პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე განლაგებულმა სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ასევე გაისმა გაფრთხილება, რომ ტერიტორია დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანონით გათვალისწინებული საშუალებები იქნება გამოყენებული.
სავარაუდოდ სპეცრაზმი დარბევისთვის ემზადება. მზადყოფნაშია მოყვანილი წყლის ჭავლის მანქანა.
პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე დაძაბული ვითარებაა. ადგილზე მყოფ სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ჭიჭინაძის ქუჩა ამ დროისთვის პოლიციელებისგან სრულად თავისუფალია, ის სპედანიშნულების რაზმმა ჩაანაცვლა.
აქციის მონაწილეების ნაწილმა პოლიციელებს სხვადასხვა საგნები, ბოთლები ესროლეს. ამასთან, დემონსტრანტებმა სავარაუდოდ, სამართალდამცავებს საღებავი შეასხეს, საპასუხოდ, კი პოლიციელები მათ ე.წ. წიწაკის სპრეის ასხამენ.