ავტორი:

ცნობილია როდის გაიმართება პრეზიდენტის არჩევნები - პარლამენტი ინაუგურაციის თარიღზეც შეთანხმდა

ცნობილია როდის გაიმართება პრეზიდენტის არჩევნები - პარლამენტი ინაუგურაციის თარიღზეც შეთანხმდა

პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტის არჩევის თარიღი და შესაბამისი დადგენილების პროექტი, რომელიც სესიაზე უნდა გავიდეს, პარლამენტის ბიუროს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შესთავაზა.

პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს ჩატარდება.

საქართველოში პირველად პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით - საარჩევნო კოლეგიის მიერ ირჩევა.

იხილეთ ასევე: