პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათა თუთაშხიას ფენომენი - რა უნდა იცოდეთ უკვდავ გმირზე?
დათა თუთაშხიას ფენომენი - რა უნდა იცოდეთ უკვდავ გმირზე?

დათა თუ­თაშ­ხია ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის ყვე­ლა­ზე გან­თქმუ­ლი რო­მა­ნია, რო­მე­ლიც 1973-1975 წლებ­ში შე­იქ­მნა. მოქ­მე­დე­ბა ხდე­ბა XIX სა­უ­კუ­ნის და­სას­რულ­სა და XX სა­უ­კუ­ნის დამ­დეგს სა­ქარ­თვე­ლო­ში. სი­უ­ჟე­ტი აგე­ბუ­ლია მწვა­ვე სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე, ავ­ტო­რი ეხე­ბა მრა­ვალ ეთი­კურ პრობ­ლე­მას. ზო­გა­დად, ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის პერ­სო­ნა­ჟე­ბი ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის წარ­მო­სახ­ვა­ში ცო­ცხალ, რე­ა­ლურ ადა­მი­ა­ნებს ედა­რე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით, მისი დათა თუ­თაშ­ხია, რო­მე­ლიც თა­ვი­სი წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი­თა და ვაჟ­კა­ცუ­რი ბუ­ნე­ბით, ერ­თგვა­რად ეპო­ქის სიმ­ბო­ლოდ იქცა.

წიგ­ნის მთა­ვა­რი გმი­რი დათა თუ­თაშ­ხია, რო­მე­ლიც იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბა, კა­ნონ­გა­რე­შე ცხოვ­რე­ბის გზას და­ად­გეს, აბ­რა­გი ხდე­ბა და წლე­ბის მან­ძილ­ზე ახერ­ხებს, მე­ფის ჟან­დარ­მე­რი­ას და­ე­მა­ლოს. მისი მა­მი­დაშ­ვი­ლი მუშ­ნი ზა­რან­დია კი კა­ნო­ნის სამ­სა­ხურ­ში დგო­მას გა­და­წყვეტს და ჟან­დარ­მე­რი­ის ჩი­ნოვ­ნი­კი გახ­დე­ბა. რო­მან­ში მოქ­მე­დე­ბა სწო­რედ მათი ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­შე­მო გან­ვი­თარ­დე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ რო­მა­ნის ფა­ბუ­ლას სა­ფუძ­ვლად უდევს სა­მეგ­რე­ლოს სო­ფელ სა­ჩი­ნოს მკვიდრ გუძა შე­ლი­ა­სა და მის მა­მი­დაშ­ვილ შალ­ვა კვა­რა­ცხე­ლი­ას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის ერთი მო­ნაკ­ვე­თი. შე­ლი­ას 1930-40-იან წლებ­ში უთან­ხმო­ე­ბა ჰქონ­და იმ­დრო­ინ­დელ საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, რის გა­მოც გა­აბ­რა­გე­ბა მო­უ­წია. კვა­რა­ცხე­ლია კი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი იყო და გუ­ძას აბ­რა­გო­ბა კა­რი­ე­რულ წინსვლა­ში უშ­ლი­და ხელს. გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, სწო­რედ მისი რჩე­ვით ჩა­ბარ­და გუძა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რად­გან შალ­ვა დაჰ­პირ­და, რომ ერთ წე­ლი­წად­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­და, თუმ­ცა და­ნა­პი­რე­ბი არ შე­უს­რუ­ლე­ბია.

გუძა შე­ლია ჭა­ბუა ამი­რე­ჯიბს 1945 წელს, ორ­თა­ჭა­ლის ცი­ხე­ში შეხ­ვდა, როცა ჭა­ბუა და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი იყო ან­ტი­საბ­ჭო­თა საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. გუ­ძამ ჭა­ბუ­ას მო­უყ­ვა თა­ვი­სი ამ­ბა­ვი, რაც მწე­რალ­მა შემ­დგომ­ში თა­ვი­სი რო­მა­ნის ფა­ბუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნა.

გუძა შე­ლი­ას ამ­ბა­ვი ასე დას­რუ­ლე­ბუ­ლა: მან ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვა სცა­და, თუმ­ცა ამ მცდე­ლო­ბი­სას მოკ­ლეს.

რო­გო­რია გუძა შე­ლი­ას ის­ტო­რი­ით შთა­გო­ნე­ბუ­ლი გმი­რის დათა თუ­თაშ­ხი­ას ცხოვ­რე­ბა?

გმი­რი და­ბა­დე­ბი­დან ვერ იტანს უსა­მარ­თლო­ბა­სა და უკა­ნო­ნო­ბას, რაც მე­ფის მმარ­თვე­ლო­ბის იყო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. რო­მან­ში თა­ვი­დან­ვე ვი­გებთ, რომ იგი შემ­თხვე­ვი­თი მკვლე­ლო­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის იყო ბრალ­დე­ბუ­ლი. მას შემ­დეგ მო­უ­წია ტყე­ში გა­ხიზ­ვნა და ჟან­დარ­მე­რი­ის დევ­ნი­ლად ქცე­ვა. დათა თუ­თაშ­ხია მთე­ლი რო­მა­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში იც­ვლის ად­გილ­სამ­ყო­ფელს და სა­დაც ბო­რო­ტე­ბას ხე­დავს, ცდი­ლობს რო­გორ­მე შე­ებ­რძო­ლოს მას.

რო­მა­ნი 4 ნა­წი­ლა­დაა და­ყო­ფი­ლი:

პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი ძი­რი­თა­დად, მოსე ზამ­თა­რა­ძის მო­ნა­თხრობს ეთ­მო­ბა. ორი აბ­რა­გი, თუ­თაშ­ხია და ზამ­თა­რა­ძე თავს სა­ირ­მის ტყეს შე­ა­ფა­რე­ბენ და სა­ო­ცარ ამ­ბავ­ში გა­ეხ­ვე­ვი­ან. ისი­ნი აღ­მო­ა­ჩე­ნენ, რომ აქ ხალ­ხს ბე­ლა­დად და „მამა-მარ­ჩენ­ლად“ არ­ქი­ფო სე­თუ­რი ჰყავს „და­ნიშ­ნუ­ლი“. თუ­თაშ­ხია ხალ­ხის მის­გან დახ­სნას ცდი­ლობს, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, მასა და მის თა­ნა­მებ­რძოლს გა­ლა­ხუ­ლებს გა­მო­ა­ძე­ვე­ბენ სოფ­ლი­დან.

მე­ო­რე ნა­წილ­ში დათა თუ­თაშ­ხია, მისი წინა გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­და­წყვეტს, რომ აღარ ჩა­ე­რი­ოს სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხებ­ში, თუ სრუ­ლი­ად არ იქ­ნე­ბა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ მისი ქმე­დე­ბე­ბი და­დე­ბით შე­დეგს გა­მო­ი­ღებს. მისი ახა­ლი პო­ზი­ცი­ის შე­დე­გად ხალ­ხი ივი­წყებს აბ­რა­გის მიერ წარ­სულ­ში გა­კე­თე­ბულ ყვე­ლა კარგ საქ­მეს, რაც დათა თუ­თაშ­ხი­ას კი­დევ უფრო გულ­გრილს გახ­დის.

მე­სა­მე ნა­წი­ლი უკვე გმი­რის თვით­გა­მორ­კვე­ვას ეხე­ბა. დათა თუ­თაშ­ხია ცდი­ლობს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი გახ­დეს, უფრო გა­ე­რი­ოს ხალ­ხში და თვი­თონ გან­სა­ზღვროს ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა და ფი­ლო­სო­ფია. ის უერ­თდე­ბა ად­ვო­კა­ტის, სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცუ­ლი ქა­ლის პა­ტა­რა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წრეს და ეს­წრე­ბა სხვა­დას­ხვა შეკ­რე­ბას, სა­დაც ფი­ლო­სო­ფი­ურ თე­მებ­ზე იმარ­თე­ბა დე­ბა­ტე­ბი. ერთ-ერთ ასეთ სა­ღა­მოს ის საფრ­თხე­შიც კი აღ­მოჩ­ნდე­ბა, თუმ­ცა მის და­კა­ვე­ბას ვერ შეძ­ლე­ბენ.

მე­ო­თხე ნა­წილ­ში დათა თუ­თაშ­ხია ხვდე­ბა, რომ ბო­რო­ტე­ბის დაძ­ლე­ვა მხო­ლოდ ძა­ლით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. მას ახ­სოვს, რომ ბი­ძაშ­ვი­ლი ჟან­დარ­მე­რი­ის სა­უ­კე­თე­სო თა­ნამ­შრო­მე­ლია.

სა­ბო­ლო­ოდ, დათა თუ­თაშ­ხია გა­და­წყვეტს, მუშ­ნის სა­სი­კე­თოდ ჩაჯ­დეს ცი­ხე­ში. დას­კვნით ნა­წილ­ში გმი­რი ხვდე­ბა, რომ სა­უ­კე­თე­სო გზა, ბო­რო­ტე­ბა აა­რი­დო მსოფ­ლი­ოს, არის ის, რომ იყო კარ­გი ადა­მი­ა­ნი და სი­კე­თე აკე­თო.

რო­მა­ნი თავ­და­პირ­ვე­ლად ჟურ­ნალ „ცის­კარ­ში“ იბეჭ­დე­ბო­და, რის გა­მოც მთავ­რო­ბას რე­დაქ­ცი­ას­თან ბრძო­ლა არ და­უ­წყია. 1973 წლი­დან „დათა თუ­თაშ­ხია“ უკვე წიგ­ნად გა­მო­ი­ცა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით რუ­სულ ენა­ზეც ითარ­გმნა. წიგ­ნის პო­პუ­ლა­რო­ბამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცოტა არ იყოს შე­ა­ში­ნა. სუკ­მა სწრა­ფად­ვე შექ­მნა პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ჭორი, რომ „ეს წიგ­ნი ჭა­ბუა ამი­რე­ჯიბს არ და­უ­წე­რია“, თუმ­ცა ამან ვერც რო­მანს და ვერც მის ავ­ტორს ვე­რა­ფე­რი და­აკ­ლო. სა­ბო­ლო­ოდ, როცა გა­ირ­კვა, რომ ავ­ტო­რი, რო­მელ­საც წლე­ბი ჰქონ­და პა­ტიმ­რო­ბა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან კონფრონ­ტა­ცი­ას ერი­დე­ბო­და, მთავ­რო­ბის ხელ­შე­წყო­ბით „დათა თუ­თაშ­ხია“ კი­დევ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და.

გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძი­სა და გიზო გა­ბეს­კი­რი­ას მრა­ვალ­სე­რი­ი­ან­მა ფილმმა „დათა თუ­თაშ­ხი­ას“ კი­დევ უფრო დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოსტა
3

ეს არის სამაგიდე წიგნი. მე არ მესმის ამ ნაწარმოებს რატომ არ ასწავლიან სკოლაში, რატომ არ მართავენ მოსწავლეებში მსჯელობებს?

ერთი საინტერესო რამ არის ამ ნაწარმოებში - თუთაშხია გმირია და ზარანდია ანტიგმირი იმ პერიოდში, როცა საქართველო დაპყრობილია, თუთაშხია არ ცხოვრობს იმპერიის ანუ სახელმწიფოს კანონებით, ის ანარქისტია, თავისი კანონებით ცხოვრობს, ხოლო მუშნი პირიქით - სახელმწიფოს სამსახურშია.

დღეს, როცა საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, არა სახელმწიფო, არამედ თავისი შეხედულებითა და კანონებით მოქმედი დათა ანტიგმირია და ქართული სახელმწიფოს სამსახურში მდგომი და კანონმორჩილი მუშნი გმირი.

შორენა
1

სამაგიდო წიგნი, უამრავ საკითხზე ბრძნული, მყარი არგუმენტით!

ღმერთო, უჩინ_უმრავლე ქართველობას მსგავსი ავტორებიცა და გმირებიც!

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

დათა თუთაშხიას ფენომენი - რა უნდა იცოდეთ უკვდავ გმირზე?

დათა თუთაშხიას ფენომენი - რა უნდა იცოდეთ უკვდავ გმირზე?

დათა თუთაშხია ჭაბუა ამირეჯიბის ყველაზე განთქმული რომანია, რომელიც 1973-1975 წლებში შეიქმნა. მოქმედება ხდება XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დამდეგს საქართველოში. სიუჟეტი აგებულია მწვავე სიტუაციებზე, ავტორი ეხება მრავალ ეთიკურ პრობლემას. ზოგადად, ჭაბუა ამირეჯიბის პერსონაჟები ქართველი მკითხველის წარმოსახვაში ცოცხალ, რეალურ ადამიანებს ედარება. განსაკუთრებით, მისი დათა თუთაშხია, რომელიც თავისი წინააღმდეგობრივი ხასიათითა და ვაჟკაცური ბუნებით, ერთგვარად ეპოქის სიმბოლოდ იქცა.

წიგნის მთავარი გმირი დათა თუთაშხია, რომელიც იძულებული ხდება, კანონგარეშე ცხოვრების გზას დაადგეს, აბრაგი ხდება და წლების მანძილზე ახერხებს, მეფის ჟანდარმერიას დაემალოს. მისი მამიდაშვილი მუშნი ზარანდია კი კანონის სამსახურში დგომას გადაწყვეტს და ჟანდარმერიის ჩინოვნიკი გახდება. რომანში მოქმედება სწორედ მათი ურთიერთობის გარშემო განვითარდება.

საინტერესოა, რომ რომანის ფაბულას საფუძვლად უდევს სამეგრელოს სოფელ საჩინოს მკვიდრ გუძა შელიასა და მის მამიდაშვილ შალვა კვარაცხელიას შორის ურთიერთობის ერთი მონაკვეთი. შელიას 1930-40-იან წლებში უთანხმოება ჰქონდა იმდროინდელ საბჭოთა ხელისუფლებასთან, რის გამოც გააბრაგება მოუწია. კვარაცხელია კი მაღალი თანამდებობის პირი იყო და გუძას აბრაგობა კარიერულ წინსვლაში უშლიდა ხელს. გადმოცემის თანახმად, სწორედ მისი რჩევით ჩაბარდა გუძა ხელისუფლებას, რადგან შალვა დაჰპირდა, რომ ერთ წელიწადში გაათავისუფლებდა, თუმცა დანაპირები არ შეუსრულებია.

გუძა შელია ჭაბუა ამირეჯიბს 1945 წელს, ორთაჭალის ციხეში შეხვდა, როცა ჭაბუა დაპატიმრებული იყო ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის. გუძამ ჭაბუას მოუყვა თავისი ამბავი, რაც მწერალმა შემდგომში თავისი რომანის ფაბულად გამოიყენა.

გუძა შელიას ამბავი ასე დასრულებულა: მან ციხიდან გაქცევა სცადა, თუმცა ამ მცდელობისას მოკლეს.

როგორია გუძა შელიას ისტორიით შთაგონებული გმირის დათა თუთაშხიას ცხოვრება?

გმირი დაბადებიდან ვერ იტანს უსამართლობასა და უკანონობას, რაც მეფის მმართველობის იყო დამახასიათებელი. რომანში თავიდანვე ვიგებთ, რომ იგი შემთხვევითი მკვლელობის თანამონაწილეობისთვის იყო ბრალდებული. მას შემდეგ მოუწია ტყეში გახიზვნა და ჟანდარმერიის დევნილად ქცევა. დათა თუთაშხია მთელი რომანის განმავლობაში იცვლის ადგილსამყოფელს და სადაც ბოროტებას ხედავს, ცდილობს როგორმე შეებრძოლოს მას.

რომანი 4 ნაწილადაა დაყოფილი:

პირველი ნაწილი ძირითადად, მოსე ზამთარაძის მონათხრობს ეთმობა. ორი აბრაგი, თუთაშხია და ზამთარაძე თავს საირმის ტყეს შეაფარებენ და საოცარ ამბავში გაეხვევიან. ისინი აღმოაჩენენ, რომ აქ ხალხს ბელადად და „მამა-მარჩენლად“ არქიფო სეთური ჰყავს „დანიშნული“. თუთაშხია ხალხის მისგან დახსნას ცდილობს, თუმცა საბოლოოდ, მასა და მის თანამებრძოლს გალახულებს გამოაძევებენ სოფლიდან.

მეორე ნაწილში დათა თუთაშხია, მისი წინა გამოცდილებიდან გამომდინარე გადაწყვეტს, რომ აღარ ჩაერიოს სოციალურ საკითხებში, თუ სრულიად არ იქნება დარწმუნებული, რომ მისი ქმედებები დადებით შედეგს გამოიღებს. მისი ახალი პოზიციის შედეგად ხალხი ივიწყებს აბრაგის მიერ წარსულში გაკეთებულ ყველა კარგ საქმეს, რაც დათა თუთაშხიას კიდევ უფრო გულგრილს გახდის.

მესამე ნაწილი უკვე გმირის თვითგამორკვევას ეხება. დათა თუთაშხია ცდილობს, საზოგადოების ნაწილი გახდეს, უფრო გაერიოს ხალხში და თვითონ განსაზღვროს ცხოვრების მნიშვნელობა და ფილოსოფია. ის უერთდება ადვოკატის, საიდუმლოებით მოცული ქალის პატარა საზოგადოებრივ წრეს და ესწრება სხვადასხვა შეკრებას, სადაც ფილოსოფიურ თემებზე იმართება დებატები. ერთ-ერთ ასეთ საღამოს ის საფრთხეშიც კი აღმოჩნდება, თუმცა მის დაკავებას ვერ შეძლებენ.

მეოთხე ნაწილში დათა თუთაშხია ხვდება, რომ ბოროტების დაძლევა მხოლოდ ძალით არის შესაძლებელი. მას ახსოვს, რომ ბიძაშვილი ჟანდარმერიის საუკეთესო თანამშრომელია.

საბოლოოდ, დათა თუთაშხია გადაწყვეტს, მუშნის სასიკეთოდ ჩაჯდეს ციხეში. დასკვნით ნაწილში გმირი ხვდება, რომ საუკეთესო გზა, ბოროტება აარიდო მსოფლიოს, არის ის, რომ იყო კარგი ადამიანი და სიკეთე აკეთო.

რომანი თავდაპირველად ჟურნალ „ცისკარში“ იბეჭდებოდა, რის გამოც მთავრობას რედაქციასთან ბრძოლა არ დაუწყია. 1973 წლიდან „დათა თუთაშხია“ უკვე წიგნად გამოიცა და მოგვიანებით რუსულ ენაზეც ითარგმნა. წიგნის პოპულარობამ ხელისუფლება ცოტა არ იყოს შეაშინა. სუკმა სწრაფადვე შექმნა პროპაგანდისტული ჭორი, რომ „ეს წიგნი ჭაბუა ამირეჯიბს არ დაუწერია“, თუმცა ამან ვერც რომანს და ვერც მის ავტორს ვერაფერი დააკლო. საბოლოოდ, როცა გაირკვა, რომ ავტორი, რომელსაც წლები ჰქონდა პატიმრობაში გატარებული, ხელისუფლებასთან კონფრონტაციას ერიდებოდა, მთავრობის ხელშეწყობით „დათა თუთაშხია“ კიდევ უფრო პოპულარული გახდა.

გიგა ლორთქიფანიძისა და გიზო გაბესკირიას მრავალსერიიანმა ფილმმა „დათა თუთაშხიას“ კიდევ უფრო დიდი პოპულარობა მოუტანა.