საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მიხეილ ყაველაშვილი თავისი ბუნებით, ჰაბიტუსითაც არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება“ - ბიძინა ივანიშვილი
“მიხეილ ყაველაშვილი თავისი ბუნებით, ჰაბიტუსითაც არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება“ - ბიძინა ივანიშვილი

“მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით, თუ გნე­ბავთ ჰა­ბი­ტუ­სი­თაც არის ქარ­თვე­ლი კა­ცის სა­უ­კე­თე­სო გან­სა­ხი­ე­რე­ბა - დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის სრუ­ლად და­უბ­რუ­ნებს პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუტს დრო­ე­ბით წარ­თმე­ულ ღირ­სე­ბას“, - ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის წარ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.


  • მი­სი­ვე თქმით, 29 დე­კემ­ბრი­დან წარ­სულს ჩა­ბარ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის "მიერ ქვეყ­ნის ღა­ლა­ტი­სა და კონ­სტი­ტუ­ცი­ის სის­ტე­მა­ტუ­რი დარ­ღვე­ვის უხე­ში პრაქ­ტი­კე­ბი".

“პა­ტი­ოს­ნე­ბა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა, პატ­რი­ო­ტიზ­მი და პრინ­ცი­პე­ბის ერ­თგუ­ლე­ბა არის ის თვი­სე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­მო­არ­ჩევს. ის თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით, თუ გნე­ბავთ ჰა­ბი­ტუ­სი­თაც არის ქარ­თვე­ლი კა­ცის სა­უ­კე­თე­სო გან­სა­ხი­ე­რე­ბა. ის არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მე­უღ­ლე და ოთხი შვი­ლის მამა. ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გუნ­დმა მი­ი­ღო ერ­თსუ­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის წარ­დგე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი სრუ­ლად და­უბ­რუ­ნებს პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუტს დრო­ე­ბით წარ­თმე­ულ ღირ­სე­ბას. 29 დე­კემ­ბერს შედ­გე­ბა ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცია და ამ დღი­დან წარ­სულს ჩა­ბარ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მიერ ქვეყ­ნის ღა­ლა­ტი­სა და კონ­სტი­ტუ­ცი­ის სის­ტე­მა­ტუ­რი დარ­ღვე­ვის უხე­ში პრაქ­ტი­კე­ბი, რო­მელ­მაც პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუტს უდი­დე­სი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა.


ეჭვგა­რე­შეა, რომ მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი იდ­გე­ბა არა უცხო­უ­რი ძა­ლის, არა­მედ ქარ­თვე­ლი სა­ხელ­მწი­ფო­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სამ­სა­ხურ­ში და სა­კუ­თარ წვლილს შე­ი­ტანს ჩვე­ნი ქვეყ­ნის წინსვლა­სა და წარ­მა­ტე­ბა­ში. მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილს მინ­და ვუ­სურ­ვო წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე“, - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.


ცნო­ბის­თვის, “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი წა­რად­გი­ნა.


იხი­ლეთ ასე­ვე:


00:00 / 00:00
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

“მიხეილ ყაველაშვილი თავისი ბუნებით, ჰაბიტუსითაც არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება“ - ბიძინა ივანიშვილი

“მიხეილ ყაველაშვილი თავისი ბუნებით, ჰაბიტუსითაც არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება“ - ბიძინა ივანიშვილი

“მიხეილ ყაველაშვილი თავისი ბუნებით, თუ გნებავთ ჰაბიტუსითაც არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება - დარწმუნებული ვარ, ის სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას“, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


  • მისივე თქმით, 29 დეკემბრიდან წარსულს ჩაბარდება საქართველოს პრეზიდენტის "მიერ ქვეყნის ღალატისა და კონსტიტუციის სისტემატური დარღვევის უხეში პრაქტიკები".

“პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება არის ის თვისებები, რომელიც მიხეილ ყაველაშვილს განსაკუთრებულად გამოარჩევს. ის თავისი ბუნებით, თუ გნებავთ ჰაბიტუსითაც არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება. ის არის შესანიშნავი მეუღლე და ოთხი შვილის მამა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გუნდმა მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის წარდგენასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას. 29 დეკემბერს შედგება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ამ დღიდან წარსულს ჩაბარდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის ღალატისა და კონსტიტუციის სისტემატური დარღვევის უხეში პრაქტიკები, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უდიდესი ზიანი მიაყენა.


ეჭვგარეშეა, რომ მიხეილ ყაველაშვილი იდგება არა უცხოური ძალის, არამედ ქართველი სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის სამსახურში და საკუთარ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაში. მიხეილ ყაველაშვილს მინდა ვუსურვო წარმატებული საქმიანობა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.


იხილეთ ასევე: