ალდაგის პრემიუმ ბრენდის პრიმოს მომხმრებლებისთვის ახალი პროდუქტი - სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების პრემიუმ დაზღვევა შეიქმნა. ეს დაზღვევა სპეციალურად პრიმო მომხმარებლებისთვის ექსკლუზიურ დაფარვებსა და განსაკუთრებულ პირობებს გულისხმობს.
სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების პრემიუმ დაზღვევით სარგებლობისას, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ისეთი უპირატესობებით როგორებიცაა, დაფარვის მაქსიმალური ლიმიტი - 300 000 ლარი, არასრულწლოვანი შვილების დაზღვევა საჩუქრად, კომბინირებული სადაზღვევო პაკეტით, რაც გულისხმობს სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევის პროდუქტების გაერთიანებულ ალტერნატივას და სხვადასხვა ბენეფიტებს.
სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღევა ფარავს ისეთ გავრცელებულ დაავადებებს, როგორიცაა ონკოლოგიური დაავადებები, ინფარქტი, ინსულტი, მენინგიტი და სხვა. კრიტიკული დაავადების დადგენის შემთხვევაში მომხმარებელს ექნება საშუალება ერთიანად ისარგებლოს 300,000 ლარამდე ანაზღაურებით და ეს თანხა განკარგოს საკუთარი საჭიროებისამებრ.
“პრემიუმ ბრენდის პრიმოს მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული გამოცდილების შექმნა ჩვენი მთავარი მიზანია. ალდაგში მუდმივად ვფიქრობთ სხვადასხვა ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და პირობებზე, რომლებიც პრიმოს სერვისს უნიკალურს გახდის. ამჯერად მომხმარებელს ვთავაზობთ სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების ისეთ დაფარვებს, რომლებიც საქართველოს ბაზრისთვის უნიკალურია. 300,000 ლარი ანაზღაურება კრიტიკული დაავადებების დადგენის შემთხვევაში მხოლოდ ალდაგში პრიმოს მომხარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.”- ქეთევან მაღალაშვილი, ალდაგის მარკეტინგისა და კომუნიკაციების დირექტორი;
R