მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნანა მალაშხიას ცხვირი აქვს გატეხილი, ელენე ხოშტარიას კი სავარაუდოდ, ხელის მოტეხილობა აღენიშნება
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნანა მალაშხიას ცხვირი აქვს გატეხილი, ელენე ხოშტარიას კი სავარაუდოდ, ხელის მოტეხილობა აღენიშნება

"კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას გარ­და, და­შავ­და ნანა მა­ლაშ­ხია და კო­ა­ლი­ცი­ის კი­დევ რამ­დე­ნი­მე წევ­რი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დაშ­ლის დროს “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის” წევ­რე­ბი და­შავ­დნენ.

რო­გორც კო­ა­ლი­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, ნანა მა­ლაშ­ხი­ას ცხვი­რი აქვს გა­ტე­ხი­ლი, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას კი სა­ვა­რა­უ­დოდ, ხე­ლის მო­ტე­ხი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა.

ასე­ვე პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რს ვანო წე­რე­თელს სპეც­რაზ­მე­ლე­ბი „ოფი­სამ­დე მიჰ­ყვნენ და თავ­ში გა­მე­ტე­ბით ურტყეს“. და­შა­ვე­ბუ­ლია ანა ჭარ­ხა­ლაშ­ვი­ლიც, რო­მელ­საც ფეხი აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, თბი­ლის­ში 28 ნო­ემ­ბერს, საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მმარ­თვე­ლი გუნ­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლომ 2028 წლის ბო­ლომ­დე დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნებს ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნის სა­კითხს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი თბი­ლის­ში ორი ლო­კა­ცი­ა­ზე - გორ­გას­ლის ქუ­ჩა­ზე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ოფის­თან და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან შე­იკ­რიბ­ნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით აქ­ცია გა­ერ­თი­ან­და პარ­ლა­მენ­ტის წინ, სა­დაც ვი­თა­რე­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის არა­ერ­თხელ და­ი­ძა­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით, ღა­მის 2:00 სა­ა­თის, შემ­დეგ სა­პო­ლი­ციო ძა­ლებ­მა დე­მონ­სტრან­ტე­ბის გაფრ­თხი­ლე­ბის შემ­დეგ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის დაშ­ლა და­ი­წყეს. სპეც­რაზ­მი იყე­ნებს წყლის ჭავლსა და სპე­ცი­ა­ლურ სა­შუ­ა­ლე­ბებს, მათ შო­რის ცრემლსა­დენ გაზს, და ე.წ. წი­წა­კის სპრე­ის მო­მი­ტინ­გე­თა წი­ნა­აღ­მდეგ, თუმ­ცა დე­მონ­სტრან­ტე­ბი დაშ­ლას არ აპი­რე­ბენ და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რის გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვეთ­ზე რჩე­ბი­ან. ვრცელ­დე­ბა ცნო­ბე­ბი და­შა­ვე­ბულ­თა შე­სა­ხებ, მათ შო­რის არი­ან მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბიც. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნანა მალაშხიას ცხვირი აქვს გატეხილი, ელენე ხოშტარიას კი სავარაუდოდ, ხელის მოტეხილობა აღენიშნება

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნანა მალაშხიას ცხვირი აქვს გატეხილი, ელენე ხოშტარიას კი სავარაუდოდ, ხელის მოტეხილობა აღენიშნება

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე ელენე ხოშტარიას გარდა, დაშავდა ნანა მალაშხია და კოალიციის კიდევ რამდენიმე წევრი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლის დროს “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრები დაშავდნენ.

როგორც კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, ნანა მალაშხიას ცხვირი აქვს გატეხილი, ელენე ხოშტარიას კი სავარაუდოდ, ხელის მოტეხილობა აღენიშნება.

ასევე პრესსამსახურის ინფორმაციით, კოალიციის წევრს ვანო წერეთელს სპეცრაზმელები „ოფისამდე მიჰყვნენ და თავში გამეტებით ურტყეს“. დაშავებულია ანა ჭარხალაშვილიც, რომელსაც ფეხი აქვს დაზიანებული.

შეგახსენებთ, თბილისში 28 ნოემბერს, საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. აქციის მონაწილეები თბილისში ორი ლოკაციაზე - გორგასლის ქუჩაზე, "ქართული ოცნების" ოფისთან და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით აქცია გაერთიანდა პარლამენტის წინ, სადაც ვითარება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის არაერთხელ დაიძაბა. დაახლოებით, ღამის 2:00 საათის, შემდეგ საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების გაფრთხილების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყეს. სპეცრაზმი იყენებს წყლის ჭავლსა და სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის ცრემლსადენ გაზს, და ე.წ. წიწაკის სპრეის მომიტინგეთა წინააღმდეგ, თუმცა დემონსტრანტები დაშლას არ აპირებენ და რუსთაველის გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე რჩებიან. ვრცელდება ცნობები დაშავებულთა შესახებ, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები და სამართალდამცველებიც. ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანი დაშავდა მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.