პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ქართული ოცნება“ დრამატულად აზიანებს საკუთარ ლეგიტიმაციას, რაც ისედაც მყიფე გარემოში სრულიად გაუგებარია“ - გიორგი კვირიკაშვილი
“ქართული ოცნება“ დრამატულად აზიანებს საკუთარ ლეგიტიმაციას, რაც ისედაც მყიფე გარემოში სრულიად გაუგებარია“ - გიორგი კვირიკაშვილი

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ დრა­მა­ტუ­ლად აზი­ა­ნებს სა­კუ­თარ ლე­გი­ტი­მა­ცი­ას - პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან იძ­ლე­ვა უკი­დუ­რე­სად ნე­გა­ტი­ურ სიგ­ნალს ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­ის თვი­სობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე“, - ამის შე­სა­ხებ ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

  • მისი თქმით, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის ცალ­მხრი­ვად, თუნ­დაც, დრო­ე­ბი­თი შე­ჩე­რე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რი ქმე­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს ამომ­რჩე­ველ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის ნე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფას.

“ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის ცალ­მხრი­ვად, თუნ­დაც, დრო­ე­ბი­თი შე­ჩე­რე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა არის სა­კუ­თა­რი­ვე ამომ­რჩევ­ლის მი­მართ გა­ცე­მუ­ლი ევ­რო­პის­კენ ღირ­სე­უ­ლი სვლის და­პი­რე­ბის სა­პი­რის­პი­როდ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რი ქმე­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს ამომ­რჩე­ველ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის ნე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფას. ამ ნა­ბი­ჯით “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ დრა­მა­ტუ­ლად აზი­ა­ნებს სა­კუ­თარ ლე­გი­ტი­მა­ცი­ას, რაც ისე­დაც მყი­ფე გა­რე­მო­ში სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია.

ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია ორ­მხრი­ვი პრო­ცე­სია და მისი გა­ნახ­ლე­ბა და გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბის­თვის ვა­დე­ბის გან­სა­ზღვრა კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის ცალ­მხრი­ვი პრე­რო­გა­ტი­ვა არ არის. პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან იძ­ლე­ვა უკი­დუ­რე­სად ნე­გა­ტი­ურ სიგ­ნალს ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­ის თვი­სობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე. გა­უ­გე­ბა­რია, რა პო­ლი­ტი­კუ­რი და პრაგ­მა­ტუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი დგას ამ ქმე­დე­ბის უკან.

ვფიქ­რობ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლე დრო­ში უნდა მო­ახ­დი­ნოს მთა­ვა­რი სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს ევ­რო­კავ­შირ­თან აქ­ტი­უ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის აღ­დგე­ნას ტრა­დი­ცი­უ­ლი და ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ში კომ­პრო­მი­სის გა­რე­შე“, - აცხა­დებს კვი­რი­კაშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

“ქართული ოცნება“ დრამატულად აზიანებს საკუთარ ლეგიტიმაციას, რაც ისედაც მყიფე გარემოში სრულიად გაუგებარია“ - გიორგი კვირიკაშვილი

“ქართული ოცნება“ დრამატულად აზიანებს საკუთარ ლეგიტიმაციას, რაც ისედაც მყიფე გარემოში სრულიად გაუგებარია“ - გიორგი კვირიკაშვილი

“ქართული ოცნება“ დრამატულად აზიანებს საკუთარ ლეგიტიმაციას - პროცესის შეჩერება საქართველოს მხრიდან იძლევა უკიდურესად ნეგატიურ სიგნალს ქვეყნის სტრატეგიის თვისობრივი ცვლილების თაობაზე“, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

  • მისი თქმით, ევროინტეგრაციის პროცესის ცალმხრივად, თუნდაც, დროებითი შეჩერების გამოცხადება არის აბსოლუტურად გაუგებარი ქმედება და შესაბამისად წარმოადგენს საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის ნების უგულებელყოფას.

“ევროინტეგრაციის პროცესის ცალმხრივად, თუნდაც, დროებითი შეჩერების გამოცხადება არის საკუთარივე ამომრჩევლის მიმართ გაცემული ევროპისკენ ღირსეული სვლის დაპირების საპირისპიროდ განხორციელებული აბსოლუტურად გაუგებარი ქმედება და შესაბამისად წარმოადგენს საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის ნების უგულებელყოფას. ამ ნაბიჯით “ქართული ოცნება“ დრამატულად აზიანებს საკუთარ ლეგიტიმაციას, რაც ისედაც მყიფე გარემოში სრულიად გაუგებარია.

ევროინტეგრაცია ორმხრივი პროცესია და მისი განახლება და გაწევრიანების მოლაპარაკებისთვის ვადების განსაზღვრა კანდიდატი ქვეყნის ცალმხრივი პრეროგატივა არ არის. პროცესის შეჩერება საქართველოს მხრიდან იძლევა უკიდურესად ნეგატიურ სიგნალს ქვეყნის სტრატეგიის თვისობრივი ცვლილების თაობაზე. გაუგებარია, რა პოლიტიკური და პრაგმატული არგუმენტები დგას ამ ქმედების უკან.

ვფიქრობ, ხელისუფლებამ მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა მოახდინოს მთავარი საარჩევნო დაპირებისადმი ერთგულების დემონსტრირება, რაც გულისხმობს ევროკავშირთან აქტიური ინტეგრაციის პროცესის აღდგენას ტრადიციული და ოჯახური ღირებულებების დაცვაში კომპრომისის გარეშე“, - აცხადებს კვირიკაშვილი.