მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩემი ვახშამი ისეთი მარტივი მოსამზადებელი აღმოჩნდა, რომ გაზიარება მომინდა, ანუ როგორ გადაარჩინა ქაშაყმა ჩემი დღე
ჩემი ვახშამი ისეთი მარტივი მოსამზადებელი აღმოჩნდა, რომ გაზიარება მომინდა, ანუ როგორ გადაარჩინა ქაშაყმა ჩემი დღე

რვა სა­ა­თი­ა­ნი სა­მუ­შაო დღის ბო­ლოს, სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბი­სას თავს დაღ­ლი­ლო­ბის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი­ვით ვგრძნობ­დი. ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც სა­ცობ­ში ოც­ნე­ბა შე­მეძ­ლო - სწრა­ფი და გემ­რი­ე­ლი იდეა იყო ვახ­შმის­თვის. არა­ვი­თა­რი რთუ­ლი რე­ცეპ­ტი და ერთი სა­ა­თი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლი, არა­მედ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი ვახ­შა­მი, რო­მე­ლიც გემ­რი­ე­ლად და­მა­ნაყ­რებ­და და არ მო­ი­თხოვ­და ჩემ­გან იდე­ა­ლუ­რი დი­ა­სახ­ლი­სის სა­პა­ტიო წო­დე­ბის­თვის ბრძო­ლას.

ოთხმო­ცწუ­თი­ა­ნი მგზავ­რო­ბის შემ­დეგ ავ­ტო­ბუ­სი­დან ჩა­მო­ვე­დი, მი­წას ვა­კო­ცე (ეს რა თქმა უნდა, ხუმ­რო­ბით) და უბ­ნის სუ­პერ­მარ­კეტ „ნი­კო­რა­ში“ შე­ვირ­ბი­ნე. - რა შე­იძ­ლე­ბა მო­ამ­ზა­დო სწრა­ფად? - მა­კა­რო­ნი გუ­შინ გა­ვა­კე­თე, წი­წი­ბუ­რა სამ­სა­ხურ­ში ვჭა­მე, ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბიც მო­ბეზ­რე­ბუ­ლი მქონ­და... სა­გო­ნე­ბელ­ში ჩა­ვარ­დნილ­მა უც­ბად მა­ცი­ვარ­ში მზა, დაჭ­რილ, მწვა­ნე ხახ­ვი­თა და სა­ნე­ლებ­ლე­ბით შე­ზა­ვე­ბულ ქა­შა­ყის ფი­ლეს მოვ­კა­რი თვა­ლი. გო­ნე­ბა­ში და­მიტ­რი­ალ­და ცხელ-ცხე­ლი მო­ხარ­შუ­ლი კარ­ტო­ფი­ლი, შავი პური და ერთი ჭიქა არა­ყი, რო­მე­ლიც ამ დას­ტრე­სილ და გა­დაღ­ლილ სა­ღა­მოს ნამ­დვი­ლი მის­წრე­ბა იქ­ნე­ბო­და მო­სა­დუ­ნებ­ლად.

ეს სწო­რედ ის იყო, რაც მინ­დო­და - ჩემი დღის გა­დამ­რჩე­ნე­ლი - პა­ტივ­ცე­მუ­ლი ქა­შა­ყი!

სახ­ლში მის­ვლის­თა­ნა­ვე კარ­ტო­ფი­ლი მო­სა­ხარ­შად დავ­დგი. სა­ნამ გა­მო­ვიც­ვა­ლე და მოვ­წეს­რიგ­დი, მო­ი­ხარ­შა კი­დეც. ახლა ისღა დამ­რჩე­ნო­და საქ­მე ბო­ლომ­დე მი­მეყ­ვა­ნა და გემ­რი­ე­ლი ვახ­შმის­გან სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­მე­ღო.

მოკ­ლედ, ჩემი ვახ­შა­მი ისე­თი მარ­ტი­ვი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­ზი­ა­რე­ბა მო­მინ­და:

  1. მო­ხარ­შეთ კარ­ტო­ფი­ლი და გა­ა­კე­თეთ პი­უ­რე (კა­რა­ქით და ცოტა რძის და­მა­ტე­ბით).
  2. თუ და­უჭ­რელ ქა­შაყს იყი­დით, და­ჭე­რით პა­ტა­რა ნაჭ­რე­ბად. მე „ოკე­ა­ნეს“ დაჭ­რი­ლი ქა­შა­ყი ვი­ყი­დე.

3. ხახ­ვი თხელ რგო­ლე­ბად და­ჭე­რით.

4. მო­ა­თავ­სეთ ყვე­ლა­ფე­რი თეფ­შზე: კარ­ტო­ფი­ლის პი­უ­რე ცენ­ტრში, ზე­მო­დან ქა­შა­ყი და ხახ­ვი - ყვე­ლა­ფერს მო­ა­ყა­რეთ ცო­ტა­ო­დე­ნი და­ღერ­ღი­ლი წი­წა­კა ან შავი პილ­პი­ლი.

ძა­ლი­ან უხ­დე­ბა შავი პური და ერთი ჭიქა არა­ყი (ან ლუდი). გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა სახ­ლში დაღ­ლი­ლი და გა­ყი­ნუ­ლი ბრუნ­დე­ბი.

როცა ყვე­ლა­ფე­რი მზად იყო, დავ­ჯე­ქი დი­ვან­ზე, ჩავ­რთე „ნე­ტფ­ლიქ­სი“ და ჩემი მარ­ტი­ვი შე­დევ­რი მი­ვირ­თვი. ვახ­შა­მი ისე­თი გემ­რი­ე­ლი გა­მო­ვი­და, რომ ქა­შაყს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე და ის ორი ჭიქა არა­ყიც ვა­პა­ტიე, სულ­მო­უთ­ქმე­ლად რომ გა­მოვ­ცა­ლე.

თქვენ რას ირ­ჩევთ სწრა­ფი ვახ­შმის­თვის, როცა სახ­ლში დაღ­ლი­ლი ბრუნ­დე­ბით? - თქვე­ნი სწრა­ფი რე­ცეპ­ტე­ბი გაგ­ვი­ზი­ა­რეთ კო­მენ­ტა­რებ­ში.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ჩემი ვახშამი ისეთი მარტივი მოსამზადებელი აღმოჩნდა, რომ გაზიარება მომინდა, ანუ როგორ გადაარჩინა ქაშაყმა ჩემი დღე

ჩემი ვახშამი ისეთი მარტივი მოსამზადებელი აღმოჩნდა, რომ გაზიარება მომინდა, ანუ როგორ გადაარჩინა ქაშაყმა ჩემი დღე

რვა საათიანი სამუშაო დღის ბოლოს, სახლში დაბრუნებისას თავს დაღლილობის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულივით ვგრძნობდი. ერთადერთი, რაზეც საცობში ოცნება შემეძლო - სწრაფი და გემრიელი იდეა იყო ვახშმისთვის. არავითარი რთული რეცეპტი და ერთი საათი სამზარეულოში ტრიალი, არამედ ძალიან მარტივი ვახშამი, რომელიც გემრიელად დამანაყრებდა და არ მოითხოვდა ჩემგან იდეალური დიასახლისის საპატიო წოდებისთვის ბრძოლას.

ოთხმოცწუთიანი მგზავრობის შემდეგ ავტობუსიდან ჩამოვედი, მიწას ვაკოცე (ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით) და უბნის სუპერმარკეტ „ნიკორაში“ შევირბინე. - რა შეიძლება მოამზადო სწრაფად? - მაკარონი გუშინ გავაკეთე, წიწიბურა სამსახურში ვჭამე, ნახევარფაბრიკატებიც მობეზრებული მქონდა... საგონებელში ჩავარდნილმა უცბად მაცივარში მზა, დაჭრილ, მწვანე ხახვითა და სანელებლებით შეზავებულ ქაშაყის ფილეს მოვკარი თვალი. გონებაში დამიტრიალდა ცხელ-ცხელი მოხარშული კარტოფილი, შავი პური და ერთი ჭიქა არაყი, რომელიც ამ დასტრესილ და გადაღლილ საღამოს ნამდვილი მისწრება იქნებოდა მოსადუნებლად.

ეს სწორედ ის იყო, რაც მინდოდა - ჩემი დღის გადამრჩენელი - პატივცემული ქაშაყი!

სახლში მისვლისთანავე კარტოფილი მოსახარშად დავდგი. სანამ გამოვიცვალე და მოვწესრიგდი, მოიხარშა კიდეც. ახლა ისღა დამრჩენოდა საქმე ბოლომდე მიმეყვანა და გემრიელი ვახშმისგან სიამოვნება მიმეღო.

მოკლედ, ჩემი ვახშამი ისეთი მარტივი მოსამზადებელი აღმოჩნდა, რომ გაზიარება მომინდა:

  1. მოხარშეთ კარტოფილი და გააკეთეთ პიურე (კარაქით და ცოტა რძის დამატებით).
  2. თუ დაუჭრელ ქაშაყს იყიდით, დაჭერით პატარა ნაჭრებად. მე „ოკეანეს“ დაჭრილი ქაშაყი ვიყიდე.

3. ხახვი თხელ რგოლებად დაჭერით.

4. მოათავსეთ ყველაფერი თეფშზე: კარტოფილის პიურე ცენტრში, ზემოდან ქაშაყი და ხახვი - ყველაფერს მოაყარეთ ცოტაოდენი დაღერღილი წიწაკა ან შავი პილპილი.

ძალიან უხდება შავი პური და ერთი ჭიქა არაყი (ან ლუდი). განსაკუთრებით მაშინ, როცა სახლში დაღლილი და გაყინული ბრუნდები.

როცა ყველაფერი მზად იყო, დავჯექი დივანზე, ჩავრთე „ნეტფლიქსი“ და ჩემი მარტივი შედევრი მივირთვი. ვახშამი ისეთი გემრიელი გამოვიდა, რომ ქაშაყს მადლობა გადავუხადე და ის ორი ჭიქა არაყიც ვაპატიე, სულმოუთქმელად რომ გამოვცალე.

თქვენ რას ირჩევთ სწრაფი ვახშმისთვის, როცა სახლში დაღლილი ბრუნდებით? - თქვენი სწრაფი რეცეპტები გაგვიზიარეთ კომენტარებში.

NS