ავტორი:

“ევროპარლამენტის უპრეცედენტო რეზოლუცია მიღებულია, ახლა აღმასრულებელ შტოსთანაა სამუშაო, რომ ეს ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდეს“ - ნიკა გვარამია

“ევროპარლამენტის უპრეცედენტო რეზოლუცია მიღებულია, ახლა აღმასრულებელ შტოსთანაა სამუშაო, რომ ეს ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდეს“ - ნიკა გვარამია

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღების შემდეგ, ბრიუსელში ევროპარლამენტის აღმასრულებელ შტოსთანაა სამუშაო, რომ ეს ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდეს.

აღნიშნულის შესახებ გვარამია “ფეისბუქზე“ წერს და დოკუმენტიდან მთავარ პუნქტებს ასახელებს.

“ევროპარლამენტის უპრეცედენტო მკაცრი რეზოლუცია მიღებულია 444 ხმით.

მთავარი რომ გამოვყოთ: ახალი არჩევნები ნეიტრალური ადმინისტრაციით; არჩევნების გამოძიება; სანქციები ივანიშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს, ღარიბაშვილს, კალაძეს და ყველა მოსამართლეს და თანამდებობის პირს, ვინც არჩევნების გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა.

ასეა ეს და ახლა ბრიუსელში ევროპარლამენტის აღმასრულებელ შტოსთანაა სამუშაო, რომ ეს ყველაფერი ზედმიწევნით შესრულდეს“,- წერს გვარამია.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი 444-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 72-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 82-მა თავი შეიკავა.

დოკუმენტი ევროკომისიას საქართველოს უვიზო სტატუსის გადახედვისკენ მოუწოდებს. ამასთან, ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის დასანქცირებას მოითხოვს. გარდა ამისა, ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს და ერთი წლის განმავლობაში არჩევნების ხელახლა ჩატარების მოწოდებით გამოდის.

იხილეთ ასევე: