ავტორი:

გარდაცვლილი იპოვეს მამაკაცი, რომელიც გაუჩინარებული შვილის მოსაძებნად ლოს-ანჯელესში გაფრინდა - შოკისმომგვრელი ამბის დეტალები

გარდაცვლილი იპოვეს მამაკაცი, რომელიც გაუჩინარებული შვილის მოსაძებნად ლოს-ანჯელესში გაფრინდა - შოკისმომგვრელი ამბის დეტალები

ჰავაელი გაუჩინარებული 31 წლის ქალის, ჰანა კობაიაშის მამა, რომელიც ქალიშვილის მოსაძებნად ლოს-ანჯელესში გაფრინდა, გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცმა თავი მოიკლა.

dakarguli_kalis_mama

  • 58 წლის რაიან კობაიაში ჰავაიდან ლოს-ანჯელესში დაკარგული ქალიშვილის მოსაძებნად ჩავიდა. მისი ცხედარი ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს აღმოაჩინეს.

რაიანი, პოლიციასთან ერთად, თავის 31 წლის ქალიშვილს 15 ნოემბრის შემდეგ ეძებდა.

”13 დღის განმავლობაში დაუღალავი ძებნის შემდეგ, ჰანას მამამ, რაიან კობაიაშიმ, ტრაგიკულად მოიკლა თავი”, - აღნიშნულია დაკარგული პირების არაკომერციული ორგანიზაციის, Rad Movement-ის განცხადებაში. პოზიციას იზიარებს გარდაცვლილის ოჯახიც.

  • რაც შეეხება ჰანა კობაიაშის გაუჩინარების საქმეს. ბოლო ის აეროპორტის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

dakarguli_kali

კადრებში ჩანს, რომ ქალმა დატოვა აეროპორტის შენობა. ნიუ-იორკში მიემგზავრებოდა, თუმცა მისი კვალი უმისამართოდ გაქრა. ოჯახი კვლავ აგრძელებს უმისამართოდ დაკარგული ჰანას ძებნას და საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს.

“ჰანა ისევ დაკარგულია და სავარაუდოდ საფრთხეშია,“ - ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.

  • დეტალები

10 ნოემბერს ჰანა კობაიაში იმყოფებოდა ლოს ანჯელესში - სავაჭრო ცენტრ Grove-ში. ცნობილია, რომ მომდევნო დღეს მან მეგობარს შეტყობინება გაუგზავნა, სადაც აღნიშნავდა, რომ “ვიღაცა მისი მაიდენტიფიცირებელი დოკუმნტების მოპარვას ცდილობდა.“

ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა 15 ნოემბერიდან ჰანა კობაიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაში შეუყვანა და მასზე ძებნა გამოაცხადა.

წყარო