პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაუჯერებელია. რომ ცოცხალია" - ბრიტანეთში იპოვეს მოლაშქრე, რომელიც 5 კვირა დაკარგული იყო: როგორ მოახერხა მან გადარჩენა?
"დაუჯერებელია. რომ ცოცხალია" - ბრიტანეთში იპოვეს მოლაშქრე, რომელიც 5 კვირა დაკარგული იყო: როგორ მოახერხა მან გადარჩენა?

მო­ლაშ­ქრე, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნეთ­ში, ტყე­ში ხუთ კვი­რა­ზე მეტი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო და­კარ­გუ­ლი, ცო­ცხა­ლი იპო­ვეს. 20 წლის სემ ბე­ნას­ტი­კი რო­მე­ლიც სა­ლაშ­ქროდ იმ­ყო­ფე­ბო­და, 19 ოქ­ტომ­ბერს გა­უ­ჩი­ნარ­და.

  • ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს შე­ა­ჩე­რა. იმ მხა­რე­ში, სა­დაც ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი და­ი­კარ­გა, ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა ზო­გი­ერთ დღეს -20 გრა­დუ­სი იყო, ამი­ტომ ბი­ჭის გა­დარ­ჩე­ნის იმე­დი თით­ქმის აღარ არ­სე­ბობ­და.

ბე­ნას­ტი­კი გა­სულ სამ­შა­ბათს ორმა მო­ქა­ლა­ქემ იპო­ვა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ტყე­ში სა­მუ­შა­ოდ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რა დრო­საც ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი და­ი­ნა­ხეს - მათ იც­ნეს, რომ ის და­კარ­გუ­ლი მო­ლაშ­ქრე იყო.

  • ბე­ნას­ტი­კი თავ­და­პირ­ვე­ლად ავ­ტო­მო­ბილ­ში რჩე­ბო­და, შემ­დეგ მდი­ნა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და, სა­დაც და­ბა­ნაკ­და და იქ და­ახ­ლო­ე­ბით 15 დღე გა­ა­ტა­რა, თუმ­ცა შემ­დეგ გზა და­კარ­გა. ბიჭს თან ჰქონ­და ზურგჩან­თა, სა­ძი­ლე ტო­მა­რა და სხვა სა­კემ­პინ­გო ნივ­თე­ბი, საკ­ვე­ბი, თუმ­ცა შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით.

ამინ­დი გა­უ­ა­რეს­და და მცი­რე თოვ­ლი მო­ვი­და.

"მას ძა­ლი­ან რთულ პი­რო­ბებ­ში მო­უ­წია გაძ­ლე­ბა. ასეთ პი­რო­ბებ­ში - შე­ზღუ­დუ­ლი მა­რა­გით, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით და საკ­ვე­ბით, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია გა­დარ­ჩე­ნა", - აცხა­დე­ბენ სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში.

სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის, ადამ ჰო­კინ­სის თქმით, მსგავს პი­რო­ბებ­ში გა­დარ­ჩე­ნა დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ან­საც გა­უ­ჭირ­დე­ბო­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ და­კარ­გულ მო­ლაშ­ქრეს მაშ­ვე­ლე­ბი ყვე­ლა მე­თო­დით ეძებ­დნენ, დრო­ნე­ბით, ვერ­ტმფრე­ნით, თუმ­ცა ძი­ე­ბის პრო­ცე­სი უშე­დე­გო იყო და ბო­ლოს მათ იმე­დი გა­და­ე­წუ­რათ.

  • ბე­ნას­ტი­კის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რო­გორ მო­ა­ხერ­ხა გა­დარ­ჩე­ნა, ცოტა რამ არის ცნო­ბი­ლი. ის ამ­ჟა­მად სა­ა­ვად­მყო­ფო­შია.

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ მან დაჭ­რა სა­ძი­ლე ტო­მა­რა და მისი ნა­წი­ლე­ბი სხე­ულ­ზე შე­მო­იხ­ვია, რათა თბი­ლად ყო­ფი­ლი­ყო. ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ მძი­მე იყო და ფეხ­ზე დგო­მა უჭირ­და, როცა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა­ში ჩას­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"დაუჯერებელია. რომ ცოცხალია" - ბრიტანეთში იპოვეს მოლაშქრე, რომელიც 5 კვირა დაკარგული იყო: როგორ მოახერხა მან გადარჩენა?

"დაუჯერებელია. რომ ცოცხალია" - ბრიტანეთში იპოვეს მოლაშქრე, რომელიც 5 კვირა დაკარგული იყო: როგორ მოახერხა მან გადარჩენა?

მოლაშქრე, რომელიც ბრიტანეთში, ტყეში ხუთ კვირაზე მეტი დროის განმავლობაში იყო დაკარგული, ცოცხალი იპოვეს. 20 წლის სემ ბენასტიკი რომელიც სალაშქროდ იმყოფებოდა, 19 ოქტომბერს გაუჩინარდა.

  • ხელისუფლებამ სამძებრო სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს შეაჩერა. იმ მხარეში, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი დაიკარგა, ჰაერის ტემპერატურა ზოგიერთ დღეს -20 გრადუსი იყო, ამიტომ ბიჭის გადარჩენის იმედი თითქმის აღარ არსებობდა.

ბენასტიკი გასულ სამშაბათს ორმა მოქალაქემ იპოვა. ეს ადამიანები ტყეში სამუშაოდ იმყოფებოდნენ, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცი დაინახეს - მათ იცნეს, რომ ის დაკარგული მოლაშქრე იყო.

  • ბენასტიკი თავდაპირველად ავტომობილში რჩებოდა, შემდეგ მდინარის მიმართულებით წავიდა, სადაც დაბანაკდა და იქ დაახლოებით 15 დღე გაატარა, თუმცა შემდეგ გზა დაკარგა. ბიჭს თან ჰქონდა ზურგჩანთა, საძილე ტომარა და სხვა საკემპინგო ნივთები, საკვები, თუმცა შეზღუდული რაოდენობით.

ამინდი გაუარესდა და მცირე თოვლი მოვიდა.

"მას ძალიან რთულ პირობებში მოუწია გაძლება. ასეთ პირობებში - შეზღუდული მარაგით, აღჭურვილობით და საკვებით, წარმოუდგენელია გადარჩენა", - აცხადებენ სამაშველო სამსახურში.

სამაშველო სამსახურის უფროსის, ადამ ჰოკინსის თქმით, მსგავს პირობებში გადარჩენა დიდი გამოცდილების მქონე ადამიანსაც გაუჭირდებოდა.

აღსანიშნავია, რომ დაკარგულ მოლაშქრეს მაშველები ყველა მეთოდით ეძებდნენ, დრონებით, ვერტმფრენით, თუმცა ძიების პროცესი უშედეგო იყო და ბოლოს მათ იმედი გადაეწურათ.

  • ბენასტიკის მდგომარეობის შესახებ, ასევე იმის თაობაზე, თუ როგორ მოახერხა გადარჩენა, ცოტა რამ არის ცნობილი. ის ამჟამად საავადმყოფოშია.

ცნობილი ხდება, რომ მან დაჭრა საძილე ტომარა და მისი ნაწილები სხეულზე შემოიხვია, რათა თბილად ყოფილიყო. ასევე ცნობილია, რომ ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო და ფეხზე დგომა უჭირდა, როცა სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩასვეს.