მსოფლიო
სამართალი

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლოკდაუნი დედაქალაქში, 5 მოკლული, ასზე მეტი დაშავებული, შეტაკებები პოლიციასთან და გათიშული ინტერნეტი - რა ხდება პაკისტანში?
ლოკდაუნი დედაქალაქში, 5 მოკლული, ასზე მეტი დაშავებული, შეტაკებები პოლიციასთან და გათიშული ინტერნეტი - რა ხდება პაკისტანში?

პა­კის­ტან­ში ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მხარ­დამ­ჭე­რებ­სა და პო­ლი­ცი­ას შო­რის შე­ტა­კე­ბე­ბის შე­დე­გად, 119 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. The Guardian-ის ცნო­ბით, მოკ­ლუ­ლია 5 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ერთი პო­ლი­ცი­ე­ლია.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, იმ­რან ხა­ნის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ის­ლა­მა­ბად­ში, პარ­ლა­მენ­ტთან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის გა­მარ­თვას ცდი­ლობ­დნენ, რა დრო­საც უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­მა და პო­ლი­ცი­ამ მათ წი­ნა­აღ­მდეგ ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­მო­ი­ყე­ნა. პა­კის­ტა­ნის პო­ლი­ცი­ამ იმ­რან ხა­ნის ათე­უ­ლო­ბით მხარ­დამ­ჭე­რი და­ა­კა­ვა.

pakistani

  • შე­დე­გად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი და­ა­წე­სა. დე­და­ქა­ლაქ­ში ლოკ­და­უ­ნი გა­მო­ცხად­და, შე­ზღუ­დუ­ლია ინ­ტერ­ნე­ტის მი­წო­დე­ბა. გა­და­კე­ტი­ლია დე­და­ქა­ლა­ქის­კენ მი­მა­ვა­ლი ძი­რი­თა­დი გზე­ბი.

pakistani

მას შემ­დეგ, რაც ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მხარ­დამ­ჭე­რებს მო­უ­წო­და, რე­გი­ო­ნე­ბი­დან ის­ლა­მა­ბად­ში წა­მო­სუ­ლიყ­ვნენ და პარ­ლა­მენ­ტთან მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით, მას­შტა­ბუ­რი აქ­ცია გა­ე­მარ­თათ, ის­ლა­მა­ბად­ში შეს­ვლა-გა­მოს­ვლა გა­სუ­ლი შა­ბა­თის შემ­დეგ, აკ­რძა­ლუ­ლია.

  • რა ხდე­ბა?

pakistani

კვი­რას, დე­და­ქა­ლა­ქის­კენ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის კო­ლო­ნა და­იძ­რა, რომ­ლებ­საც ხა­ნის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი გა­დაჰ­ყავ­დათ. ორ­შა­ბათს, მო­მი­ტინ­გე­ე­ბი პო­ლი­ცი­ას და­უ­პი­რის­პირ­დნენ. პო­ლი­ცი­ამ ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­მო­ი­ყე­ნა და გზე­ბი დიდი ზო­მის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტით ჩა­ხერ­გა.

pakistani

რამ­დე­ნი­მე ლო­კა­ცი­ა­ზე, ქა­ლაქ­ში გაჩ­ნდა ხან­ძრის კე­რე­ბი. Reuters-ის ცნო­ბით, და­იწ­ვა პო­ლი­ცი­ის 22 მან­ქა­ნა. რამ­დე­ნი­მე წყა­რომ CNN-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს მათ მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა.

pakistani

პა­კის­ტა­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბი ამ­ჟა­მად ვი­თა­რე­ბას აკონ­ტრო­ლე­ბენ. მისი თქმით, და­შა­ვე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ცი­ე­ლი.

  • რას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ მო­მი­ტინ­გე­ე­ბი?

ქუ­ჩა­ში გა­მო­სუ­ლი ხალ­ხი ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის, ხა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხო­ვენ. ისი­ნი თვლი­ან რომ ხანი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რია.

imran_xani
პა­კის­ტა­ნის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, იმ­რან ხანი

მათ ასე­ვე სურთ გა­ა­უქ­მონ ახა­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც გაზ­რდის მთავ­რო­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას უმაღ­ლე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის არ­ჩე­ვი­სას.

ხა­ნის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ასე­ვე თვლი­ან, რომ თე­ბერ­ვლის არ­ჩევ­ნე­ბი არ იყო სა­მარ­თლი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, 72 წლის იმ­რან ხანი 2023 წლის აგ­ვის­ტო­დან ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბა და მის წი­ნა­აღ­მდეგ 150-ზე მეტი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი. მათ შო­რის, ტე­რო­რიზ­მი­სა და კო­რუფ­ცი­ის ბრალ­დე­ბით.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ლოკდაუნი დედაქალაქში, 5 მოკლული, ასზე მეტი დაშავებული, შეტაკებები პოლიციასთან და გათიშული ინტერნეტი - რა ხდება პაკისტანში?

ლოკდაუნი დედაქალაქში, 5 მოკლული, ასზე მეტი დაშავებული, შეტაკებები პოლიციასთან და გათიშული ინტერნეტი - რა ხდება პაკისტანში?

პაკისტანში ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად, 119 ადამიანი დაშავდა. The Guardian-ის ცნობით, მოკლულია 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელია.

გამოცემის ცნობით, დაკავებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იმრან ხანის მხარდამჭერები ისლამაბადში, პარლამენტთან საპროტესტო აქციის გამართვას ცდილობდნენ, რა დროსაც უსაფრთხოების ძალებმა და პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პაკისტანის პოლიციამ იმრან ხანის ათეულობით მხარდამჭერი დააკავა.

pakistani

  • შედეგად, ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მკაცრი შეზღუდვები დააწესა. დედაქალაქში ლოკდაუნი გამოცხადდა, შეზღუდულია ინტერნეტის მიწოდება. გადაკეტილია დედაქალაქისკენ მიმავალი ძირითადი გზები.

pakistani

მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მხარდამჭერებს მოუწოდა, რეგიონებიდან ისლამაბადში წამოსულიყვნენ და პარლამენტთან მისი გათავისუფლების მოთხოვნით, მასშტაბური აქცია გაემართათ, ისლამაბადში შესვლა-გამოსვლა გასული შაბათის შემდეგ, აკრძალულია.

  • რა ხდება?

pakistani

კვირას, დედაქალაქისკენ სატრანსპორტო საშუალების კოლონა დაიძრა, რომლებსაც ხანის მხარდამჭერები გადაჰყავდათ. ორშაბათს, მომიტინგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და გზები დიდი ზომის ავტოტრანსპორტით ჩახერგა.

pakistani

რამდენიმე ლოკაციაზე, ქალაქში გაჩნდა ხანძრის კერები. Reuters-ის ცნობით, დაიწვა პოლიციის 22 მანქანა. რამდენიმე წყარომ CNN-ს განუცხადა, რომ საპროტესტო აქციების დროს მათ მანქანა დაეჯახა.

pakistani

პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ძალები ამჟამად ვითარებას აკონტროლებენ. მისი თქმით, დაშავებულია რამდენიმე პოლიციელი.

  • რას აპროტესტებენ მომიტინგეები?

ქუჩაში გამოსული ხალხი ქვეყნის ყოფილი პრემიერის, ხანის გათავისუფლებას ითხოვენ. ისინი თვლიან რომ ხანი პოლიტიკური პატიმარია.

imran_xani
პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იმრან ხანი

მათ ასევე სურთ გააუქმონ ახალი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც გაზრდის მთავრობის უფლებამოსილებას უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისას.

ხანის მხარდამჭერები ასევე თვლიან, რომ თებერვლის არჩევნები არ იყო სამართლიანი.

ცნობისთვის, 72 წლის იმრან ხანი 2023 წლის აგვისტოდან ციხეში იმყოფება და მის წინააღმდეგ 150-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მათ შორის, ტერორიზმისა და კორუფციის ბრალდებით.

წყარო