"ნასას" მეცნიერებმა გრენლანდიის ყინულის ქვეშ, 100 ფუტის სიღრმეში ჩამარხული მიწისქვეშა "ქალაქი" აღმოაჩინეს.
Camp Century ზომით სამჯერ აღემატებოდა დანიას, იკავებდა 52000 კვადრატულ მილს (დაახლოებით ლუიზიანას ზომა) და აღჭურვილი იყო 2000 საცეცხლე პოზიციით, საიდანაც 600 "Iceman" რაკეტის გაშვება იქნებოდა შესაძლებელი.
ამ ფართო სამხედრო გეგმების შესახებ დანია ინფორმირებული არ იყო. შეერთებულმა შტატებმა დანიელ ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ პროექტი მხოლოდ სამეცნიერო კვლევის მიზნებისთვის შეიქმნა. "Project Iceworm"-ის რეალური მოტივები 1997 წელს გამოვლინდა.
"Project Iceworm" და Camp Century 1967 წელს მიატოვეს. მთლიანობაში მისი ფასი 25 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენდა.