საპოლიციო ძალები პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების დაშლა დაიწყეს.
ცოტა ხნით ადრე კი, აქციის მონაწილეები რამდენჯერმე გააფრთხილეს, რომ ტერიტორია დაეტოვებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს გამოიყენებდნენ.
აღნიშნულამდე რამდენიმე წუთით ადრე, ჭიჭინაძის ქუჩაზე განლაგებული სამართალდამცავები სპეცდანიშნულების რაზმა ჩაანაცვლა.
ამ დროისთვის, ჭიჭინაძის ქუჩა სრულად სპეცრაზმს უკავია.
საპოლიციო ძალები პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენებას კვლავ აგრძელებენ.
ამასთან, ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩა მთლიანად სპეცდანიშნულების რაზმს აქვს დაკავებული.
ასევე, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.
იხილეთ ასევე: