პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განგაში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, ზოგან გაითიშა ელექტროენერგია - რუსეთი “კალიბრებით“ და ფრთოსანი რაკეტებით თითქმის ყველა რეგიონს უტევს
განგაში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, ზოგან გაითიშა ელექტროენერგია  - რუსეთი “კალიბრებით“ და ფრთოსანი რაკეტებით თითქმის ყველა რეგიონს უტევს

რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი დღეს დი­ლი­დან უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მა­სი­ურ სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.


  • გან­გა­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია უკ­რა­ი­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში ჩა­მო­ვარ­დნი­ლი რა­კე­ტის, ან ნამ­სხვრე­ვე­ბის შე­სა­ხებ, ყო­ველ წუთს ვრცელ­დე­ბა.

gangashi_ukrainashi


ქვე­ყა­ნა­ში და­ი­წყო ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­თიშ­ვა. უკ­რა­ი­ნის ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის გერ­მან გა­ლუშ­ჩენ­კოს გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნის ენერ­გე­ტი­კულ ობი­ექ­ტებს უტევს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წუ­ხელ რუ­სებ­მა დრო­ნე­ბი გა­უშ­ვეს, დი­ლით კი Tu-95MS ტი­პის 7 სტრა­ტე­გი­უ­ლი ბომბდამ­შე­ნი აფ­რინ­და ცაში. ამას­თან, დღეს დი­ლით რუ­სებ­მა შავი ზღვი­დან “კა­ლიბ­რე­ბი“ გა­უშ­ვეს.

ხარ­კო­ვის რე­გი­ო­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ოლეგ სი­ნე­გუ­ბო­ვი იუ­წყე­ბა, რომ მტერ­მა ხარ­კოვ­ზე სამი დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. შე­დე­გე­ბი, ჯერ­ჯე­რო­ბით, უც­ნო­ბია.


კრას­ნო­და­რის ოლ­ქში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის შე­დე­გად არი­ან და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი. რე­გი­ო­ნის გუ­ბერ­ნა­ტორis ვე­ნი­ა­მინ კონ­დრა­ტი­ე­ვის თქმით, მძი­მეა ერთ-ერთი ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა.


ტე­ლეგ­რა­მარ­ხებ­ზე სა­რა­კე­ტო აფეთ­ქე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მუდ­მი­ვად ახ­ლდე­ბა. აფეთ­ქე­ბე­ბი ის­მის, ლუცკ­ში, როვ­ნო­ში, სუ­მის ოლ­ქში, ვი­ნი­ცის ოლ­ქში, ხმელ­ნიცკ­ში. რა­კე­ტით და­არ­ტყეს კი­ევ­საც, მისი ნამ­სხვრე­ვე­ბი კი დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის რე­გი­ონ­ში და­ა­ფიქ­სი­რეს.


kievis_metro
გან­გა­შის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, მო­სახ­ლე­ო­ბამ თავი კი­ე­ვის მეტ­რო­სად­გუ­რებს შე­ა­ფა­რა


წყა­რო



00:00 / 00:00
ავტორი:

განგაში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, ზოგან გაითიშა ელექტროენერგია - რუსეთი “კალიბრებით“ და ფრთოსანი რაკეტებით თითქმის ყველა რეგიონს უტევს

განგაში უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, ზოგან გაითიშა ელექტროენერგია  - რუსეთი “კალიბრებით“ და ფრთოსანი რაკეტებით თითქმის ყველა რეგიონს უტევს

რუსული ძალები დღეს დილიდან უკრაინის ტერიტორიაზე მასიურ სარაკეტო თავდასხმას ახორციელებენ.


  • განგაში გამოცხადებულია უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. განახლებული ინფორმაცია სხვადასხვა რეგიონში ჩამოვარდნილი რაკეტის, ან ნამსხვრევების შესახებ, ყოველ წუთს ვრცელდება.

gangashi_ukrainashi


ქვეყანაში დაიწყო ელექტროენერგიის გათიშვა. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის გერმან გალუშჩენკოს განცხადებით, რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს უტევს.

არსებული ინფორმაციით, წუხელ რუსებმა დრონები გაუშვეს, დილით კი Tu-95MS ტიპის 7 სტრატეგიული ბომბდამშენი აფრინდა ცაში. ამასთან, დღეს დილით რუსებმა შავი ზღვიდან “კალიბრები“ გაუშვეს.

ხარკოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი იუწყება, რომ მტერმა ხარკოვზე სამი დარტყმა განახორციელა. შედეგები, ჯერჯერობით, უცნობია.


კრასნოდარის ოლქში განხორციელებული თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულები. რეგიონის გუბერნატორis ვენიამინ კონდრატიევის თქმით, მძიმეა ერთ-ერთი ქალის მდგომარეობა.


ტელეგრამარხებზე სარაკეტო აფეთქებების შესახებ ინფორმაცია მუდმივად ახლდება. აფეთქებები ისმის, ლუცკში, როვნოში, სუმის ოლქში, ვინიცის ოლქში, ხმელნიცკში. რაკეტით დაარტყეს კიევსაც, მისი ნამსხვრევები კი დნეპროპეტროვსკის რეგიონში დააფიქსირეს.


kievis_metro
განგაშის დაწყებისთანავე, მოსახლეობამ თავი კიევის მეტროსადგურებს შეაფარა


წყარო