პოლიტიკა
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, 7 პირის დაჭრაში ბრალდებულების შესახებ, ინფორმაციას ავრცელებს
პროკურატურა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, 7 პირის დაჭრაში ბრალდებულების შესახებ, ინფორმაციას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი შვი­დი პი­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე, ორ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 24 ნო­ემ­ბერს, ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მუ­შე­ვან­ში, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა შვიდ და­ზა­რა­ლე­ბულს ჯგუ­ფუ­რად, და­ნით ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს.

“სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი 25 ნო­ემ­ბერს და­ა­კა­ვეს. ერთ პირს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ლ" ქვე­პუნ­ქტით, ხოლო მე­ო­რეს 117-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "მ” და "ლ" ქვე­პუნ­ქტე­ბით, (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა, ორი ან მეტი პი­რის მი­მართ, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად) წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 9-დან 13 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.


პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


შე­გახ­სე­ნებთ, 24 ნო­ემ­ბერს, ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ მუ­შე­ვან­ში, 10-მდე ადა­მი­ა­ნი ცივი ია­რა­ღით დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­ფლიქ­ტი ქორ­წილ­ში და­ი­წყო და შემ­დეგ ქუ­ჩა­ში გაგ­რძელ­და, რაც სის­ხლისღვრით დას­რულ­და.


იხი­ლეთ ასე­ვე:



დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

პროკურატურა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, 7 პირის დაჭრაში ბრალდებულების შესახებ, ინფორმაციას ავრცელებს

პროკურატურა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, 7 პირის დაჭრაში ბრალდებულების შესახებ, ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი შვიდი პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ნოემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, ბრალდებულებმა შვიდ დაზარალებულს ჯგუფურად, დანით ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს.

“სამართალდამცველებმა ბრალდებულები 25 ნოემბერს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ" ქვეპუნქტით, ხოლო მეორეს 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,მ” და ,,ლ" ქვეპუნქტებით, (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.


შეგახსენებთ, 24 ნოემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუშევანში, 10-მდე ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი ქორწილში დაიწყო და შემდეგ ქუჩაში გაგრძელდა, რაც სისხლისღვრით დასრულდა.


იხილეთ ასევე: