ნიღბები საბოლოოდ მოიხსნა , - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს.
"12 წლის მანძილზე ივანიშვილი და "ქართული ოცნება" კრემლის პოლიტიკას ატარებდნენ, იგნორირებას უკეთებდნენ ევროკავშირისკენ და ნატოსკენ მისწრაფებებს. მაგრამ, რას ფიქრობს ქართველი ხალხი? ნამდვილად სურთ მათ რუსეთთან დარჩენა?" , - წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე.
საქართველოს პრემიერ -მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა.
კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
წაიკითხეთ ასევე: