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წყლის ჭავ­ლი არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ყე­ნა.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს და რამ­დე­ნი და­შავ­და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე.

ნა­ხეთ ასე­ვე:

"დღეს ბე­ბი­ე­ბი იცავ­დნენ შვი­ლიშ­ვი­ლებს რო­ბო­კო­პე­ბის­გან - მეც მყავ­და ჩემი დაც­ვა!" - რე­ჟი­სო­რი დათა თა­ვა­ძე აქ­ცი­ა­ზე ბე­ბი­ას­თან - მაკა მა­ხა­რა­ძეს­თან ერ­თად

ავტორი:

"არასდროს, არასდროს დანებდე" - რა კადრებს აქვეყნებს ქართველი ტოპ მოდელი, მატილდა გვარლიანი

"არასდროს, არასდროს დანებდე" - რა კადრებს აქვეყნებს ქართველი ტოპ მოდელი, მატილდა გვარლიანი

ქართველი ტოპ მოდელი მატილდა გვარლიანი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მხარდაჭერას უცხადებს და თავის პროტესტს "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული "სთორებით" გამოხატავს.

მატილდა იმ ცნობილი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ღიად გამოთქვამენ თავიანთ პოზიციას. მას ამჯერად ზურაბ ჟვანიას ცნობილი ვიდეო აქვს გამოქვეყნებული, სადაც ჟვანია ამბობს:

"არის მომენტები, როდესაც საზოგადოებამ უნდა თქვა მკაფიო არა, არის მომენტები, როდესაც საზოგადოებამ უნდა უთხრას ხელისუფლებას, შენ ვერ წამართმევ მე იმ უფლებას, რომელიც მე ღმერთმა მომცა იმ მომენტში, როდესაც გამაჩინა ადამიანად. თუ საზოგადოება ამას ვერ მოახერხებს, თუ საზოგადოების კონსოლიდაცია ვერ ხერხდება ამ მთავარი "არას" სათქმელად, მაშინ ის საზოგადოება ვერასოდეს ვერ გაიმარჯვებს, ის იქნება დამონებული, ის იქნება ყოველთვის მარიონეტის, გამოსაყენებელი მასალის როლში თავისი ხელისუფლების ხელში".

  • გარდა ამისა, მატილდა აზიარებს ფოტოს, სადაც წერია - "არასდროს, არასდროს დანებდე". ქართველ ტოპ მოდელს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფოტოც აქვს გამოქვეყნებული, სადაც ზურაბიშვილის სპეცრაზმთან მისვლის კადრია აღბეჭდილი.

შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი არაერთხელ გამოიყენა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი დააკავეს და რამდენი დაშავდა საპროტესტო აქციაზე.

ნახეთ ასევე:

"დღეს ბებიები იცავდნენ შვილიშვილებს რობოკოპებისგან - მეც მყავდა ჩემი დაცვა!" - რეჟისორი დათა თავაძე აქციაზე ბებიასთან - მაკა მახარაძესთან ერთად