თბილისში, ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია Stipfold საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.
როგორც პროექტის აღწერაშია ნათქვამი, მრავალფუნქციური კომპლექსი საცხოვრებელ და სავაჭრო ობიექტებს , ასევე სპა ცენტრებსა და რეკრეაციულ სივრცეებს მოიცავს.
"კინო ქალაქი უფრო მეტია ვიდრე შენობა - ის არის კულტურული, სოციალური და არქიტექტურული ევოლუციის ცენტრი, რომელიც აკავშირებს თბილისის წარსულს მის მომავალთან,“ - ნათქვამია პროექტის აღწერაში.
ამ დროისთვის პროექტის განხორციელების თარიღი დაზუსტებული არ არის...დაათვალიერეთ ფოტოები