ავტორი:

"ქართველო ხალხო, თქვენ ხართ ქართველები და მაშასადამე, ხართ ევროპელები - ვიცით, რომ არ დანებდებით" - ლანდსბერგისი

"ქართველო ხალხო, თქვენ ხართ ქართველები და მაშასადამე, ხართ ევროპელები - ვიცით, რომ არ დანებდებით" - ლანდსბერგისი

ქართველო ხალხო, თქვენ ხართ ქართველები და მაშასადამე, ხართ ევროპელები, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, "არავის არ შეუძლია ეს წაგართვათ".

"გზა გრძელი და რთულია, მაგრამ ვიცით, რომ არ დანებდებით, შესაბამისად, ჩვენც არ დავნებდებით", - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

საქართველოს პრემიერ -მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა.

კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

წაიკითხეთ ასევე: