შავი პარასკევის კვირეული ჯერ არ დასრულებულა! ეს არის იდეალური დრო, რომ გაანებივროთ საკუთარი თავი ან საყვარელი ადამიანები საინტერესო და მაღალი ხარისხის წიგნებით.
გამომცემლობა „პალიტრა L“ გთავაზობთ განსაკუთრებულ ფასდაკლებებს როგორც ბესტსელერებზე, ასევე ახალ გამოცემებზე. არ გამოტოვოთ შანსი, შეიძინოთ თქვენი საყვარელი წიგნები ან აღმოაჩინოთ ახალი რომანები განსაკუთრებულად მომხიბვლელ ფასად!
5 წიგნი „პალიტრა L“-ის რჩევით, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ „შავ პარასკევს“:
უილიამ ფოლკნერი - იგავი
უილიამ ფოლკნერის „იგავი“ – მწერლის შემოქმედების გამორჩეული ნამუშევარია, რომელიც პულიცერის პრემიისა და ეროვნული წიგნის ჯილდოს მფლობელია, ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა. ეს არის ისტორია ომის უაზრობაზე, რომელიც პირველ მსოფლიო ომში, საფრანგეთში ვითარდება, თუმცა თითქმის საომარი მოქმედებების გარეშე. ფოლკნერი ოსტატურად გადმოსცემს კაპრალ სტეფანის ამბოხს, რომელმაც უბრალო სიტყვა „გვეყოფა!“ შეიმუშავა, როგორც ომის დასასრულის სიმბოლო. „იგავი“ არა მხოლოდ ომის სისასტიკეზე, არამედ ადამიანურ ტკივილსა და მის მიმართ უკიდურესად ბუნებრივ რეაქციებზე გვიამბობს, რაც ტექსტს კიდევ უფრო ემოციურსა და სიღრმისეულს ხდის. ეს რომანი ფოლკნერის ხელოვნებისა და ეპოქის ნამდვილი გვირგვინია.
ანი ერნო - მოვლენა
1963 წელს, 23 წლის ასაკში, ანი ერნო იმ კულტურულ ორმოში ჩავარდა, რომელსაც „არასასურველი ორსულობა“ ეწოდება – რეალობა, რომელიც მას იმ დროს არსებული სოციალური ნორმებისა და შეზღუდვების გამო კიდევ უფრო მძიმე გამოუვიდა. „იყვნენ სხვა გოგოები, რომელთა მუცლები ცარიელი იყო, და ვიყავი მე,“ – წერს ერნო, რომელმაც ეს მტკივნეული მოგონება 40 წლის შემდეგ ჩამოაყალიბა ტექსტად. 2021 წელს ანი ერნოს „მოვლენის“ მიხედვით გადაღებულმა ოდრი დივანის ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე ოქროს ლომი მოიპოვა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მის მნიშვნელობას და იმ თემის აქტუალობას, რომელიც ადამიანურ ტკივილს, უთანასწორობასა და კულტურულ შეზღუდვებს ეძღვნება.
ერნესტო ასანტე - ბითლზი - ლივერპულიდან ები როუდამდე
ერნესტო ასანტეს „ბითლზი – ლივერპულიდან ები როუდამდე“ უნიკალური წიგნია, რომელიც მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ჯგუფის, „ბითლზის“, დაუვიწყარ გზას აღწერს. წიგნი მოგვითხრობს ჯგუფის დაბადებიდან და მათი პირველი ნაბიჯებიდან ლივერპულში, წარმატებისა და პოპულარობის ზენიტამდე – ები როუდის სტუდიაში ბოლო ჩაწერამდე. ეს არის წლების მიხედვით დალაგებული ამბავი, რომელიც ასახავს „ბითლზის“ მუსიკის, კულტურისა და სამყაროს გარდაქმნის უნარს. მათ გარეშე მსოფლიო ნამდვილად სხვაგვარი იქნებოდა, და ეს წიგნი გთავაზობთ არა მხოლოდ ფაქტებს, არამედ სიღრმისეულ ჩახედვას იმ საოცარ ისტორიაში, რომელმაც სამყარო შეცვალა.
ეგნატე ნინოშვილი - ქრისტინე
ეგნატე ნინოშვილი „ქრისტინეში“ მხოლოდ ერთი ტიპის ქალს არ აღწერს, რითაც თავს არიდებს მათ თუნდაც დადებით კლიშეებში მოქცევას. თუკი ქრისტინე ხალასი, მორალური, მგრძნობიარე ადამიანია, მის გვერდით არიან პერსონაჟები, რომელთათვისაც ეს თვისებები უცხოა. ასევე სიმპტომატურია სახე დედისა, რომელიც ძალადობს ქრისტინეზე და, როგორც ძირითადად სახლში, ქრისტინეს გვერდით მყოფი პერსონაჟი, ერთ-ერთი უმთავრესი დამნაშავეა მისი ამ სახლიდან გაქცე- ვისა. თუმცა ისიც კარგად ჩანს, რომ, მეორე მხრივ, დედა თავადაა პატრიარქალური ძალადობის მსხვერპლი.... მოთხრობაში კარგად იკვეთება მთელი ის ძალადობრივი ჯაჭვი, რომელსაც პატრიარქატი ქმნის და რომელიც თავის მსხვერპლად თუ იარაღად აქცევს ირგვლივ ყველას.
გიორგი ხარაიშვილი - ბნელია გზა - პირველყოფილი წყვდიადი
სიბნელის შვილებმა ყველაზე უკეთ იციან სინათლის ფასი...“ პატარა სოფლელი ბიჭი, მამის სახელოვან საბრძოლო მოგონებებსა და ზღაპრებზე რომ გაიზარდა, საკუთარი გზის პოვნას ცდილობს, სახელსა და დიდებაზე ოცნებობს. მოკლე დროში კაელი, პროფესიონალ მებრძოლად ქცეული, თავისი სამყაროს ბედის განმსაზღვრელი მოვლენების შუაგულში აღმოჩნდება - ორად გახლეჩილი სამყარო, თეთრი და შავი ტაძარი, სიგიჟის მთები, შავი მხედრები, მაქციები, მაგუსები და არაქნუსები.... მკითხველის წინაშეა შთამბეჭდავი ნაწარმოები, რომელიც ფენტეზის ჟანრის მოყვარულ არცერთ ადამიანს გულგრილს არ დატოვებს და აღავსებს მოუთმენელი მოლოდინით, მალე იხილოს ამბის გაგრძელება.
R