ავტორი:

“რა ხდება? რევოლუციის კოლონებს ვაანონსებთ და წვიმაში გალუმპულ ხალხს არ ვეუბნებით უმარტივეს დღის წესრიგსაც კი“ - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ოპოზიციის შესახებ

“რა ხდება? რევოლუციის კოლონებს ვაანონსებთ და წვიმაში გალუმპულ ხალხს არ ვეუბნებით უმარტივეს დღის წესრიგსაც კი“ - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ოპოზიციის შესახებ

“რა ხდებოდა არჩევნებამდე - ლიდერები გვარწმუნებდნენ რომ გაყალბების შანსი არ იყო. რომ მოიგებდნენ. გვარწმუნებდნენ რომ რუსი დიქტატორი, ტექნიკურად უნაკლო აპარატებით, ჩაატარებდა არჩევნებს და რაც მთავარია, არჩევნებით წავიდოდა", - ნანუკა ჟორჟოლიანი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს აკრიტიკებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ “ყველაფერი აწი იწყება“.

“არ გამართლდა არცერთი პროგნოზი. დიქტატორმა არჩევნები გააუქმა.

გავბრაზდით, ნიჰილიზმში ჩავარდით, შემდეგ ვიკითხეთ რა არის გეგმა B. ვერც კი წარმოვიდგინეთ რომ ამდენი პოლიტიკოსისგან, (რომლებსაც ქვეყანას ვანდობდით სამართავად) არცერთს ჰქონდა დაშვებული დიქტატორი რომ დემოკრატი ვერ გახდებოდა. შეგვეძლო უფრო ღ**ობების ფიქრიც, მაგრამ საკუთარ თავს “ქოცობაში“ ჩავუთვალეთ.

ავდექით, ერთმანეთი ფეხზე წამოვაყენეთ, ლიდერები იქეთ ვამშვიდეთ, “კაი ვის არ მოსვლია ძმაო” და ბრძოლას შევუდექით.

რა ხდება? რევოლუციის კოლონებს ვაანონსებთ და საათობით წვიმაში გალუმპულ ხალხს, არ ვეუბნებით უმარტივეს დღის წესრიგსაც კი. ისევ სადღეგრძელოები ისმის!

არ ტეხავს თქმა, “არ ვიცით რა ვქნათ მეგობრებო”. ხალხს ჰკითხოთ, რა ჯობია, რომელი გზა, მოკლეზე გადაჭრა და თუ დიდ წრეზე წასვლა. არაფერი ტეხავს და განსაკუთრებით წყენების და ბრაზის გაცხადება! ტეხავს ამის მიუღებლობა.

ჩვენ ჯერ კიდევ გვჯერა რომ ბრძოლას აქვს აზრი! ამიტომ ადრე მოგწყენიათ განსხვავებული აზრის მოსმენა. ყველაფერი აწი იწყება.

თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს! ეს ხალხი ყოველ დღე უნდა ვახსენოთ,“ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

იხილეთ ასევე: