მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეძლო ილია ჭავჭავაძემ ქართული ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბება - ისტორია, რომელიც დღეს უნდა გვახსოვდეს
როგორ შეძლო ილია ჭავჭავაძემ ქართული ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბება - ისტორია, რომელიც დღეს უნდა გვახსოვდეს

მე-19 სა­უ­კუ­ნის და­სას­რულ­სა და მე-20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში, ალ­ბათ, ვე­რა­ვინ ხე­დავ­და ეროვ­ნუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ისე, რო­გორც ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე. მან იცო­და, რომ მხო­ლოდ ეროვ­ნულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ეძ­ლო თა­ვის თავ­ზე აეღო ეროვ­ნუ­ლი „ვი­ნა­ო­ბის“ აღ­დგე­ნა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ეს კი მამა-პა­პა­თა­გან მი­ღე­ბუ­ლი სა­უნ­ჯის“ მნიშ­ვნე­ლო­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას და მისი დაც­ვის თა­ვის­თავ­ზე აღე­ბას გუ­ლის­ხმობ­და. ილი­ას მიერ და­არ­სე­ბუ­ლი წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა იყო ის სკო­ლა, სა­დაც ქარ­თვე­ლი მისი წი­ნაპ­რე­ბის სუ­ლი­ერ და ეროვ­ნულ კულ­ტუ­რას ეზი­ა­რე­ბო­და, მათ პა­ტი­ვის­ცე­მას სწავ­ლობ­და მათი მი­ბაძ­ვის სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბო­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხალ­ხის შე­მო­წი­რუ­ლო­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­და საქ­მი­ა­ნო­ბას. დღეს ამა­ვე მიზ­ნი­თა და პრინ­ცი­პით მოქ­მე­დებს „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სა“, რო­მელ­მაც საქ­მი­ა­ნო­ბა მა­ხ­ა­თას მთა­ზე ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის გარ­შე­მო ხალ­ხის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით და­ი­წყო. „სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სა“ დღე­საც აგ­რძე­ლებს თან­ხის შეგ­რო­ვე­ბას ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

მისი საქ­მი­ა­ნო­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია ხელი შე­უ­წყოს ეროვ­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის წარ­მო­ჩე­ნას, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა­სა და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მათ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, რაც ძა­ლი­ან ახ­ლოს არის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მიზ­ნებ­თან. რო­გორ შეძ­ლო ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და რო­გორ შეგ­ვიძ­ლია მისი მა­გა­ლი­თის გა­მო­ყე­ნე­ბა დღეს? - ამ თე­მა­ზე თე­ო­ლო­გი, ჟურ­ნალ „გული გო­ნი­ე­რის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი თე­ი­მუ­რაზ ბუ­ა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებთ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მოღ­ვა­წე­ო­ბის პე­რი­ოდს? რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე იდგა მა­შინ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და რამ­დე­ნად მწვა­ვე იყო ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის სა­კი­თხი?

ეს კი­თხვა რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ნენტს შე­ი­ცავს, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი საკ­მა­ოდ ვრცელ პა­სუხს მო­ი­თხოვს. და­ვი­წყებ უკა­ნას­კნე­ლით. თა­ვად ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე თვლი­და, რომ ხალ­ხის, რო­გორც ორ­გა­ნუ­ლი ერ­თო­ბის, სი­ჯან­სა­ღეს უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა სა­კუ­თა­რი ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის, მი­სი­ვე სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ, „ვი­ნა­ო­ბის“ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა გან­სა­ზღვრავ­და. დიდი მა­მუ­ლიშ­ვი­ლის აზ­რით, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უპირ­ვე­ლე­სი ამო­ცა­ნა „და­ცე­მუ­ლი ვი­ნა­ო­ბის“ აღ­დგე­ნა იყო, რომ­ლის გა­დაჭ­რა­საც ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი „ძალ-ღონე“ უნდა მოხ­მა­რე­ბო­და. ამ სა­კი­თხზე სა­ყო­ველ­თაო კონ­ცენ­ტრა­ცი­ის გა­და­უ­დე­ბელ აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ის შემ­დე­გი სი­ტყვე­ბით გა­მო­ხა­ტავს: „ჩვე­ნე­ბუ­რი ლი­ბე­რა­ლო­ბა სულ სხვა რა­მე­ზედ უნდა მო­იქ­ცეს მთე­ლის თა­ვი­სი ძალ-ღო­ნი­თა... ის „სხვა რამე“ უნდა იყოს ჩვე­ნის და­ცე­მუ­ლის ვი­ნა­ო­ბის აღ­დგე­ნა, ფეხ­ზედ და­ყე­ნე­ბა და დაც­ვა ყოვ­ლის მო­სა­ლოდ­ნე­ლის ფა­თე­რა­კი­სა­გან... ყვე­ლამ, ვი­საც რამ შე­უძ­ლი­ან, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის ქვეშ უნდა მო­ი­ყა­როს თავი - სკო­ლაა, ბან­კია თუ თე­ატ­რი. ყვე­ლა­ფერს სულ მა­გის­კენ უნდა მი­ვუბ­რუ­ნოთ თავი“. ილი­ას, სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მიერ წმინ­და­ნად შე­რა­ცხულ და ტრა­დი­ცი­უ­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბით გამ­სჭვა­ლუ­ლი მა­მუ­ლიშ­ვილს, კარ­გად ეს­მო­და, რომ „და­ცე­მუ­ლი ვი­ნა­ო­ბის აღ­დგე­ნა“ ეროვ­ნულ­თან ერ­თად რე­ლი­გი­უ­რი ამო­ცა­ნა­ცაა. მას, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა სხვა ქრის­ტი­ანს, სწამ­და, რომ ღმერ­თი ყვე­ლა­ფერს რა­ღაც და­ნიშ­ნუ­ლე­ბით, ფუნ­ქცი­ით ქმნის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეროვ­ნუ­ლი ორ­გა­ნიზ­მი მხო­ლოდ მა­შინ იწყებს ჯან­საღ ცხოვ­რე­ბას და სწო­რად ავ­ლენს მის­თვის ბო­ძე­ბულ პო­ტენ­ცი­ას, რო­დე­საც იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბულ მსა­ხუ­რე­ბას შე­უდ­გე­ბა რის­თვი­საც არის შექ­მნი­ლი. ამ უკა­ნას­კნე­ლის გა­სა­გე­ბად კი იმის ცოდ­ნაა სა­ჭი­რო, რას და რო­გორ ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ შენი წი­ნაპ­რე­ბი და რის­თვის იყ­ვნენ მზად თავი გა­ე­წი­რათ. სწო­რედ ამის გამო აცხა­დებ­და ილია, რომ და­კარ­გუ­ლი ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის აღ­დგე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბო­და „მამა-პა­პა­თა­გან მი­ღე­ბუ­ლი სა­უნ­ჯის“ („მა­მუ­ლი, ენა, სარ­წმუ­ნო­ე­ბის“) სა­თა­ნა­დო მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის გა­რე­შე.

ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის „მოღ­ვა­წე­ო­ბის პე­რი­ო­დის და­სა­ხა­სი­ა­თებ­ლად“ და იმის გა­სარ­კვე­ვად „რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე იდგა მა­შინ­დე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა“, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ ტრი­ა­დის („მა­მუ­ლი, ენა, სარ­წმუ­ნო­ე­ბის“) თი­თო­ე­უ­ლი კომ­პო­ნენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა გან­ვი­ხი­ლოთ რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში, რო­მე­ლიც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აკ­ნი­ნებ­და ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის მა­ფორ­მი­რე­ბელ ყვე­ლა ფაქ­ტორს. მარ­თლაც:

რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში ქარ­თულ ენას არა­თუ არ შე­ეძ­ლო ჰქო­ნო­და და არ ჰქონ­და სა­ხელ­მწი­ფო სტა­ტუ­სი, არა­მედ მას წარ­თმე­უ­ლი ჰქონ­და ხალ­ხის იდენ­ტო­ბის მა­ფორ­მი­რე­ბე­ლი ყვე­ლა სხვა ფუნ­ქცი­აც. სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხე­ში ხალ­ხი ამ კუ­თხის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ, არა­ლი­ტე­რა­ტუ­რულ ენა­ზე ან დი­ა­ლექ­ტზე სა­უბ­რობ­და. ქარ­თუ­ლი ენა მოკ­ლე­ბუ­ლი იყო სა­ერ­თო ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი ექ­სპრე­სი­ის, გა­ნათ­ლე­ბის, ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის, სო­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ფუნ­ქცი­ებს.

მა­მუ­ლი - რუ­სე­თის იმ­პე­რი­ამ ქარ­თველ ხალ­ხს არა­მარ­ტო სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა და­ა­კარ­გვი­ნა, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი ავ­ტო­ნო­მი­ის გა­მოვ­ლე­ნის ყვე­ლა ლე­გი­ტი­მუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტი წა­არ­თვა. სა­ქარ­თვე­ლო გუ­ბერ­ნი­უ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის სა­ხით იყო შე­სუ­ლი რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში.

სარ­წმუ­ნო­ე­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლად დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი იყო რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­უ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბით გამ­სჭვა­ლულ ობერპრო­კუ­რორ­სა და სი­ნოდ­ზე, ამი­ტომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ოფი­ცი­ა­ლურ სა­ეკ­ლე­სიო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის რუ­სი­ფი­კა­ცი­ის და სა­ბო­ლოო ასი­მი­ლა­ცი­ის ინ­სტრუ­მენტს ხე­დავ­და. ამან გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დიდი ნა­წი­ლი გა­უ­ცხო­ე­ბუ­ლი იყო ეკ­ლე­სი­ის­გან. მთა­ში ისევ გა­მო­ცო­ცხლდა ძვე­ლი წარ­მარ­თუ­ლი რე­ლი­გი­უ­რო­ბის ელე­მენ­ტე­ბი, ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის დიდი ნა­წი­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ იღებ­და ეკ­ლე­სი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში და ყველ­გან ფეხს იკი­დებ­და სიმ­პა­თია რე­ვო­ლუ­ცი­უ­რად გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბე­ბი­სად­მი.

რა მსგავ­სე­ბა არ­სე­ბობს მა­შინ­დელ და ახ­ლან­დელ პე­რი­ო­დებს შო­რის? რა სა­ერ­თო გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას მა­შინ­დე­ლი და დღე­ვან­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა?

მარ­თა­ლია სა­ქარ­თვე­ლო აღარ არის რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის გუ­ბერ­ნია, მაგ­რამ ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბი­სა და მისი გან­მტკი­ცე­ბის ამო­ცა­ნა ახ­ლან­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შეც დგას და ყვე­ლა მო­მა­ვა­ლი გე­ნე­რა­ცი­ის წი­ნა­შეც იდ­გე­ბა. ყვე­ლა თა­ო­ბის მო­ვა­ლე­ო­ბაა უერ­თგუ­ლოს ტრა­დი­ცი­ულ რე­ლი­გი­ურ რწმე­ნა­სა და ფა­სე­უ­ლო­ბებს, გა­უფრ­თხილ­დეს მშობ­ლი­ურ ენას და მის წი­აღ­ში და­ვა­ნე­ბულ ეროვ­ნულ კულ­ტუ­რას და იზ­რუ­ნოს მა­მულ­ზე იმის მსგავ­სად, რო­გორც ამას ილია აკე­თებ­და.

რა იყო ის ძი­რი­თა­დი ნა­ბი­ჯე­ბი და საქ­მე­ე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა შეძ­ლო?

ილია მტკი­ცედ იყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ეროვ­ნულ იდენ­ტო­ბა­ზე ზრუნ­ვა თა­ვად ხალ­ხის საქ­მე იყო. ის ლი­ბე­რა­ლიზ­მში ხე­დავ­და პო­ლი­ტი­კურ და იდე­ო­ლო­გი­ურ ინ­სტრუ­მენტს, რო­მე­ლიც ქარ­თველ ხალ­ხს ამ ამო­ცა­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­და თვითმყო­ფა­დი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს აშე­ნე­ბის გზით. მარ­თლაც, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი იდე­ო­ლო­გი­ე­ბის ცნო­ბი­ლი და­სავ­ლე­ლი მკვლე­ვა­რი ენ­დრიუ ჰე­ი­ვუ­დი აღ­ნიშ­ნავს, XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, ანუ იმ ეპო­ქა­ში, როცა ილია მოღ­ვა­წე­ობ­და, ლი­ბე­რა­ლიზ­მი მჭიდ­როდ უკავ­შირ­დე­ბო­და ნა­ცი­ო­ნა­ლიზმს. იგი წერს: „ლი­ბე­რა­ლუ­რი ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი უმ­თავ­რე­სად იმ გა­რე­მო­ე­ბას ეყ­რდნო­ბა, რომ კა­ცობ­რი­ო­ბა ბუ­ნებ­რი­ვა­დაა და­ყო­ფი­ლი მრა­ვალ ერად და ყო­ველ მათ­განს სა­კუ­თა­რი მე­ო­ბა გა­აჩ­ნია“. ამი­ტომ არის, რომ ილია თა­ვის პუბ­ლი­კა­ცი­ებ­ში იმე­დის თვა­ლით და სი­ხა­რუ­ლით ეხ­მა­უ­რე­ბა ევ­რო­პა­ში ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის და­ბა­დე­ბა­სა და ლი­ბე­რა­ლიზ­მის გაძ­ლი­ე­რე­ბას. ისიც უნდა ით­ქვას, რომ მას ლი­ბე­რა­ლიზ­მი მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად არ ჭირ­დე­ბა. ის ღრმა­დაა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ხალ­ხი, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბა­ზე ზრუნ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საა მოკ­ლე­ბუ­ლი სწრა­ფად დეგ­რა­დირ­დე­ბა. ის ხომ ჯერ კი­დევ „მგზავ­რის წე­რი­ლებ­ში“ გვე­უბ­ნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ცუდი მდგო­მა­რე­ო­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ის არის, რომ „ჩვე­ნი თავი აღარ გვე­ყუდვ­ნის“ და, რომ „აწი­ნა რუ­სო­ბა­ჩი ვართ“; ხალ­ხი გა­ირ­ყვნა და ადრე თერ­გი­ვით „მოღ­რი­ა­ლე“ და მუ­დამ მოძ­რა­ო­ბა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი კაცი რუ­სულ­მა როზ­გ­მა და ჯილ­დო­ებ­მა და­ი­მო­ნა და ბა­ყა­ყე­ბით და­სახ­ლე­ბულ გუ­ბეს და­ამ­სგავ­სა. უფუნ­ქცი­ოდ დარ­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლი გა­ირ­ყვნა მრუ­შო­ბა და მე­ძა­ო­ბა გამ­რავ­ლდა, მთის კაცი სო­მე­ხი მო­ვახ­შის­გან თავს ვერ იცავს და ყვე­ლა­ფე­რი „სას­ყი­დე­ლი“ გახ­და. ილი­ამ იცის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს საქ­მე მა­შინ წავა კარ­გად, რო­დე­საც ქარ­თვე­ლე­ბი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იგ­რძნო­ბენ მისი ქვეყ­ნის წი­ნა­შე და თა­ვად იზ­რუ­ნე­ბენ მას­ზე. მისი აზ­რით პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­ბე­რა­ლიზ­მი ქარ­თვე­ლებს ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ინ­სტი­ტუ­ცი­ურ გა­რან­ტი­ებ­სა და ინ­სტრუ­მენ­ტებს მის­ცემს. „მგვრა­ლი ლი­ბე­რა­ლი“ ილია თა­ვად იძ­ლე­ვა ამის მა­გა­ლითს. მან ხალ­ხის ფა­სე­უ­ლო­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი ენის ეროვ­ნუ­ლი სტა­ტუ­სის აღ­დგე­ნის ფუნ­ქცია და­ა­კის­რა „არა­სამ­თავ­რო­ბო“ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს: „ქარ­თველ­თა შო­რის წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას“, გა­ზეთ „ივე­რი­ას“, ქარ­თულ ეროვ­ნულ თე­ატრს და ა. შ. ის მა­მულ­ზე ზრუნ­ვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კურ ელი­ტას კი არ აკის­რებ­და, არა­მედ ფა­სე­უ­ლო­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბით გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ის ყო­ველ­ნა­ი­რად მხარს უჭერ­და ისეთ ქარ­თველ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს და ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და მათ­თან (ეპის­კო­პო­სე­ბი გაბ­რი­ელ ქი­ქო­ძე და ალექ­სან­დრე ოქ­რო­პი­რი­ძე, მღვდე­ლი ალექ­სი შუ­შა­ნია და სხვა), რომ­ლე­ბიც ფიქ­რობ­დნენ, რომ სა­სუ­ლი­ე­რო გა­ნათ­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში გამ­სჭვა­ლუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ეროვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­სად­მი ღრმა პა­ტი­ვის­ცე­მით.

უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღი­ნიშ­ნოს, რომ ილი­ას­თვის ლი­ბე­რა­ლიზ­მი სა­ინ­ტე­რე­სო იყო არა რო­გორც იდე­ო­ლო­გია, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტი (პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა), რო­მე­ლიც ტრა­დი­ცი­ულ რე­ლი­გი­ურ და ეროვ­ნულ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე ზრუნ­ვი­სა და აქ­ტუ­ა­ლუ­რი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­და. ამ აზრს ილი­ას მოღ­ვა­წე­ო­ბის და­სა­წყი­სი­დან­ვე ვხე­დავთ, კერ­ძოდ „მგზავ­რის წე­რი­ლებ­ში“ ლელთ ღუ­ნი­ას­თან სა­უბ­რი­სას ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ ნამ­დვი­ლი ქარ­თვე­ლი ხარ თუ არა ამას „გული“ (ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი) გან­სა­ზღვრავს და არა ტან­საც­მე­ლი, „პო­ვოს­კა“, რომ­ლი­თაც გა­და­ად­გილ­დე­ბი ან პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი. ქარ­თვე­ლი კაცი თვა­ლის ჩი­ნი­ვით უნდა უფრთხილ­დე­ბო­დეს თა­ვის რე­ლი­გი­ურ და ეროვ­ნულ ფა­სე­უ­ლო­ბებს, ხოლო პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი და ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი კი მათი ეფექ­ტუ­რო­ბი­სა და ეპო­ქის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით აირ­ჩი­ოს.

რო­გორ შეგ­ვიძ­ლია ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მა­გა­ლი­თი დღეს გა­მო­ვი­ყე­ნოთ?

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ილი­ას მოღ­ვა­წე­ო­ბის პა­თო­სი და ბუ­ნე­ბა არ­სე­ბი­თად გან­სა­ზღვრა ღრმა რწმე­ნამ, რომ ეროვ­ნუ­ლი „ვი­ნა­ო­ბის“ გან­მტკი­ცე­ბა და დაც­ვა სწო­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბით გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის საქ­მეა. ამ ამო­ცა­ნის გა­და­საჭ­რე­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბას ლი­ბე­რა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი ანუ არა­სამ­თავ­რო­ბო, თა­ვი­სუ­ფა­ლი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი სჭირ­დე­ბა. ილი­ას მა­გა­ლით­ზე კარ­გად ჩანს, რომ ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის ფა­სე­უ­ლო­ბი­თი სა­ფუძ­ვლე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა და მათ­ზე სა­თა­ნა­დოდ ზრუნ­ვა დიდი მა­მუ­ლიშ­ვი­ლე­ბის გარ­შე­მო თა­ვი­სუ­ფა­ლი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბით გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის საქ­მეა და არა „ერ­თმორ­წმუ­ნე“ იმ­პე­რი­ის ად­გი­ლობ­რი­ვი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის. რო­გორც ვი­ცით, ილი­ას ბევ­რი გა­მო­ჩე­ნი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ფიქ­რობ­და, რომ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კულ­ტუ­რის მა­ტა­რე­ბელ ქარ­თველ ხალ­ხს სა­კუ­თა­რი იდენ­ტო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, მხო­ლოდ ერ­თმორ­წმუ­ნე ცა­რის­ტუ­ლი რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ის ფარ­გლებ­ში შე­ეძ­ლო. მსგავ­სი ცდუ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­უჩ­ნდეს თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ან­საც, მან ად­გი­ლობ­რი­ვი იმ­პე­რი­უ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ად­გილ­ზე ჩვე­ნი იდენ­ტო­ბის „მცვე­ლად“ შე­იძ­ლე­ბა მო­ი­აზ­როს „ერ­თმორ­წმუ­ნე“ ჩრდი­ლო­ე­ლი მე­ზო­ბე­ლი, და­სავ­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ტებ­ლიშ­მენ­ტი ან, თუნ­დაც, ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი აპა­რა­ტი. ასე­თი მიდ­გო­მა არა­მარ­ტო ილი­ა­სე­უ­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის სულს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, არა­მედ ქრის­ტი­ა­ნულ­საც. თუ ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის დაც­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია ტრა­დი­ცი­უ­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბის გა­რე­შე, მა­შინ ეროვ­ნულ იდენ­ტო­ბა­ზე ზრუნ­ვა არა­მარ­ტო პატ­რი­ო­ტუ­ლი, არა­მედ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბა­ცაა. ქვეყ­ნის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მსა­ხუ­რე­ბა კი სიყ­ვა­რუ­ლით გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის პი­როვ­ნულ ღვაწლს ეფუძ­ნე­ბა და არა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლა­უფ­ლე­ბას. ილია მარ­თა­ლი, რო­გორც წმინ­და­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სად­მი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი პი­როვ­ნუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­სა და აქ­ტი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის მა­გა­ლითს გვაწ­ვდის.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბა ივე­რი­ი­სას" პრო­ექ­ტე­ბის­თვის შე­მო­წი­რუ­ლე­ბის გა­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სხვა­დას­ხვა ბან­კის ან­გა­რიშ­ზე ნე­ბის­მი­ე­რი ოდე­ნო­ბის თან­ხის გა­და­რი­ცხვით ან მი­თი­თე­ბულ ნო­მერ­ზე 0901777777 და­რეკ­ვით. ზა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 ლა­რია.

გი­ზი­ა­რებთ ან­გა­რი­შის ნომ­რებს:

  • სს „ლი­ბერ­თი ბან­კი": LBRTGE22 ან­გა­რი­შის ნო­მე­რი: GE35LB0775555555555555
  • სს „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი“: BAGAGE22 ან­გა­რი­შის ნო­მე­რი: GE35BG0000000555555555
  • სს „თი ბი სი ბან­კი“: TBCBGE22 ან­გა­რი­შის ნო­მე­რი: GE96TB7005555555555555

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კობა
0

რატომ უცვლით სიტყვებს ადგილს,;მამული,ენა,სარწმუნოება.ჩემი სკოლის შესასვლელში,კედელზე დიდი ასოებით ეწერა,ენა,მამული,სარწმუნოება.თორმეტი წელი ვკითხულობდი ამ ჯადოსნურ სიტყვებს და კარგად მახსოვს.ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხომ არაა?

გიორგი
0

ყველა დროის უპირველესი ქართველი, წმინდანი ილია (ჭავჭავაძე) , რომელიც ისევ ქართველებმა მოკლეს....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

როგორ შეძლო ილია ჭავჭავაძემ ქართული ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბება - ისტორია, რომელიც დღეს უნდა გვახსოვდეს

როგორ შეძლო ილია ჭავჭავაძემ ქართული ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბება - ისტორია, რომელიც დღეს უნდა გვახსოვდეს

მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში, ალბათ, ვერავინ ხედავდა ეროვნული საზოგადოების ჩამოყალიბების აუცილებლობას ისე, როგორც ილია ჭავჭავაძე. მან იცოდა, რომ მხოლოდ ეროვნულ საზოგადოებას შეეძლო თავის თავზე აეღო ეროვნული „ვინაობის“ აღდგენაზე პასუხისმგებლობა. ეს კი მამა-პაპათაგან მიღებული საუნჯის“ მნიშვნელობის გაცნობიერებას და მისი დაცვის თავისთავზე აღებას გულისხმობდა. ილიას მიერ დაარსებული წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება იყო ის სკოლა, სადაც ქართველი მისი წინაპრების სულიერ და ეროვნულ კულტურას ეზიარებოდა, მათ პატივისცემას სწავლობდა მათი მიბაძვის სურვილი უჩნდებოდა.

აღსანიშნავია, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ხალხის შემოწირულობით ახორციელებდა საქმიანობას. დღეს ამავე მიზნითა და პრინციპით მოქმედებს „საზოგადოება ივერიისა“, რომელმაც საქმიანობა მახათას მთაზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გარშემო ხალხის გაერთიანებით დაიწყო. „საზოგადოება ივერიისა“ დღესაც აგრძელებს თანხის შეგროვებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად.

მისი საქმიანობის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ეროვნული ფასეულობების წარმოჩენას, გაცნობიერებასა და ფართო საზოგადოებაში მათ კომუნიკაციას, რაც ძალიან ახლოს არის ილია ჭავჭავაძის მიზნებთან. როგორ შეძლო ილია ჭავჭავაძემ ქართული ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბება და როგორ შეგვიძლია მისი მაგალითის გამოყენება დღეს? - ამ თემაზე თეოლოგი, ჟურნალ „გული გონიერის“ მთავარი რედაქტორი თეიმურაზ ბუაძე გვესაუბრება.

როგორ დაახასიათებთ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის პერიოდს? რა გამოწვევების წინაშე იდგა მაშინ ქართული საზოგადოება და რამდენად მწვავე იყო ეროვნული იდენტობის საკითხი?

ეს კითხვა რამდენიმე კომპონენტს შეიცავს, თითოეული მათგანი საკმაოდ ვრცელ პასუხს მოითხოვს. დავიწყებ უკანასკნელით. თავად ილია ჭავჭავაძე თვლიდა, რომ ხალხის, როგორც ორგანული ერთობის, სიჯანსაღეს უპირველეს ყოვლისა საკუთარი ეროვნული იდენტობის, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „ვინაობის“ გაცნობიერება განსაზღვრავდა. დიდი მამულიშვილის აზრით, ქართველი ხალხის უპირველესი ამოცანა „დაცემული ვინაობის“ აღდგენა იყო, რომლის გადაჭრასაც ერთიანი ეროვნული „ძალ-ღონე“ უნდა მოხმარებოდა. ამ საკითხზე საყოველთაო კონცენტრაციის გადაუდებელ აუცილებლობას ის შემდეგი სიტყვებით გამოხატავს: „ჩვენებური ლიბერალობა სულ სხვა რამეზედ უნდა მოიქცეს მთელის თავისი ძალ-ღონითა... ის „სხვა რამე“ უნდა იყოს ჩვენის დაცემულის ვინაობის აღდგენა, ფეხზედ დაყენება და დაცვა ყოვლის მოსალოდნელის ფათერაკისაგან... ყველამ, ვისაც რამ შეუძლიან, ამ მიმართულების ქვეშ უნდა მოიყაროს თავი - სკოლაა, ბანკია თუ თეატრი. ყველაფერს სულ მაგისკენ უნდა მივუბრუნოთ თავი“. ილიას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულ და ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობებით გამსჭვალული მამულიშვილს, კარგად ესმოდა, რომ „დაცემული ვინაობის აღდგენა“ ეროვნულთან ერთად რელიგიური ამოცანაცაა. მას, ისევე როგორც ყველა სხვა ქრისტიანს, სწამდა, რომ ღმერთი ყველაფერს რაღაც დანიშნულებით, ფუნქციით ქმნის. აქედან გამომდინარე, ეროვნული ორგანიზმი მხოლოდ მაშინ იწყებს ჯანსაღ ცხოვრებას და სწორად ავლენს მისთვის ბოძებულ პოტენციას, როდესაც იმის გაცნობიერებულ მსახურებას შეუდგება რისთვისაც არის შექმნილი. ამ უკანასკნელის გასაგებად კი იმის ცოდნაა საჭირო, რას და როგორ ემსახურებოდნენ შენი წინაპრები და რისთვის იყვნენ მზად თავი გაეწირათ. სწორედ ამის გამო აცხადებდა ილია, რომ დაკარგული ეროვნული იდენტობის აღდგენა შეუძლებელი გახდებოდა „მამა-პაპათაგან მიღებული საუნჯის“ („მამული, ენა, სარწმუნოების“) სათანადო მოვლა-პატრონობის გარეშე.

ილია ჭავჭავაძის „მოღვაწეობის პერიოდის დასახასიათებლად“ და იმის გასარკვევად „რა გამოწვევების წინაშე იდგა მაშინდელი ქართული საზოგადოება“, აუცილებელია ამ ტრიადის („მამული, ენა, სარწმუნოების“) თითოეული კომპონენტის მდგომარეობა განვიხილოთ რუსეთის იმპერიაში, რომელიც მიზანმიმართულად აკნინებდა ქართული ეროვნული იდენტობის მაფორმირებელ ყველა ფაქტორს. მართლაც:

რუსეთის იმპერიაში ქართულ ენას არათუ არ შეეძლო ჰქონოდა და არ ჰქონდა სახელმწიფო სტატუსი, არამედ მას წართმეული ჰქონდა ხალხის იდენტობის მაფორმირებელი ყველა სხვა ფუნქციაც. საქართველოს ყველა კუთხეში ხალხი ამ კუთხისთვის დამახასიათებელ, არალიტერატურულ ენაზე ან დიალექტზე საუბრობდა. ქართული ენა მოკლებული იყო საერთო ქართული კულტურული და პოლიტიკური ექსპრესიის, განათლების, ღვთისმსახურების, სოციალური ურთიერთობისა და ადმინისტრირების ფუნქციებს.

მამული - რუსეთის იმპერიამ ქართველ ხალხს არამარტო სახელმწიფოებრიობა დააკარგვინა, არამედ პოლიტიკური და კულტურული ავტონომიის გამოვლენის ყველა ლეგიტიმური ინსტრუმენტი წაართვა. საქართველო გუბერნიული ადმინისტრაციული ერთეულების სახით იყო შესული რუსეთის იმპერიაში.

სარწმუნოება - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ადმინისტრაციულად დაქვემდებარებული იყო რუსული იმპერიული სულისკვეთებით გამსჭვალულ ობერპროკურორსა და სინოდზე, ამიტომ ქართველი ხალხი ოფიციალურ საეკლესიო ადმინისტრაციაში ჩვენი ქვეყნის რუსიფიკაციის და საბოლოო ასიმილაციის ინსტრუმენტს ხედავდა. ამან განაპირობა ის, რომ ქართველი ხალხის დიდი ნაწილი გაუცხოებული იყო ეკლესიისგან. მთაში ისევ გამოცოცხლდა ძველი წარმართული რელიგიურობის ელემენტები, ინტელიგენციის დიდი ნაწილი მონაწილეობას არ იღებდა ეკლესიურ ცხოვრებაში და ყველგან ფეხს იკიდებდა სიმპათია რევოლუციურად გააქტიურებული სოციალისტური მოძრაობებისადმი.

რა მსგავსება არსებობს მაშინდელ და ახლანდელ პერიოდებს შორის? რა საერთო გამოწვევების წინაშე დგას მაშინდელი და დღევანდელი საზოგადოება?

მართალია საქართველო აღარ არის რუსეთის იმპერიის გუბერნია, მაგრამ ეროვნული იდენტობის გაცნობიერებისა და მისი განმტკიცების ამოცანა ახლანდელი საზოგადოების წინაშეც დგას და ყველა მომავალი გენერაციის წინაშეც იდგება. ყველა თაობის მოვალეობაა უერთგულოს ტრადიციულ რელიგიურ რწმენასა და ფასეულობებს, გაუფრთხილდეს მშობლიურ ენას და მის წიაღში დავანებულ ეროვნულ კულტურას და იზრუნოს მამულზე იმის მსგავსად, როგორც ამას ილია აკეთებდა.

რა იყო ის ძირითადი ნაბიჯები და საქმეები, რომელთა საშუალებითაც ილია ჭავჭავაძემ ქართული ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბება შეძლო?

ილია მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ ეროვნულ იდენტობაზე ზრუნვა თავად ხალხის საქმე იყო. ის ლიბერალიზმში ხედავდა პოლიტიკურ და იდეოლოგიურ ინსტრუმენტს, რომელიც ქართველ ხალხს ამ ამოცანის განხორციელების საშუალებას მისცემდა თვითმყოფადი ნაციონალური სახელმწიფოს აშენების გზით. მართლაც, როგორც პოლიტიკური იდეოლოგიების ცნობილი დასავლელი მკვლევარი ენდრიუ ჰეივუდი აღნიშნავს, XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ანუ იმ ეპოქაში, როცა ილია მოღვაწეობდა, ლიბერალიზმი მჭიდროდ უკავშირდებოდა ნაციონალიზმს. იგი წერს: „ლიბერალური ნაციონალიზმი უმთავრესად იმ გარემოებას ეყრდნობა, რომ კაცობრიობა ბუნებრივადაა დაყოფილი მრავალ ერად და ყოველ მათგანს საკუთარი მეობა გააჩნია“. ამიტომ არის, რომ ილია თავის პუბლიკაციებში იმედის თვალით და სიხარულით ეხმაურება ევროპაში ნაციონალიზმის დაბადებასა და ლიბერალიზმის გაძლიერებას. ისიც უნდა ითქვას, რომ მას ლიბერალიზმი მხოლოდ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად არ ჭირდება. ის ღრმადაა დარწმუნებული, რომ ხალხი, რომელიც საკუთარი პოლიტიკური დამოუკიდებლობასა და ეროვნული იდენტობაზე ზრუნვის შესაძლებლობასაა მოკლებული სწრაფად დეგრადირდება. ის ხომ ჯერ კიდევ „მგზავრის წერილებში“ გვეუბნება, საქართველოს ცუდი მდგომარეობის მთავარი მიზეზი ის არის, რომ „ჩვენი თავი აღარ გვეყუდვნის“ და, რომ „აწინა რუსობაჩი ვართ“; ხალხი გაირყვნა და ადრე თერგივით „მოღრიალე“ და მუდამ მოძრაობაში მყოფი ქართველი კაცი რუსულმა როზგმა და ჯილდოებმა დაიმონა და ბაყაყებით დასახლებულ გუბეს დაამსგავსა. უფუნქციოდ დარჩენილი ქართველი გაირყვნა მრუშობა და მეძაობა გამრავლდა, მთის კაცი სომეხი მოვახშისგან თავს ვერ იცავს და ყველაფერი „სასყიდელი“ გახდა. ილიამ იცის, რომ საქართველოს საქმე მაშინ წავა კარგად, როდესაც ქართველები პასუხისმგებლობას იგრძნობენ მისი ქვეყნის წინაშე და თავად იზრუნებენ მასზე. მისი აზრით პოლიტიკური ლიბერალიზმი ქართველებს ამის შესაძლებლობას, ინსტიტუციურ გარანტიებსა და ინსტრუმენტებს მისცემს. „მგვრალი ლიბერალი“ ილია თავად იძლევა ამის მაგალითს. მან ხალხის ფასეულობითი განათლებისა და ქართული ენის ეროვნული სტატუსის აღდგენის ფუნქცია დააკისრა „არასამთავრობო“ ორგანიზაციებს: „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“, გაზეთ „ივერიას“, ქართულ ეროვნულ თეატრს და ა. შ. ის მამულზე ზრუნვის პასუხისმგებლობას მხოლოდ პოლიტიკურ ელიტას კი არ აკისრებდა, არამედ ფასეულობითი განათლებით გაერთიანებულ მთელ საზოგადოებას. ის ყოველნაირად მხარს უჭერდა ისეთ ქართველ სასულიერო პირებს და ახლო ურთიერთობა ჰქონდა მათთან (ეპისკოპოსები გაბრიელ ქიქოძე და ალექსანდრე ოქროპირიძე, მღვდელი ალექსი შუშანია და სხვა), რომლებიც ფიქრობდნენ, რომ სასულიერო განათლება, საქართველოში გამსჭვალული უნდა ყოფილიყო ეროვნული ღირებულებებისა და ნაციონალური ინტერესებისადმი ღრმა პატივისცემით.

უაღრესად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ილიასთვის ლიბერალიზმი საინტერესო იყო არა როგორც იდეოლოგია, არამედ პოლიტიკური ინსტრუმენტი (პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება), რომელიც ტრადიციულ რელიგიურ და ეროვნულ ფასეულობებზე ზრუნვისა და აქტუალური ნაციონალური ინტერესების განხორციელების საშუალებას მისცემდა. ამ აზრს ილიას მოღვაწეობის დასაწყისიდანვე ვხედავთ, კერძოდ „მგზავრის წერილებში“ ლელთ ღუნიასთან საუბრისას ავტორი აღნიშნავს, რომ ნამდვილი ქართველი ხარ თუ არა ამას „გული“ (ფასეულობები) განსაზღვრავს და არა ტანსაცმელი, „პოვოსკა“, რომლითაც გადაადგილდები ან პოლიტიკური ინსტიტუციები. ქართველი კაცი თვალის ჩინივით უნდა უფრთხილდებოდეს თავის რელიგიურ და ეროვნულ ფასეულობებს, ხოლო პოლიტიკური ინსტიტუტები და ინსტრუმენტები კი მათი ეფექტურობისა და ეპოქის გათვალისწინებით აირჩიოს.

როგორ შეგვიძლია ილია ჭავჭავაძის მაგალითი დღეს გამოვიყენოთ?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ილიას მოღვაწეობის პათოსი და ბუნება არსებითად განსაზღვრა ღრმა რწმენამ, რომ ეროვნული „ვინაობის“ განმტკიცება და დაცვა სწორი ფასეულობებით გაერთიანებული საზოგადოების საქმეა. ამ ამოცანის გადასაჭრელად საზოგადოებას ლიბერალური დემოკრატიისთვის დამახასიათებელი ინსტრუმენტები ანუ არასამთავრობო, თავისუფალი ასოციაციები სჭირდება. ილიას მაგალითზე კარგად ჩანს, რომ ეროვნული იდენტობის ფასეულობითი საფუძვლების გაცნობიერება და მათზე სათანადოდ ზრუნვა დიდი მამულიშვილების გარშემო თავისუფალი ასოციაციებით გაერთიანებული საზოგადოების საქმეა და არა „ერთმორწმუნე“ იმპერიის ადგილობრივი ადმინისტრაციის. როგორც ვიცით, ილიას ბევრი გამოჩენილი თანამედროვე ფიქრობდა, რომ ქრისტიანული კულტურის მატარებელ ქართველ ხალხს საკუთარი იდენტობის შენარჩუნება, მხოლოდ ერთმორწმუნე ცარისტული რუსული იმპერიის ფარგლებში შეეძლო. მსგავსი ცდუნება შეიძლება გაუჩნდეს თანამედროვე ადამიანსაც, მან ადგილობრივი იმპერიული ადმინისტრაციის ადგილზე ჩვენი იდენტობის „მცველად“ შეიძლება მოიაზროს „ერთმორწმუნე“ ჩრდილოელი მეზობელი, დასავლური პოლიტიკური ისტებლიშმენტი ან, თუნდაც, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატი. ასეთი მიდგომა არამარტო ილიასეული მამულიშვილური მოღვაწეობის სულს ეწინააღმდეგება, არამედ ქრისტიანულსაც. თუ ჩვენი ეროვნული იდენტობის დაცვა შეუძლებელია ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობებისადმი ერთგულების გარეშე, მაშინ ეროვნულ იდენტობაზე ზრუნვა არამარტო პატრიოტული, არამედ ქრისტიანული მოვალეობაცაა. ქვეყნის ქრისტიანული მსახურება კი სიყვარულით გაერთიანებული ადამიანების პიროვნულ ღვაწლს ეფუძნება და არა პოლიტიკურ ძალაუფლებას. ილია მართალი, როგორც წმინდანი ჩვენი ქვეყნისადმი ქრისტიანული პიროვნული პასუხისმგებლობისა და აქტიური მოღვაწეობის მაგალითს გვაწვდის.

"საზოგადოება ივერიისას" პროექტებისთვის შემოწირულების გაღება შესაძლებელია სხვადასხვა ბანკის ანგარიშზე ნებისმიერი ოდენობის თანხის გადარიცხვით ან მითითებულ ნომერზე 0901777777 დარეკვით. ზარის ღირებულება 1 ლარია.

გიზიარებთ ანგარიშის ნომრებს:

  • სს „ლიბერთი ბანკი": LBRTGE22 ანგარიშის ნომერი: GE35LB0775555555555555
  • სს „საქართველოს ბანკი“: BAGAGE22 ანგარიშის ნომერი: GE35BG0000000555555555
  • სს „თი ბი სი ბანკი“: TBCBGE22 ანგარიშის ნომერი: GE96TB7005555555555555

R