ავტორი:

ვითარება დაიძაბა პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე - პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა

ვითარება დაიძაბა პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე - პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა
  • ფოტოები: ინტერპრესნიუსი, გიორგი ჟამერაშვილი

ამ წუთებში დაძაბული ვითარებაა პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე. აქციის მონაწილეებს სამართალდამცავები გადადგილების საშუალებას არ აძლევენ, რის გამოც მათ შორის რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება.

  • აქციის მონაწილეებმა სკანდირებენ „რუსებო“ . პარალელურად, დემონსტრანტები პარლამენტის შენობის წინ აღმართულ რკინის ჯებირებზე პროტესტის ნიშნად აბრახუნებენ.

ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები მიმართავენ პოლიციელებს, რომ "მოიხსნან ნიღბები და გადავიდნენ ხალხის მხარეს".

მიმდინარე აქციის გამო რუსთაველის გამზირი გადაკეტილია ამ დროისთვის. ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე.

საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე, განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება" - ნათქვამია განცხადებაში.

  • ცნობისთვის, ამ დროისთვის საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. დედაქალაქში აქციის გამო გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.

აქციები თბილისში და რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს.