სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ევროკავშირს დასამტკიცებელი აქვს, რომ პატივს სცემენ ჩვენს ღირსებას“ - ირაკლი კობახიძე
“ევროკავშირს დასამტკიცებელი აქვს, რომ პატივს სცემენ ჩვენს ღირსებას“ - ირაკლი კობახიძე

“ჩვენ წინ გვაქვს და­ახ­ლო­ე­ბით 6 წელი, ჩვე­ნი მი­ზა­ნია 2030 წლის­თვის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა - მზად ვართ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ყვე­ლა ის პი­რო­ბა, რო­მე­ლიც არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ აქ გა­დის გარ­კვე­უ­ლი ზღვა­რი, რაც ღირ­სე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, ევ­რო­კავ­შირ­საც აქვს და­სამ­ტკი­ცე­ბე­ლი, რომ პა­ტივს სცე­მენ ჩვენს ღირ­სე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პარ­ლა­მენ­ტში სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მის წარ­დგე­ნი­სას.


მისი თქმით, ევ­რო­კავ­შირ­მა უნდა დაგ­ვიმ­ტკი­ცოს, რომ მის­თვი­საც პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის­კენ მშვი­დო­ბით სვლა.


“ჩვე­ნი სა­არ­ჩევ­ნო სლო­გა­ნი გახ­ლდათ "მხო­ლოდ მშვი­დო­ბით, ღირ­სე­ბით, კე­თილ­დღე­ო­ბით ევ­რო­პის­კენ!" ესაა ჩვე­ნი სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მის სა­თა­უ­რიც. ჩვე­ნი მი­ზა­ნია მშვი­დო­ბის მყა­რად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ღირ­სე­ბით სა­კუ­თა­რი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა, მათ შო­რის, ღირ­სე­ბით ევ­რო­კავ­შირ­ში წევ­რო­ბის მო­პო­ვე­ბა და ჩვე­ნი მი­ზა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. ღირ­სე­ბა არის უპირ­ვე­ლე­სი და ღირ­სე­ბა არის მთა­ვა­რი გა­რან­ტი იმი­სა, რომ ჩვენ და­ვი­ცავთ ჩვენს ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, რო­გორც ეს ჩვე­ნი სლო­გა­ნი­და­ნაც იკი­თხე­ბა, არის სვლა ევ­რო­კავ­ში­რის­კენ. ეს იქ­ნე­ბა რთუ­ლი გზა. ჩვენ წინ გვაქვს და­ახ­ლო­ე­ბით 6 წელი.


ჩვე­ნი მი­ზა­ნია 2030 წლის­თვის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა. ევ­რო­კავ­შირს აქვს თა­ვი­სი პი­რო­ბე­ბი. ეს ჩვენ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ. ბუ­ნებ­რი­ვია, მზად ვართ და­ვიც­ვათ და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ყვე­ლა ის პი­რო­ბა, რო­მე­ლიც არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ აქ გა­დის გარ­კვე­უ­ლი ზღვა­რი, რაც ღირ­სე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.


  • ევ­რო­კავ­შირ­საც აქვს და­სამ­ტკი­ცე­ბე­ლი ის, რომ პა­ტივს სცე­მენ ჩვენს ღირ­სე­ბას. რო­დე­საც მშვი­დო­ბით ევ­რო­პის­კენ სვლა­ზე ვსა­უბ­რობთ, რა თქმა უნდა, ევ­რო­კავ­შირ­მა უნდა დაგ­ვიმ­ტკი­ცოს ის, რომ მის­თვი­საც არის პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მშვი­დო­ბით ჩვე­ნი სვლა ევ­რო­კავ­ში­რის­კენ. რო­დე­საც სა­უ­ბა­რია ღირ­სე­ბით ევ­რო­კავ­ში­რის­კენ სვლა­ზე, აქაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ევ­რო­კავ­შირ­მა და­იც­ვას ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი, ტრა­დი­ცი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი. ამი­ტომ აქაც, ევ­რო­კავ­შირს აქვს და­სამ­ტკი­ცე­ბე­ლი ჩვენ­თან და რო­დე­საც სა­უ­ბა­რია კე­თილ­დღე­ო­ბით ევ­რო­კავ­ში­რის­კენ სვლა­ზე - მინ­და, შე­გახ­სე­ნოთ, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ცდი­ლობ­დნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რის წარ­მარ­თვას. ისე წარ­მო­ა­ჩენ­დნენ, თით­ქოს ჯერ უნდა გახ­დე ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღო კე­თილ­დღე­ო­ბა.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს სიც­რუ­ეა. სი­ნამ­დვი­ლე­ში ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქი­თაა. ჯერ უნდა მი­აღ­წიო კე­თილ­დღე­ო­ბის გარ­კვე­ულ დო­ნეს და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მი­გი­ღე­ბენ ევ­რო­კავ­შირ­ში. აქაც უნდა გვაჩ­ვე­ნოს ევ­რო­კავ­შირ­მა, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა და მისი მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, მის­თვის ღი­რე­ბუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამა­ზე კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო ვსა­უბ­რობ. თქვენ რამ­დე­ნი­მე თვის წინ იხი­ლეთ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცია, სა­დაც ისი­ნი ითხო­ვენ სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბას, რაც ნიშ­ნავს, ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის ჩა­მოშ­ლას. უნდა და­ვი­ნა­ხოთ მო­მა­ვალ­ში, რომ ასე­თი რამ აღარ გან­მე­ორ­დე­ბა და რომ ევ­რო­კავ­ში­რის ბი­უ­როკ­რა­ტე­ბის, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მი­ზა­ნია, ქვე­ყა­ნა გან­ვი­თარ­დეს ეკო­ნო­მი­კუ­რად, ქვე­ყა­ნას ჰქონ­დეს მუდ­მი­ვი წინსვლა, მშვი­დო­ბა და ქვე­ყა­ნამ ღირ­სე­ბით ია­როს ევ­რო­კავ­ში­რის­კენ. ეს არის ჩვე­ნი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი. ამი­ტომ, რა თქმა უნდა, ჩვენც გვაქვს ევ­რო­კავ­შირ­თან და­სამ­ტკი­ცე­ბე­ლი, რომ პირ­ნათ­ლად ვმოქ­მე­დებთ და ანა­ლო­გი­უ­რად ევ­რო­კავ­შირ­საც აქვს და­სამ­ტკი­ცე­ბე­ლი ჩვენ­თან, რომ სა­თა­ნა­დოდ სცემს პა­ტივს მშვი­დო­ბას, ღირ­სე­ბას და კე­თილ­დღე­ო­ბას ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის.


და­სას­რულს, შე­ჯა­მე­ბის სა­ხით, კი­დევ ერთხელ შეგ­ვიძ­ლია დავ­დოთ პი­რო­ბა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე, რომ ვიქ­ნე­ბით აბ­სო­ლუ­ტუ­რად პირ­ნა­თე­ლი, პირ­ნათ­ლად შე­ვას­რუ­ლებთ ჩვენს სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მას, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ წინსვლას, მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას და ამ ყვე­ლაფ­რის შე­დე­გი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა. თან­მიმ­დევ­რუ­ლად ვივ­ლით წინ, ვივ­ლით წინ ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის­კენ!“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.


დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

“ევროკავშირს დასამტკიცებელი აქვს, რომ პატივს სცემენ ჩვენს ღირსებას“ - ირაკლი კობახიძე

“ევროკავშირს დასამტკიცებელი აქვს, რომ პატივს სცემენ ჩვენს ღირსებას“ - ირაკლი კობახიძე

“ჩვენ წინ გვაქვს დაახლოებით 6 წელი, ჩვენი მიზანია 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება - მზად ვართ გავითვალისწინოთ ყველა ის პირობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, მაგრამ აქ გადის გარკვეული ზღვარი, რაც ღირსებას უკავშირდება, ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი, რომ პატივს სცემენ ჩვენს ღირსებას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას.


მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა დაგვიმტკიცოს, რომ მისთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირისკენ მშვიდობით სვლა.


“ჩვენი საარჩევნო სლოგანი გახლდათ "მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ!" ესაა ჩვენი სამთავრობო პროგრამის სათაურიც. ჩვენი მიზანია მშვიდობის მყარად შენარჩუნება, ღირსებით საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, მათ შორის, ღირსებით ევროკავშირში წევრობის მოპოვება და ჩვენი მიზანია ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის გაუმჯობესება. ღირსება არის უპირველესი და ღირსება არის მთავარი გარანტი იმისა, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი ამოცანაა, როგორც ეს ჩვენი სლოგანიდანაც იკითხება, არის სვლა ევროკავშირისკენ. ეს იქნება რთული გზა. ჩვენ წინ გვაქვს დაახლოებით 6 წელი.


ჩვენი მიზანია 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანება. ევროკავშირს აქვს თავისი პირობები. ეს ჩვენ თავიდან ბოლომდე უნდა გავითვალისწინოთ. ბუნებრივია, მზად ვართ დავიცვათ და გავითვალისწინოთ ყველა ის პირობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, მაგრამ აქ გადის გარკვეული ზღვარი, რაც ღირსებას უკავშირდება.


  • ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი ის, რომ პატივს სცემენ ჩვენს ღირსებას. როდესაც მშვიდობით ევროპისკენ სვლაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ევროკავშირმა უნდა დაგვიმტკიცოს ის, რომ მისთვისაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი მშვიდობით ჩვენი სვლა ევროკავშირისკენ. როდესაც საუბარია ღირსებით ევროკავშირისკენ სვლაზე, აქაც მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა დაიცვას ჩვენი ეროვნული ინტერესები, ტრადიციული ფასეულობები. ამიტომ აქაც, ევროკავშირს აქვს დასამტკიცებელი ჩვენთან და როდესაც საუბარია კეთილდღეობით ევროკავშირისკენ სვლაზე - მინდა, შეგახსენოთ, რომ კონკრეტული ადამიანები არასწორი მიმართულებით ცდილობდნენ საზოგადოების აზრის წარმართვას. ისე წარმოაჩენდნენ, თითქოს ჯერ უნდა გახდე ევროკავშირის წევრი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მიიღო კეთილდღეობა.

სინამდვილეში, ეს სიცრუეა. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. ჯერ უნდა მიაღწიო კეთილდღეობის გარკვეულ დონეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიგიღებენ ევროკავშირში. აქაც უნდა გვაჩვენოს ევროკავშირმა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მისი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება, მისთვის ღირებული და მნიშვნელოვანია. ამაზე კონკრეტული მიზეზების გამო ვსაუბრობ. თქვენ რამდენიმე თვის წინ იხილეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია, სადაც ისინი ითხოვენ სანქციების დაწესებას, რაც ნიშნავს, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას. უნდა დავინახოთ მომავალში, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდება და რომ ევროკავშირის ბიუროკრატების, პოლიტიკოსების მიზანია, ქვეყანა განვითარდეს ეკონომიკურად, ქვეყანას ჰქონდეს მუდმივი წინსვლა, მშვიდობა და ქვეყანამ ღირსებით იაროს ევროკავშირისკენ. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენც გვაქვს ევროკავშირთან დასამტკიცებელი, რომ პირნათლად ვმოქმედებთ და ანალოგიურად ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი ჩვენთან, რომ სათანადოდ სცემს პატივს მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას ჩვენი ქვეყნისთვის.


დასასრულს, შეჯამების სახით, კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავდოთ პირობა ქართული საზოგადოების წინაშე, რომ ვიქნებით აბსოლუტურად პირნათელი, პირნათლად შევასრულებთ ჩვენს სამთავრობო პროგრამას, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებას და ამ ყველაფრის შედეგი იქნება ჩვენი ეროვნული ამოცანების შესრულება, ევროკავშირში გაწევრიანება. თანმიმდევრულად ვივლით წინ, ვივლით წინ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისკენ!“, - განაცხადა კობახიძემ.