ავტორი:

გამაოგნებელი დანაშაული ბრიტანეთში - გაასამართლეს ქალი, რომელიც მცირეწლოვან ქალიშვილს კარადის უჯრაში თითქმის სამი წლის განმავლობაში მალავდა

გამაოგნებელი დანაშაული ბრიტანეთში - გაასამართლეს ქალი, რომელიც მცირეწლოვან ქალიშვილს კარადის უჯრაში თითქმის სამი წლის განმავლობაში მალავდა

ბრიტანეთში შვიდ ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს დედას, რომელიც მცირეწლოვან ქალიშვილს უჯრაში თითქმის სამი წლის განმავლობაში მალავდა. სასამართლოში განაცხადეს, რომ ქალი სამი წლის გოგონას თავის მეგობარ მამაკაცს და მის შვილებს უმალავდა.

”ჩემი აზრით, ის, რაც თქვენ გააკეთეთ, სრულიად ეწინააღმდეგება რწმენას. მოაკელით ბავშვს სათანადო სიყვარული, ყურადღება, სხვებთან ურთიერთობა, სწორი კვება, საჭირო სამედიცინო დახმარება”, - თქვა PA-ს მოსამართლე სტივენ ევერეტმა.

ბავშვი ქალის მეგობარმა მამაკაცმა შემთხვევით აღმოაჩინა - შინ დაბრუნებულს საძინებლიდან ხმაური მოესმა და სოციალური სამსახური გამოიძახა. გოგონა საძინებელში, ერთ-ერთი კარადის უჯრაში იპოვეს.

დამნაშავემ სასამართლოში განაცხადა, რომ გოგონა არასასურველი ორსულობის შემდეგ შეეძინა. ბავშვი 2020 წლის მარტში დაიბადა, მაგრამ საიდუმლოდ ინახებოდა და არც დაურეგისტრირებია. დედამ პოლიციას განუცხადა, რომ ბავშვის მამასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა და მისთვის ორსულობის შესახებ არაფერი უთქვამს.

სამი წლის გოგონა ახლა მინდობით აღზრდაში იმყოფება. ამ დროსი განმავლობაში ის ცუდად იკვებებოდა და დეჰიდრირებული იყო. ასევე აღენიშნებოდა სასის ნაპრალი, რომელიც სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო დაუმუშავებელი დარჩა. წყარო