ავტორი:

ვალერი გაზაევი ყაველაშვილს აქებს

ვალერი გაზაევი ყაველაშვილს აქებს

27 ნოემბერს "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. ამ ფაქტს ვლადიკავკაზის "ალანიაში" მისი ყოფილი მწვრთნელი ვალერი გაზაევი სიხარულით შეხვდა. ის გახლდათ რუსეთის ნაკრების მწვრთნელი, ასევე ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო სათათბიროს წევრი.

მან ყაველაშვილს ნამდვილი პატრიოტი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება შემთხვევითობა ნამდვილად არ ყოფილა.

"მიშა თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტია და ამიტომ მისი კანდიდატად დასახელება შემთხვევითობა არ ყოფილა. ის "ალანიაში" ჩემთან ერთად იყო და თავი ყოველივე საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინა". - გააგრძელეთ კითხვა